კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პეპსიკო“ დავით იაკობაშვილის „ვიმ ბილ დანს“ ყიდულობს

ამერიკული კომპანია „პეპსიკო“ მზად არის 5 მილიარდი დოლარი გადაიხადოს რუსული რძის პროდუქტებისა და ნატურალური წვენების მწარმოებელ კომპანია „ვიმ ბილ დანში“. საუბარია ამ კომპანიის აქციების 66 პროცენტის შესყიდვაზე. მოლაპარაკებები ამ საკითხზე ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ამის შესახებ პრესას „ვიმ ბილ დანის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ დავით იაკობაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გარიგება უკვე შედგა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ხელისუფლება ამ გარიგებას მხარს დაუჭერს, ეს ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია იქნება ენერგეტიკის სფეროს გამოკლებით. რაც შეეხება „პეპსიკოს“, ის გახდება რუსეთში მომუშავე ყველაზე მსხვილი კომპანია. „პეპსიკო“ გეგმავს, 2020 წლისთვის საკუთარი პროდუქციის ბრუნვა 30 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს. წარმოშობით ქართული ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის მიერ დაარსებული „ვიმ ბილ დანი“ „იუნიმილკთან“ ერთად, რომელსაც ფრანგული კომპანია „დანონი“ აკონტროლებს, რუსულ ბაზარზე წამყვან პოზიციებზეა. „ვიმ ბილ დანი“ რუსულ ბაზარზე ბავშვთა კვების მხრივ ლიდერია და მესამეა ნატურალური წვენების წარმოებითაც. ექსპერტები უკვე დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ „ვიმ ბილ დანი“ ინვესტორებისთვის ძალიან გემრიელი ლუკმაა.


скачать dle 11.3