კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინმა ჰიტლერისა და ევა ბრაუნის შესახებ ყველა ინტიმური წვრილმანი იცოდა

„ჰიტლერმა ქალის ხმა გაიგონა და მასთან შესახვედრად გაემართა, შემდეგ თავის კაბინეტში შეიყვანა, სადაც, როგორც ყოველთვის, გემოვნებით გაშლილი სუფრა იყო: ცხელი შოკოლადი, ჩაი, ხილი და ცივი შამპანური. თითქმის მთელი საათი საუბრობდნენ. ევა ბრაუნი ბევრს ლაპარაკობდა, ადოლფი ძირითადად „ჰოთი“ და „არათი“ – პასუხობდა. მერე ოთახის კუთხეში გადაჯდა და რუკას მიაჩერდა.

შუაღამე იყო, როცა ოთახში შესვლა გავბედე. ადოლფი ისე იყო ჩაფიქრებული, ვერც ევას გასვლა შეიტყო და ვერც ჩემი შესვლა. მან ფანქრით კავკასიის ბაქო შემოხაზა და კასპიის ზღვაზე რაღაც ნიშანი დასვა. შევეხმიანე, რადგან არ ეფიქრა, რომ ვუთვალთვალებდი. მხარზე ხელი დამადო და მითხრა: „შენ გერმანიის ერთგული ჯარისკაცი ხარ. გიბრძანებ, წახვიდე და დაისვენო...“

„...რაიხსკანცელარიაში კეიტელი, ჰიმლერი და საიდუმლო პოლიციის „სს-ის“ გრუპენფიურერი ხენიკე მობრძანდნენ. ფიურერსა და მათ შორის საუბარი ეხებოდა მობილური გაზის კამერების პრაქტიკულ გამოყენებას. ჰიმლერმა მოითხოვა ვინმე აიზენახელი კონსტრუქტორისთვის საუკეთესო საინჟინრო ძალების გადაცემა. ჰიტლერმა კრიტიკულად შეაფასა ადამიანების ასეთი გზით განადგურება, მაგრამ ჰიმლერი ირწმუნებოდა, რომ ეს გერმანიის მტრების დასჯის საუკეთესო და ჰუმანური საშუალება იყო და მხოლოდ დამნაშავეებს ეხებოდა. ჩვეულებრივი საკონცენტრაციო ბანაკების მშრომელი მცხოვრებლები კი ნორმალურ პირობებში იყვნენ“.

„ევა ბრაუნი ბიუსტჰალტერში ცხვირსახოცებს იდებდა დიდი მკერდის გამოსაჩენად. ჰიტლერი მის ყველა ექსტრავაგანტურ მოთხოვნას ასრულებს. ქვეყანაში ტოტალური მობილიზაციაა გამოცხადებული, ქალბატონი კი უხასიათოდ ბრძანდება ყოველთვიური ქალური პრობლემების გამო და ახალი მოსამსახურეები მოითხოვა ვილა „ბერგჰოფისთვის“. ამის გამო ფიურერმა თავის მოადგილეს, ბორმანს, უხეშად მიმართა: არსაიდან მთელ სამხედრო დანაყოფებს გაძლევთ, რამდენიმე გოგონას პოვნა რა პრობლემა გახადეთო“.

ეს დაზვერვის შეტყობინებებია, რომელთა რაოდენობა ათასებს ითვლის და ოცდაოთხი საათის განმავლობაში სტალინს მაგიდაზე ედო. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სირთულეებისა და რისკის ფასად მუშაობდნენ საბჭოთა მზვერავები, როცა ამ შინაარსის ინფორმაციებს აგზავნიდნენ. ოტო გიუნშერმა (ჰიტლერის ძველი თანამებრძოლი და იმ დროისთვის თანაშემწე) ბერლინიდან ვარშავაში ფარულად ჩასვლა და მეორე დღისთვის უკან დაბრუნებაც კი მოახერხა, ისე, რომ ფიურერთან დილის თათბირზე გამოცხადდა და სხვადასხვა დამსახურებებისთვის ქებაც კი დაიმსახურა. ჰაინც ლინგეს არ გაუმართლა, ობერშტურმანფიურერი, რომელიც 1935 წლიდან ადოლფის კამერდინერი, 1943-1945 წლებში კი პირადი ადიუტანტი იყო, არა მხოლოდ ევა ბრაუნზე, არამედ ჰერმან გერინგსა და რუდოლფ ჰესზეც აგზავნიდა ინფორმაციებს. მრავალ დოკუმენტთა შორის, რომელიც ბერლინის თანამედროვეობის ინსტიტუტის პროფესორმა მათიას ულმა სკკპ ცკ-ს არქივში აღმოაჩინა, 413 შეტყობინების ასლია. მეცნიერი მიიჩნევს, რომ არქივი ვერ მოიპოვა, მაგრამ რასაც გაეცნო, საკმარისია, რომ სრული პასუხისმგებლობით თქვას – სტალინმა ჰიტლერის და მისი გარემოცვის შესახებ ყველა ინტიმური წვრილმანი იცოდა.

ჰაინც ლინგე – ღალატი

ობერშტურმანფიურერ ლინგეს მსოფლიო ომის დროს ერთი „თბილი“ ადგილიც ჰქონდა, ჰიტლერის სახლის მოურავობასაც ითავსებდა. ამიტომ ბრწყინვალედ იცოდა მისი საყვარელი კერძების, სულიერი მდგომარეობისა თუ ჯანმრთელობის შესახებ. თანამონაწილე იყო, ვერმახტის მაღალჩინოსნებთან ერთად, ფიურერის ყოველდღიური თათბირების, სადაც სხვადასხვა ფრონტებზე არსებული სიტუაციები განიხილებოდა. მთავარი მაინც, არაოფიციალური შეხვედრები იყო, სადაც ძველი ნაციონალები და პარტაიგენოსები იყრიდნენ თავს. ამ დროს მშვიდი, შინაურული ატმოსფერო სუფევდა. ევა ბრაუნი არასდროს ერეოდა მათ საუბარში, მაშინაც კი, როცა გერმანიის დედაქალაქს აშკარა კატასტროფა ელოდა და ბუნკერში ისხდნენ. ბერლინი მაინც ევროპის ცენტრის სტატუსის შენარჩუნებას ცდილობდა. ლინგეს, როგორც ფიურერის ადიუტანტს, უშუალო შეხება ჰქონდა ყველა საიდუმლო დოკუმენტთან, მათ შორის ბერლინის განვითარებისა და თავდაცვის გეგმებთან. სწორედ თავდაცვის გეგმის გადაცემაზე თქვა უარი ადიუტანტმა, რაზეც სტალინი განრისხდა და ბერლინზე საჰაერო იერიშების განხორციელების ბრძანება გასცა. მარშალი ჟუკოვი არწმუნებდა, რომ მესამე რაიხმა, ჩადენილი დანაშაულების გამო დაიმსახურა განადგურება. იყო სხვა გეგმებიც, რომელიც ნაკლები მსხვერპლის ფასად მოიტანდა გამარჯვებას, მაგრამ აუცილებელი პირობა ბერლინის დაცვა იყო, შეტევითი სისტემა დაფუძნებული იყო სპეციალურ ოპერაციებსა და მასშტაბურ განიარაღებაზე. სტალინს პირადად ჰქონდა წარდგენილი გენერალიტეტისთვის ერთ-ერთი შესაძლო იერიში, რომელიც მოკავშირეების შესვლამდე უნდა განხორციელებულიყო, რასაც მინიმალური მსხვერპლი მოჰყვებოდა მშვიდობიან მოსახლეობაში. საჰაერო დესანტს, რომლის შემადგენლობაში ძირითადად გერმანელები (მათ შორის საბჭოთა კავშირში მცხოვრები გერმანელები) იქნებოდნენ, ადგილობრივი ანტიფაშისტური ორგანიზაციების დახმარებით, მოსახლეობაში უნდა შეეღწიათ და სამოქალაქო ტანსაცმელში სააგიტაციო-პროპაგანდისტური სამუშაოები ჩაეტარებინათ: კერძოდ, უნდა განემარტათ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომ ოკუპაცია დროებითი იქნებოდა და ფაშისტური რეჟიმის განადგურების შემდეგ, ახალი, თავისუფალი გერმანიის მშენებლობას ჩაეყრებოდა საფუძველი; რომ უაზრობა იყო ჰიტლერის მიერ გაჩაღებული ტოტალური მობილიზაცია და წინააღმდეგობის ფრონტი. მას უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვებოდა და, არა მხოლოდ ეს, მეტიც, გამეფდებოდა განუკითხაობა და მარადიორობა. სამწუხაროდ, ამ გეგმას აღსრულება არ ეწერა, რადგან ბერლინის დაცვის გეგმის მოპოვება ვერ მოხერხდა – ყველა წყაროდან მოდიოდა ინფორმაცია, რომ ეს ეროვნული ღირსების რანგში იყო აყვანილი და ფიურერმა მოახერხა სრული საიდუმლოების რეჟიმის დაცვა. ჰაინც ლინგეს სტალინმა დავალების შეუსრულებლობა მაინც ღალატად ჩაუთვალა, თუმცა...

სასტიკი წინააღმდეგობა

ომით გაწამებული საბჭოთა ჯარისკაცები ეიფორიაში იყვნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ბერლინში სრული განუკითხაობა სუფევდა. მოსახლეობას ათასობით მშიერი მეომარი შეესია. ქალაქში, რომელსაც გერმანელები თავგანწირვით იცავდნენ, აბსოლუტურად ყველა ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. ბერლინელები სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილან. ერთ მუშტად შეკრული ერი თავს იცავდა: ორგანიზებულად ჩადიოდნენ თავშესაფარში, მკურნალობდნენ დაჭრილებს, მიწას აბარებდნენ მიცვალებულებს – მაგრამ, ვინ არ იცის, რომ ძალა აღმართს ხნავს – გამარჯვებული არმია მშვიდობიან მოსახლეობას დაერია, აუპატიურებდნენ, ხოცავდნენ, ძარცვავდნენ ყველას და ყველაფერს. ძალადობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. გერმანელებსაც ჰყავდათ გმირები, რაც დღესაც კი ტაბუდადებული თემაა. მრავალ მაგალითს შორის ასეთებიც არის: თოთხმეტი წლის გოგონამ, რომელიც სკივრში იმალებოდა, მაგრამ რუსმა ჯარისკაცებმა მაინც შენიშნეს, გაუპატიურების დროს ისე ძლიერად ურტყა თავი კედელს, რომ მოძალადეებს გვამი შერჩათ ხელში და ვერ ისიამოვნეს; რესტორნის მზარეული ოლივერ ფრიდრიხი საბჭოთა ჯარისკაცებს არყით გაუმასპინძლდა, რომელიც ჯერ თავად მიირთვა, მომაკვდავი კი სიამოვნებით ადევნებდა თვალს მის მიერ საიქიოში გასტუმრებულ ათეულს. ხშირად იყო დემონსტრაციული თვითმკვლელობის ფაქტები – ადამიანები ქუჩაში, სახალხოდ იწვავდნენ თავს და მრავალი სხვა... გერმანიამ მტკივნეულად გადაიტანა კაპიტულაცია. სტალინმა ძალადობის შესაჩერებლად, რომელსაც თვითონვე წინასწარმეტყველებდა, ყველაფერი გააკეთა – სასწრაფო ზომები მიიღო, ზედიზედ რამდენიმე ბრძანება გამოსცა მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ქალაქის აღდგენითი სამუშაოების შესახებ, მოროდიორები კი სასტიკად დასაჯა.

P. S. ჰაინც ლინგემ სიკვდილამდე მოასწრო თავისი მემუარების გამოქვეყნება „სიკვდილამდე“ – 1980 წელი. ავტორი აღიარებს, რომ მას სიცოცხლეში ორჯერ გაუმართლა: ერთხელ, როცა ჰიტლერს საიდუმლო სამსახურმა მისი მოღალატეობის შესახებ მოახსენა – ფიურერის კალენდარი თვითმკვლელობის წინა დღეს ითვლიდა. საოცარია, მაგრამ ადოლფმა ისევ ის სიტყვები უთხრა, რაც ადრე: დაისვენე, შენ გერმანიის ერთგული ჯარისკაცი ხარ. მეორედ, როცა რაიხსტაგის აღების შემდეგ ბუნკერიდან გამოათრიეს და საბჭოთა უშიშროება დაკითხვებს უტარებდა. ლინგე იხსენებს, რომ მისთვის მოულოდნელად, დაბანეს, ნორმალურად ჩააცვეს და კომენდანტთან მიიყვანეს, რომელმაც განუმარტა, რომ მისი სიცოცხლე მისსავე საქციელზე იყო დამოკიდებული. რამდენიმე საათის შემდეგ, სპეციალურმა მანქანამ მოაკითხა და იმ ადგილას მიიყვანა, სადაც ჰიტლერის და ევა ბრაუნის დამწვარი სხეულები უნდა ყოფილიყო. გვამები ჰოსპიტალში გამოსაკვლევად გადაიტანეს. ისინი ნახევრად დამწვარი იყო. ადგილობრივმა საოკუპაციო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გვამები პირველი ხარისხის დონეზე დაეწვათ და მდინარე ოდერში ჩაეყარათ, ლინგე კი დაეხვრიტათ. ცხადია, ასეთ გადაწყვეტილებას სტალინის გარეშე სისრულეში ვერ მოიყვანდნენ. სწორადაც მოიქცნენ, რადგან გვამების შეურაცხყოფის თაობაზე ბელადმა კატეგორიული უარი განაცხადა და მათი ბერლინის გარეუბანში, რაზენოვში დაკრძალვა ბრძანა. ლინგესთან დაკავშირებით კი გენიალური გადაწყვეტილება მიიღო – ბერლინელია და ბერლინის საიდუმლო დაცვის გეგმა არ გასცა – დაისაჯოს, მაგრამ იცოცხლოსო. სამწუხაროდ, ადოლფს და ევას მაინც არ გაუმართლათ, საბჭოთა უშიშროების შეფმა, შოვინისტმა ანდროპოვმა, 1970 წელს საფლავები მაინც ამოათხრევინა – ნარჩენები ფერფლად აქციეს და ოდერში ჩაყარეს. ჰაინცმა 1980 წლამდე იცოცხლა და რა გასაკვირია, რომ ღრმა მოხუცებულობაში მყოფმა თავის მემუარებში დაწერა ორივე ბელადს მხოლოდ პატივს კი არ სცემს, ისინი უყვარს.


скачать dle 11.3