კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ „ბუქსაობს“ მოყინულ და მიწიან გზაზე დიზელზე მომუშავე ავტომობილები

პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე ამჯერად გვესაუბრება დიზელისძრავიანი ავტომობილების პრობლემებზე, რაც განსაკუთრებით ზამთარში, სიცივეში იჩენს თავს. ძალიან ბევრი მძღოლი, ეკონომიურობიდან გამომდინარე, აქცენტს სწორედ დიზელზე აკეთებს, თუმცა მისი ბევრი თვისება არ იცის.

მევლუდ მელაძე: დიზელზე მომუშავე ავტომობილები ცოტა ხნის წინ გახდა საქართველოში პოპულარული, თუმცა, უკვე მრავალი წელია, რაც ევროპაში მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ ასეთი მანქანები ჰყავს, რადგან, ჯერ ერთი, ის ეკონომიურია, რაც ევროპელისთვის მთავარი პრიორიტეტია და, თან, ძალიან იშვიათად ფუჭდება – ის, ასე ვთქვათ, თავის თავს უვლის. გარდა ამისა, დიზელი უფრო მეტად ცხიმიანია, ვიდრე ბენზინი და, შესაბამისად, უფრო იოლად ახდენს ძრავის დეტალების შიგნითვე დაზეთვას. მეორეც, თვითონ სისტემა ნაკლები დეტალებისგან შედგება და ძრავასაც ნაკლები დეტალები აქვს, რომლებიც ჯამში მის ფეთქებას უზრუნველყოფს, ანუ, არ საჭიროებს რაიმე დამატებით ელემენტებს, ელექტრულ ჩარევას იმისთვის, რომ ძრავამ ფეთქება მოახდინოს. ნაკლები რაოდენობის ნაწილები კი ნაკლებ თავსატეხს ნიშნავს. მესამე მიზეზია ის, რომ, დიზელი, როგორც უკვე ვთქვი, ევროპაში უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბენზინი. იყო მომენტები, როდესაც ჩვენთან დიზელი ბენზინზე ძვირიც გახდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯამში მაინც ეკონომიურია. ერთი და იმავე კუბატურის, ერთი და იმავე სიმძლავრის მქონე ძრავებს დიზელის შემთხვევაში გაცილებით ნაკლები საწვავი სჭირდება.

– დიზელზე ხშირად წუწუნებენ – ხმაურიანიაო, მანქანა ნელა იძვრება ადგილიდანო...

– დიზელის ავტომობილებს ეს მინუსები ჰქონდა: ხმაურიანი იყო, უფრო მეტად ძიგძიგებდა, აჩქარების დროს ნაკლებ სიმკვეთრეს ავლენდა, მაგრამ ეს თვისებები ძალიან ძველ დიზელის ძრავებს ჰქონდათ, თანამედროვე ავტომობილებში ამას ვერ ნახავთ. რაც შეეხება ნელ აჩქარებას, ეს, პირიქით, დიზელის ძრავების პლუსად მიმაჩნია, რადგან, რბილი აჩქარების დროს სავალ ნაწილებს დარტყმას არ ვაყენებთ და ის ნაკლებად ზიანდება. იქნება ეს მოყინული გზა, მიწიანი თუ სხვა, დიზელის ავტომობილი დაბალ ბრუნებზე ნაკლებად „ბუქსაობს” და უცებ მეტი გაზიც რომ მოგვივიდეს, ის იმხელა სიჩქარეს არ ავითარებს, რომ შესაძლოა, ავტომობილი ადგილიდან მოწყდეს და მართვა დავკარგოთ, ანუ, დიზელი კარგი სამართავია. თანამედროვე დიზელები ბენზინივით ხმაურობს, სულ ბოლო მოდელებს საერთოდ არ აქვთ ხმა. მაგრამ, ძრავისა და სისტემის დახვეწასთან ერთად, ის პირდაპირპროპორციულად გართულდა. დეტალურად შიგნით რა ხდება, აღარ მოვყვები, გეტყვით მხოლოდ, რომ ახალი დიზელები უფრო მეტ ყურადღებასა და მოვლას საჭიროებს და, რაც მთავარია, მაღალი ხარისხის საწვავს, მინიმუმ ევროდიზელს. მოიმატა სისტემაში კომპიუტერულმა ჩარევამაც იმისთვის, რომ ნაკლებს წვავდეს, კარგად მუშაობდეს, ხმა არ ჰქონდეს და სწრაფად ჩქარდებოდეს. თანამედროვე დიზელები იმდენად სწრაფია, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებზეც კი დაშვებულია. მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ კარგი საწვავი უნდა. ანუ, თუ პრეტენზია გვაქვს, რომ გვყავდეს თანამედროვე დიზელისძრავიანი და ხარჯში ეკონომია გავაკეთოთ, მინიმუმ ევროდიზელი მაინც უნდა ჩავასხათ.

– სერვისი იოლია?

– ასეთი სისტემით აღჭურვილი დიზელების სერვისი რთულია, ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, ძველი ტიპის დიზელები შევიძინოთ. ანუ, ახალი მანქანებიც გამოდის ძველი ტიპის ანუ მექანიკური სისტემის დიზელით, რომელსაც ძალიან იოლად გაუგებენ ჩვენი საწვავი სისტემის ხელოსნები.

– ამბობენ, დიზელი სიცივეში იყინებაო.

– მოდი, კონკრეტულად ვთქვათ, რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს დიზელს ზამთარში: არსებობს ზამთრისა და ზაფხულის დიზელი. ზამთრის დიზელი ზაფხულში არ გამოიყენება, რადგან ზაფხულის დიზელს სპეციალური მინარევები აქვს, რომელიც სიცხეშია საჭირო, მაგრამ სიცივეში, როგორც კი ტემპერატურა ნულს ჩასცდება, შეიძლება, ძალიან მარტივად გაიყინოს. თუ ვინმეს ჰყავს ავტომობილი, მსუბუქი იქნება ის თუ სატვირთო, რომელსაც იშვიათად იყენებს, არ უსხია ზამთრის დიზელი და ისე ჰყავს გაჩერებული, სიცივეში მისი დაძვრა არ შეიძლება. ვინაიდან ყინვები არ არის, ბენზინგასამართ სადგურებზეც არ არის ზამთრის დიზელი შემოტანილი. თუ ყინვები დადგა, ბაკში რომელი დიზელიცაა, ძალიან სწრაფად უნდა დავწვათ და ჩავასხათ ზამთრისთვის განკუთვნილი სპეციალური დიზელი. თუმცა, ძალიან ცივ ქვეყნებში ზამთრის დიზელიც არ შველის. ახლა ევროპაში ისეთი ყინვაა, რომ ძალიან ბევრი, ალბათ, გააჩერებდა ავტომობილს.


скачать dle 11.3