იტალიის ყველაზე ძვირად ღირებული უკანალი
პამელა კამასას, იტალიელ ლამაზმანებს შორის, ნამდვილად გამორჩეული ადგილი უკავია, რადგან იგი ყველაზე „ძვირად ღირებული“ უკანალის მფლობელია აპენინის ნახევარკუნძულზე. პროფესიით ბუღალტერი კამასა აქტიურად არის ჩართული იტალიურ შოუ-ბიზნესში – მონაწილეობს სხვადასხვა შოუებში, მოდელობს და მიუზიკლებშიც კი მღერის. ჩვენთვის ეს ლამაზმანი იმით არის სიანტერესო, რომ მას საკმაოდ ვნებიანი რომანი ჰქონდა „იუვენტუსის“ ფეხბურთელ ალბერტო აკვილანისთან. აკვილანი ინგლისური „ლივერპულის“ საკუთრებაა და წესით, ნისლიან ალბიონზე უნდა აგორებდეს ბურთს, მაგრამ, რადგან ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა იგი „იუვენტუსში“ გაანათხოვრეს. საინტერესოა, რომ კამასა აკვილანის ბრიტანეთში წასვლის გამო დაშორდა, ხოლო უკან მობრუნებულ ფეხბურთელს მოდელი აღარ შეურიგდა. ამჟამად კამასაც ბოიფრენდის ვაკანტური ადგილი თავისუფალია.