რომან აბრამოვიჩი სპონსორობისთვის მზადაა
ციურიხში, „ფიფას“ შტაბ-ბინაში ჯერ კიდევ არ იყო მიღებული გადაწყვეტილება, თუ სად გაიმართებოდა 2018 წლის „ფიფას“ მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში, რომ წინასწარ გაცხადდა, რუსეთის კანდიდატურის გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის მასპინძლობის სპონსორობას საკუთარ თავზე რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი აიღებდა. რუსეთის, როგორც გამარჯვებულის გამოცხადებისთანავე, ვლადიმირ პუტინმა ბრძანა, რომ ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარებაში ხარჯებს კერძო ბიზნესის წარმომადგენლები გაიღებდნენ და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ასეთ „კერძო ბიზნესმენად“ მისი გარემოცვის წევრი, რომან აბრამოვიჩი იგულისხმებოდა. სხვათა შორის, უკვე ცნობილია, რომ რუსეთს ჩემპიონატის მასპინძლობა დაახლოებით 50 მილიარდი ამერიკული დოლარი დაუჯდება.