კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საჭმელს ერთი ჭიქა ნატურალური წითელი ღვინო დააყოლეთ

გულის იშემიური დაავადების მთავარი მიზეზი სისხლში ქოლესტერინის შემცველობის მომატება და მაღალი არტერიული წნევაა. ჩვეულებრივ, თუ სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებელი მომატებულია, გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი ერთიორად იმატებს. რაც შეეხება წნევას, თუ მისი მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია, იშემიის განვითარების რისკიც მატულობს.

ადამიანების უმეტესობის რაციონში ნაჯერი ცხიმები საჭიროზე გაცილებით მეტია. ბევრს ჭარბი წონა აწუხებს, აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა. ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინის გამოსადევნად და არტერიული წნევის დასარეგულირებლად საჭიროა, ჭამოთ ჯანსაღი საკვები.

უნდა მიირთვათ საკვები, რომელიც ორგანიზმს მავნე ქოლესტერინისგან, შესაბამისად კი, სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან დაიცავს.

ჭამეთ გემრიელი საკვები და დააყოლეთ ერთი ჭიქა ნატურალური წითელი ღვინო. კერძი მცენარეული ზეთით მოამზადეთ. მასში შემავალი უჯერი ცხიმები ნაკლებად აზიანებს და ათეროსკლეროზისგან იცავს სისხლძარღვებს. მიირთვით მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტები, ხშირად კი – თევზი, რადგან ის გულს „უყვარს“. ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლოა: სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი და ზუთხი. დღის განმავლობაში ჭამეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული. ნურც პარკოსნებისგან მომზადებულ კერძებს დაივიწყებთ.

მთელი დღის განმავლობაში არ მიიღოთ ერთ ჩაის კოვზზე მეტი მარილი. დალიეთ ორ ლიტრამდე სითხე. საჭმლის მოსამზადებლად გამოიყენეთ მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნისა და სოიის ზეთი. მიირთვით ხიზილალა, უცხიმო ხორცი, ქათმის თეთრი ხორცი. არ გირჩევთ ღორისა და ცხვრის ხორცს; ასევე, იხვის ხორცის, სოსისის, შაშხის ხშირად ჭამას.

დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ცალი კვერცხის ცილა მიიღეთ, ასევე, ნაკლებად ცხიმიანი ხაჭო, ნადუღი, ყველი, მაწონი, კეფირი და იოგურტი. არ არის რეკომენდებული, აგრეთვე, ცხიმიანი რძე, არაჟანი, ნაღები და გუდის ყველი.

ჭამეთ ყველა სახის ხილი, გოგრა, მზესუმზირა, ნიგოზი, თხილი, ნუში, ზეთისხილი, ჭვავისა და ხორბლის პური, შვრია, წიწიბურა, მანანის ბურღული და ბრინჯის ფაფა.

მიირთვით ბოსტნეულით, ვერმიშელით, ბრინჯით, ყვავილოვანი კომბოსტოთი მომზადებული წვნიანები.

სვით მინერალური წყალი, ხილის წვენები, ჩაი, დაბალკალორიული ლუდი და დაბალი კოფეინის შემცველი ყავა.


скачать dle 11.3