კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორც აღმოჩნდა, ჩემი მეუღლე ბავშვობაში გრიგორიანულ ტაძარში ყოფილა მონათლული, ჯვარი კი მართლმადიდებლურ ეკლესიაში დავიწერეთ. ვითვლებით თუ არა ჯვარდაწერილებად და როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: რადგან ჯვარი მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერეთ, ჯვრისწერის საიდუმლო აღსრულებულად ითვლება, თქვენი ქორწინება უფლისგან არის ნაკურთხი, მაგრამ თქვენი მეუღლე აუცილებლად უნდა მივიდეს მართლმადიდებელ მოძღვართან და უამბოს თავისი ნათლობის შესახებ. მოძღვარი მას მართლმადიდებლურად მონათლავს.

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი, რომელსაც ბერად შედგომა სურს, მაგრამ ჰყავს მეუღლე და შვილები?

პასუხი: ეკლესიური კანონმდებლობით, ბერად შედგომის უფლება მამაკაცს ენიჭება მეუღლის თანხმობის შედეგად. ამისთანავე, ის ოჯახში უნდა დარჩეს, სანამ მისი შვილები ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ. შემდგომ გზას უფალი თავად მიანიშნებს.

კითხვა: ძალიან მინდა, ეკლესიურად ვიცხოვრო და მოძღვარს ვუთხრა აღსარება, მაგრამ ჩემი მეუღლე ამის წინააღმდეგია, მემუქრება, თუ ამას იზამ, გაგეყრებიო. როგორ მოვიქცე?

პასუხი: დაფიქრდით იმაზე, შემთხვევით თქვენ ხომ არ ხართ დამნაშავე ქმრის ამგვარ დამოკიდებულებაში? პავლე მოციქული მოგვიწოდებს ცოლსა და ქმარს შორის თანხმობისკენ თვით სარწმუნოებრივი სხვადასხვაობის დროსაც კი, რათა დროთა განმავლობაში ქრისტიანმა მოაქციოს თავისი მეუღლე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამიტომ მუდმივად ეცადეთ, ტკბილი სიტყვით და გონივრული შეგონებით გადაალახვინოთ მეუღლეს სარწმუნოების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.

კითხვა: იმდენად მივეჩვიე ლოცვას, გამუდმებით ვლოცულობ – შინ, ხატების წინ, გზაში, მგზავრობისას, სამსახურში, სტუმრად ყოფნისას. ხომ არ ვცოდავ ამით, ეს ხომ არ არის უფლის სახელის „ამაოსა ზედა“ ხსენების ტოლფასი?

პასუხი: შეიძლება, ლოცვის მოთხოვნილება, ადამიანს ნებისმიერ მდგომარეობაში გაუჩნდეს. როცა არ უნდა გაგიჩნდეთ ლოცვის სურვილი, არ უნდა დატოვოთ ის დაუკმაყოფილებელი. თუმცა, ცხადია, ხატებთან, განმარტოებით ლოცვას სხვა მადლი აქვს.

კითხვა: გთხოვთ გვიპასუხოთ, ხსნილია თუ არა შობის მარხვა თევზით?

პასუხი: შობის მარხვის დროს თევზის მირთმევა შეგიძლიათ 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა. ასევე, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, ყოველ ახალ წელს, პირველ იანვარს, კურთხევას აძლევს თავის სამწყსოს თევზის მიღებაზე.


скачать dle 11.3