კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ჩავიდა სპეციალურად მილანიდან ავთანდილის პარიზულ ჩვენებაზე და როგორ ზრუნავენ მის ფიარზე „დისქვარდისა“ და „კასადეის“ სააგენტოები

ავთანდილი პარიზშიც აღიარეს! – ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯია თანამედროვე ქართული მოდის ისტორიაში, თან ისე, რომ დიზაინერს არ უცხოვრია უცხოეთში, არ უმუშავია რომელიმე ცნობილ მოდის სახლში და არ დაუწყია კარიერია მოდის დედაქალაქებში. ის თავიდანვე ქართველი დიზაინერი იყო, ქართული მოდის სახლით და წარმატებასაც, როგორც ქართულმა ტოპ-ბრენდმა, ისე მიაღწია. ავთანდილი თავად გვიყვება პარიზული ჩვენების შესახებ.

ავთო ცქვიტინიძე: ეს ჩვენება იმ კამპანიის დასაწყისია, რომელზეც ჩვენ წინა ინტერვიუში ვსაუბრობდით. დაიწყო ბრენდ „ავთანდილის“ ფიარი ევროპის ბაზარზე. პარიზში ჩვენება სასტუმრო „ბრისტოლის“ მიწვევით გაიმართა, სადაც მთელ საორგანიზაციო საკითხებს ის სააგენტო აგვარებდა, რომელიც ჩემს ფიარს ეწევა და, პარალელურად, ისეთი ცნობილი დიზაინერებით არის დაკავებული, როგორებიც არიან: „დისქვარდი“, „კასადეი“ და სხვები.

ჩვენება შედგა „ბრისტოლში“ – ეს არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ამავე სასტუმროში წინა თვეში გაკეთდა „უნგაროს“, მანამდე კი – „დონატელა ვერსაჩეს“ ჩვენება. ეს არის ეგრეთ წოდებული ვიპ-საზოგადოებისთვის, პრესისთვის გამართული დახურული ჩვენება, შედარებით კამერულ სივრცეში. ამ შემთხვევაში ეს იყო ახალი დიზაინერის წარდგენა გლამურული მოდის ჟურნალებისა და „ბაერებისთვის“. არსებობს ასეთი – „ემსი 2“ – „ბაერების“, შემსყიდველების ჯგუფი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მუშაობს. ჩემს ჩვენებასაც ესწრებოდნენ მისი წარმომადგენლები და დავიწყეთ კიდეც მუშაობა, ვნახოთ რა იქნება. ყველა კარტის გახსნაც, სიმართლე გითხრათ, არ მინდა (იცინის). ცოტა ვნერვიულობ და ცოტა მეშინია კიდეც, მაგრამ, ვიცი, რომ ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, ძირეულად გარდამტეხი.

– რას ელოდი და რა დაგხვდა?

– ველოდი, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ შოუს, სერიოზული ხალხით. თან, ეს ყველაფერი დაემთხვა შაბათ დღეს, რომელიც ფრანგებისთვის წმიდათაწმიდაა და, როდესაც შაბათს მოვიდა ჟურნალისტებისა და „ბაერების“ სრული სპექტრი, ანუ, ყველა ის ადამიანი, ვინც უნდა მოსულიყო, ეს ჩემთვისაც და ორგანიზატორებისთვისაც სრული შოკი იყო.

– რა გაკეთდა იმისთვის, რომ ამხელა ინტერესი გაჩნდა შენი შოუს მიმართ?

– რა თქმა უნდა, მანამდე ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა, ყველანი გაეცნენ ჩემს კოლექციებს. მაგრამ, მაინც მგონია, რომ ეს კიევისა და მოსკოვის კვირეულების ლოგიკური შედეგი იყო. მაქვს ჩემი ისტორია, საკმაოდ სტაბილური და საინტერესო. სერიოზული კომპანიები 30 წლამდე ასაკის დიზაინერებს ხელს არც კი ჰკიდებენ. დიზაინერი უნდა იყოს უკვე ჩამოყალიბებული, შემდგარი, თავისი განსაკუთრებული, განსხვავებული ხელწერით. როცა არის პროფესიონალი, მასთან მუშაობა საინტერესოა.

– იყო კიევი, მოსკოვი... რას შეადარებ პარიზულ გარემოს?

– ამ ჩვენებას ვერაფერს შევადარებ, რადგან სულ სხვა ტიპის იყო. ეს არ იყო „რანვეი შოუ“, ანუ ჩვენება ხელოვნურად აგებულ დიდ პოდიუმზე, უამრავი ხალხით. ფოტოებიდან მიხვდებით, რა ტიპის შოუ გამოვიდა და, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენთ, ის რა ხალხისთვის გაკეთდა. ჩემთვისაც კი წარმოუდგენელი იყო ეს. შეიძლება გალიანოსთვის ან ვერსაჩესთვის ეს არ იყოს გასაკვირი, რადგან მათ შოუებზე ამ ადამიანების დასწრება ტრადიციაა, მაგრამ ავთანდილი ამას არ ელოდა. ჩემთვის ეს სრული შოკი იყო. ასეთ დაბნეულ ინტერვიუებს მგონი კარიერის დასაწყისშიც არ ვაძლევდი (იცინის). გაოგნებული ვიყავი. იყვნენ „ვოგის“, „ელის“, „ოფისიელის“ და კიდევ სხვა ბევრი წონიანი ჟურნალის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან მოდას, ქმნიან სახელებს. უკვე ვიწყებთ სერიოზულ კამპანიას, რომელსაც ბევრი კონკრეტული, ძალიან მასშტაბური ნაბიჯი მოჰყვება.

– ამას, ალბათ, მოჰყვება უკვე იმიჯები „ვოგში“ და „ოფისიელში“, სადაც ეწერება: „ბალმაინის“ შარვალი, „ავთანდილის“ პერანგი...

– ზუსტად (იცინის). წამყვანი ჟურნალების სტილისტები ადგენენ ტენდენციებს, სადაც წამყვანი დიზაინერების კოლექციებიდან დგება უკვე იმიჯი, რომელთა მიხედვითაც უკვე იცვამენ გემოვნებიანი ქალბატონები. „მაკქუინის“ პიჯაკი, „პრადას“ ფეხსაცმელი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არ არის შემოთავაზების დონეზე, უკვე კონკრეტულად განიხილება ამისთვის პირველი ნაბიჯები. სიმართლე გითხრათ, საქართველოში იმდენი რამ გავაკეთე და ვაკეთებ, რომ იგივე კიევის, მოსკოვის, ალმა-ატის კვირეულები, ნიუ-იორკისა თუ დუბაის შოუ-რუმები ჩემთვის უკვე ერთ ადგილზე სიარულია. პატივი მხვდა, რომ ქართული მოდის კვირეული გამეხსნა ულამაზეს ადგილას და ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულოა. მადლიერი ვარ ქართული პრესის, საზოგადოების, ხალხის, მაგრამ ჩემთვის მსგავსი ნაბიჯი უკვე მნიშვნელოვანი იყო და, თან, არა როგორც დამწყები დიზაინერის ამპლუაში. მინდოდა, იქამდე მივსულიყავი, რომ სერიოზული სივით გადავსულიყავი მეორე და, მგონი, ჩემი კარიერის ყველაზე მაღალ ეტაპზე, რომელიც კიდევ ბევრ პატარა საფეხურს მოიცავს.

– როგორც ვიცი, პირველი დიზაინერი ხარ, ვინც პარიზში ჩვენება გამართა.

– დიახ, და ამას იქ დამსწრე საზოგადოებაც აღნიშნავდა. იქ იყვნენ ჩემი ქართველი გულშემატკივრებიც, ოჯახის წევრები, მეგობრები; იქ იყვნენ მაკა მეტრეველი, სოფო ჭყონია; მილანიდან ჩამოვიდა ანუკა არეშიძე და ძალიან გამახარა. საოცარი ატმოსფერო იყო თვითონ შიგნითაც: ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, თითო მოდელს ჰქონდა თავისი მაგიდა, ჩაი, ყავა, ყველა „ლუქის“ ფოტო, რას იცვამდა, რის შემდეგ რა უნდა გაეკეთებინა; თითოეულს ჰყავდა თავისი დამხმარე. თან, ეს ყველაფერი მოქცეული იყო უზარმაზარ სივრცეში. „ბრისტოლის“ ფლორისტებმა წინასწარ ნახეს „ლუქები“, წინა დღეს დაათვალიერეს კოლექცია და ამის მიხედვით შექმნეს ყვავილების საოცარი დეკორი. „ბრისტოლის“ შემოსასვლელში, კოლექციის ფერებში, ყვავილების ცალკე კომპოზიციები იყო აწყობილი. თვითონ ჩვენებას ერქვა „ჩაი ავთანდილთან“. ვიპ-სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო თორმეტი სახეობის ჩაი და სპეციალურად გაკეთდა „ავთანდილის“ პატარა ქეიქები“ – ნამცხვრები, რომლებიც ასევე კოლექციის ფერებში იყო გადაწყვეტილი. ეს ნამცხვრები უკვე „ბრისტოლის“ ვებ-გვერდზე „უნგაროს“, „ვერსაჩეს“, „ფერაგამოსა“ და სხვა ამ დონის დიზაინერების ნამცხვრების გვერდით დაიდება. „ბრისტოლის“ ისტორიაში „ავთანდილის“ ნამცხვრებიც შევა (იცინის). საერთო აურა შეიქმნა – „ავთანდილის“ აურა, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.

– კოლექცია სტუმრების თითქმის სრულ შემადგენლობას ნანახი ჰქონდა, მაგრამ ეფექტი, ალბათ, მაინც იყო.

– ეფექტი იყო საოცარი. ისეთ კომენტარებს აძლევდნენ ჟურნალისტებს, რომ თავად ვიყავი გაოცებული. თითქოს კოლექციაც „ბრისტოლისთვის“ შეიქმნა. ეს იყო არისტოკრატი, მდიდრული, პომპეზური ქალი, რომელიც, ამავდროულად კლასიკური იყო. ჩვენება კლასიკური მუსიკის თანხლებით მიდიოდა და საოცრად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე. ასეთი იყო შეფასებები. ახალი სახელის მიმართ ყოველთვის კრიტიკულები არიან ხოლმე. ეს კრიტიკა ჩემს მიმართ არ იყო და ამისთვის მადლიერი ვარ. ამ ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანისგან ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე. იცი რა, ამ ბოლო დროს ვფიქრობდი, რომ ცოტა დიდი რაოდენობით ხომ არ არის „ავთანდილი“-მეთქი – ყველა გადაცემაში, ჟურნალში, ინტერვიუები, გადაღებები... მაგრამ, იქ მივხვდი, რომ – არა. ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა. ზუსტად იმ ადგილას ვარ, რა ადგილასაც უნდა იყოს საქართველოში ჩემი რანგისა და სტატუსის დიზაინერი. კიდევ, ძალიან ბევრი შრომაა იმისთვის საჭირო, რომ, თუნდაც, „ავთანდილს“ შეედარო და ის გააკრიტიკო (იცინის).

– დისტანციურად როგორ უნდა იმუშაო?

– შევქმნი კოლექციებს, სისტემატურად ჩავალ პარიზში, განვიხილავთ ამ კოლექციებს, დავადგენთ კომერციულ, ფიარის განხრას – ცალკე, ქსოვილების ფაქტურებს, შერჩევას, ესკიზებს... სერიოზული სამუშაოა, რომელიც ჩემგან ორმაგ დატვირთვას მოითხოვს. ხომ ისედაც „ტრუდაგოლიკი“ ვარ და, ახლა, მგონი, ჩემი შრომისუნარიანობა უნდა გავასამმაგო. მაგრამ, ამას კი არ გავუძლებ, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ და კიდევ უფრო მეტს ვიშრომებ დახვეწისთვის.


скачать dle 11.3