კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხდება კანადაში გიო გოდეტის სახლში მოწყობილ „პრივატ-ფართებზე“, რომელზეც კანადური ბომონდი და ჰოლივუდელი სტუმრები იყრიან თავს

ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს კანადაში მოღვაწე ქართველ დიზაინერს – გიო გოდეტს, რომელიც თავის კოლექციას საქართველოში ქმნის და საკუთარი კომპანიაც – „გოდე“, სწორედ საქართველოში დაარეგისტრირა. „მეიდ ინ ჯორჯია“ – ასე აწერია მის ახალი ტექნოლოგიებით შექმნილ თექის, ბეწვის კოსტიუმებს, პალტოებს, კაბებს, რომლებსაც კანადაში უკვე ბევრი ძალიან ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანი იცვამს.

გიო გოდეტი: ყოველთვის, სამი თვით ადრე თბილისში ვაკეთებ კოლექციას. შემდეგ უკვე ტორონტოს „ფეშენ“ კვირეულამდე ორი თვით ადრე, ხდება მისი წარდგენა „ბაერებისთვის“ და მერე უკვე „ფეშენ” კვირეულზეა მისი პრეზენტაცია. ჩემი თბილისში ჩამოსვლა და კოლექციაზე მუშაობა, დაემთხვა თბილისი „ფეშენ-ვიქს”, მიმიწვიეს და რა თქმა უნდა, წავედი. თაკო ჩხეიძე ძალიან საყვარელი ადამიანი ყოფილა, ასევე ირინა ყაჭეიშვილიც ძალიან კარგი ადამიანია. საერთოდ, ამ კვირეულის ორგანიზატორების საქმიანობა დასაფასებელია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული. შეიძლება, ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩატარდეს თბილისი „ფეშენ-ვიქი”, ისევე, როგორც ტარდება პარიზის „ფეშენ-ვიქი”, ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქი”. ეს ეხმარება ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერების წარმოჩენას. დამწყები დიზაინერისთვის ეს დიდი ბიძგია.

– რა წესების დაცვა გიწევს, როდესაც ტორონტოს „ფეშენ-ვიქში” იღებ მონაწილეობას?

– ძალიან ბევრი წესია. მაგალითად, როდესაც ტორონტოს „ფეშენ-ვიქზე” გავდივარ, ორგანიზატორებს აუცილებლად უნდა წარვუდგინო ჩემი ბიზნესგეგმა. ასევე, ყოველ წელს უნდა ვაჩვენო, რომ მე გავყიდე ამდენი და ამდენი სამოსი. ჩემი კლიენტებისგან წერილი უნდა მივიტანო, რომ შეკვეთა „ხუთიანზე” შევასრულე და ისინი პასუხისმგებლობას იღებენ ადგილობრივი თუ მოწვეული „ბაერების“ წინაშე, რომ კომპანია, რომელიც პოდიუმზე გაივლის, არის სანდო. მიუხედვად იმისა, რომ ორჯერ უკვე მივიღე „ფეშენ-ვიქში” მონაწილეობა, ხარისხს აუცილებლად აკონტროლებენ. მე იმიტომ მიმაქვს ადრე კოსტიუმები, რომ რეგისტრაცია გავიარო და ყველა კოსტიუმი მზად იყოს ესკიზისა და ქსოვილების ნიმუშების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ გიცნობენ, სულ გიმოწმებენ ხარისხს, თუ როგორ გაქვს დამუშავებული ყველაფერი, რომ მათი იმიჯი არ შერცხვეს. გიმოწმებენ, ასევე, იდეას, რომელსაც წინასწარ წერ. ამ მოთხოვნებს თუ არ აკმაყოფილებ, ვინც გინდა იყო, ვერ მიიღებ მონაწილეობას.

– როგორი იქნება შენი ახალი კოლექცია?

– ეს არის 2011-2012 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომლის პრეზენტაცია მარტში იქნება. წარმოვადგენ თექის ახალ ტექნოლოგიას, დათვის, მგლის, მელიის ბეწვს. წარვადგენ ანგორას მიქსთან, გამოვიტან ბეწვს, ტყავს. ეს იქნება უფრო აგრესიული კოლექცია, რადგან შთაგონების წყარო იყო ნავთობი და ეკოლოგიური კატასტროფა. ბევრი მაზუთი იქნება, მავთულები, ბევრი შავი რკინა. შეიძლება, მოდელებიც მაზუთიანები იყვნენ და ეკოლოგიური კატასტროფის საპირისპირო ბევრ ფერს შევიტან.

– ალბათ, ძალიან განსხვავდება შენი თბილისური ცხოვრება, კანადურისგან?

– თბილისში მისიაზე ჩამოსულად ვგრძნობ თავს, აქ სამუშაოდ ჩამოვდივარ, მაგრამ ისე გარბის დრო, რომ გონს მოსვლასაც ვერ ვასწრებ. კანადაში რომ ჩავდივარ, უკვე ვიწყებ კოლექციის მარკეტინგზე, პრომოუშენზე სირბილს, მაგრამ იქ უფრო სუფთა გარემოში მიწევს მუშაობა. თბილისში შემიძლია, სვიტრი გადავიცვა, გავვარდე, ისე, რომ თმა არ დავივარცხნო, სახელოსნოში ვარ მთელი დღე, მაინც არავინ მიყურებს. იქ ყოველთვის ფორმაში უნდა ვიყო, რადგან იქ უკვე იმიჯი იყიდება. კანადაში ძირითადად, მარკეტინგზე ვმუშაობ, საჭირო ხალხს ვეცნობი, ვუახლოვდები, ბიზნესკონტაქტებს ვეძებ. ჩვენი საზოგადოებისგან განსხვავებით, იქ ხალხი ურთიერთობებში უფრო გახსნილია. პოპულარული ხარ თუ არა, ეს არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ იმ წუთას როგორი ხარ და აქედან იწყება ყველაფერი. მათ შენი პროფესიონალური წარმატებები, მიღწევები ადამიანებთან ურთიერთობაში არ გადმოაქვთ. არ შეგპირდებიან, თუ არ უნდათ რამის გაკეთება. თუ შეგპირდებიან – მაშინ აუცილებლად გააკეთებენ. კანადაში ძალიან ბევრ „ფეისს“ ვერ ვცნობ სახეზე. მაგრამ, ისეთი სანაცნობო წრე მყავს, როდესაც მათთან რაიმე ღონისძიებაზე მივდივარ, შეიძლება, უცებ ვინმე ძალიან ცნობილი ადამიანების წრეში აღმოვჩნდე. ესენი არიან ტორონტოს სახეები – „თივი სტარები“, ცნობილი ჟურნალისტები, დიზაინერები, ასევე „სოშალაისტები“. „სოშალაისტი“ არის ადამიანი, რომელიც ყველას იცნობს, ყველა ფართიზე დადის, ხშირად მართავს სახლში ელიტურ ფართებს. ასეთები კანადაში ბევრნი არიან და მათი გაცნობა ხშირად მიწევს. ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, ახლა შენ იცი, ვის ელაპარაკებოდიო, სახელსა და გვარს რომ მეტყვიან, მაინც არ ვარ აზრზე. მერე მივდივარ და ინტერნეტში ვიგებ, ვინ ყოფილა და თან, თურმე, პალტო ან კაბა უნდა შევუკერო. ისინი მცნობენ იმიტომ, რომ ყოველთვის ესწრებიან „ფეშენ-ვიქს”, თან ჩემი შოუები განსხვავებულია და კარგად ამახსოვრდებათ. ჩემთვის მთავარია, რომ არსებობენ, ცნობილნი, ასევე არაცნობილნი, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჩაიცვან „გოდეს“ პალტო, პიჯაკი, ან პირადად მე გავუკეთო დიზაინი. ის მომენტი, რომ უცხოელ დიზაინერთან იცვამენ, ძალიან მოსწონთ. ჩვენთან ხომ გიჟდებიან უცხოელ დიზაინერებზე, იქ უარესად გიჟდებიან.

– როგორც ვიცი, ცნობილ დიზაინერებთანაც მეგობრობ, მათ შორის „დისქვარდის“ ტყუპებთან.

– კი, ბევრ დიზაინერთან ვმეგობრობ. ისინი ძალიან უშუალოები არიან. ხშირად მოდიან ჩემს „პრივატ-ფართებზე“, რომელსაც სახლში ვმართავ, მხარს მიჭერენ. აგრესია არავის გასჩენია, რომ „ფეშენ-ვიქი” ვიღაც გადამთიელმა გახსნა, პირიქით, ბევრი დამიკავშირდა, თუ რამე დაგჭირდება, მზად ვართო. იმდენად უშუალოები არიან, რომ მეც ამ მუხტით ჩამოვედი თბილისში და ნაკლები მივიღე. ტყუპები გავიცანი ზაფხულში, ერთ ფართიზე შევხვდი, ბევრი საერთო ენა გამოვნახეთ. მათ საერთაშორისო ბაზარზე გააქვთ კანადური ბრენდი. „გოდე“ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბრენდია, კანადელები მიიჩნევენ, რომ ის ნახევრად კანადურია და უხარიათ, რომ კიდევ ერთი კანადური კომპანიაა საერთაშორისო ბაზარზე. ამან უფრო გამოიწვია ჩემი და „დისქვარდის“ დაახლოება, საერთო გეგმებზეც ვიმსჯელეთ. ეს არ იყო ერთჯერადი შეხვედრა, კიდევ შევხვდით და მოვილაპარაკეთ მნიშვნელოვან საკითხზე. ტორონტოს ფეშენ კვირეული მარტში უნდა დაიხუროს წითელი კაბების აღლუმით. ეს არის მკერდის კიბოს მხარდამჭერი აქცია, რომელშიც ყოველ წელს სხვადასხვა დიზაინერები მონაწილეობენ. „დისქვარდს“ უნდა, რომ წითელი კაბები გააკეთოს და ჩვენ რაღაც დეტალები დავამატოთ, ორი კომპანია გაერთიანდეს. ეს იქნება „გოდესთვის“, კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ამ სფეროში. ტყუპები ძალიან უშუალო ადამიანები არიან. გართობაც იციან, ცეკვაც და ყველაფერი. ტორონტოს ერთ-ერთ კლუბში ყოფნის დროს, ღამის სამ საათზე გამოვედით გარეთ და შუა ქუჩაში პოდიუმი გავმართეთ, ოღონდ ძალიან მთვრალები ვიყავით. ტროტუარი გამოვიყენეთ პოდიუმად, ერთი ბიჭი დავაყენეთ ბოლოში, მეორე – თავში, გავიხადეთ ფეხზე და დავიწყეთ სიარული – ვინ აჯობებდა. მე მაინც თბილისში გავიზარდე, ამიტომ სიარულში მათ მაჯობეს. ეტყობა, ამ მხრივ, მათ უფრო მეტი გამოცდილება აქვთ. ხალხს საერთოდ არ მოუქცევია ყურადღება, მარტო ჩინელები მოვიდნენ, კამერები ამოიღეს და იღებდნენ.

– როგორია სახლში მოწყობილი შენი ელიტური ფართები?

– ამას უფრო მარკეტინგული დანიშნულება აქვს. ეს არის კანადური საზოგადოების გაცნობა. თვეში ერთხელ მეორე შაბათს ვაწყობ სალონური ტიპის საღამოს – „ვაშ სალონს“, ეს არის „არტ-ივენთი”, სადაც ვიწვევ ორ ახალ ფოტოგრაფს, ორ ახალ მუსიკოსს, ორ მხატვარს, ორ მწერალს. პროგრამა დგება, ვიწვევ შესაბამის ხალხს და 7 საათიდან 12 საათამდე ხდება პრეზენტაცია წიგნის, სიმღერის, ფოტოსი, ნახატის. ძალიან მინდა, კანადაში გავაკეთო ქართული სახლი, სადაც მოვიწვევ ქართველ მწერლებს, ფოტოგრაფებს, მხატვრებს, მუსიკოსებს.

– ვინ არიან შენი სალონის სტუმრები?

– ტორონტოში ცნობილი სახეები, ჟურნალების რედაქტორები, ჟურნალისტები, შეძლებული ხალხი. 8 თვეა, ამას ვაკეთებ და უკვე გამომიჩნდნენ სპონსორები. ადგილობრივ კომპანიებს ლიცენზიის ქვეშ შემოაქვთ ალკოჰოლი, კანადური ღვინო, ლუდი, რესტორნებში მენიუს გვთავაზობენ. ძალიან მინდა, ქართული ღვინო, შამპანური შევიტანო. მეგობრული „ივენთები“ რადიკალურად განსხვავებულია. ტორონტოში, როდესაც საერთაშორისო ფილმების ფესტივალი ჩაატარეს, ორი დღით ადრე გავაკეთე „ივენთი“. ჰოლივუდიდან მოვიწვიეთ სტუმრები, მოვიდნენ ცნობილი სახეები. მათ ურჩევნიათ, სანდო პირობებში კარგად გაერთონ, პაპარაცების, ზედმეტი თვალის გარეშე. მე მყავს ნაცნობები, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. ადგილობრივი ბომონდი, დიჯეი, გართობა და პაპარაცები კი არასდროს არიან, ყველაფერი კულისებში ხდება.

– ასეთ ფართებზე ქართული კერძებიც არის?

– საქართველოდან სულ მიმაქვს სულგუნი, მინდა პოპულარიზაცია გავუკეთო. იმედი მაქვს, რომ ქართული სულგუნი მოხვდება მსოფლიო ყველის მენიუში. სპეციფიკური ყველია და მიკვირს, რომ ის მსოფლიო ბაზარზე არ არის გასული. სოკო შამპინიონში ვდებ შებოლილ სულგუნს, აერღუმელში 10 წუთი ვაცხობ და ჩხირებით მიირთმევენ, თან მეკითხებიან, რა ყველიაო. მე სულ ვეუბნები – კონტრაბანდულია-მეთქი და უფრო ეგემრიელებათ.


скачать dle 11.3