კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჰგონიათ ინგა გრიგოლიას შვილი მკაცრი და თავში ავარდნილი და აღწევს თუ არა ის ყოველთვის დასახულ მიზანს

მარიამ ჭითანავა: მინდა, პროკურორი გავხდე. სხვათა შორის, დღეს იმიტირებულ სასამართლოზე მოსამართლე ვიყავი. ეს საქმეც ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩემი მიზანია, ერთ-ერთი საუკეთესო პროკურორი გამოვიდე, თუ გენპროკურორი გავხდები, ამაზე კარგი რა არის?!

– ბევრს ჰგონია, რომ ძალიან მკაცრი ხარ. რეალურად როგორი ხარ?

– ვიღაცას მკაცრი ვგონივარ, ვიღაცას თავში ავარდნილი, მაგრამ არ მესმის, რატომ, ან რა უნდა მქონდეს თავში ავარდნილი. არ ვარ ასეთი, უბრალოდ, ყველასთან ერთნაირი ვერ იქნები და პირველივე შეხვედრაზე ვერ გაუღიმებ. შეიძლება ითქვას, რომ მკაცრი ვარ, მაგრამ გააჩნია ვისთვის.

– როგორია შენი ცხოვრების სტილი?

– ამჟამად ძალიან აქტიური ცხოვრება მაქვს. ჩემი უნივერსიტეტი სასწავლებლად ერთი წლით ათენში მგზავნის. ათენში რომ წავიდე, „ტოეფილი“ უნდა ჩავაბარო. თუ ეს ვერ ჩავაბარე, ესე იგი, სამი წელი ტყუილად ვისწავლე. სწავლა საღამოს 10 საათზე მიმთავრდება. შემდეგ ვცდილობ, ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარო ყოველი საღამო, რადგან ისინი ძალიან მენატრებიან. ყოველთვის კლუბში დავდივარ-მეთქი, რომ ვთქვა, არა, რადგან ამისთვის დრო მართლა არ მაქვს. ჩვენ, უბრალოდ, ვცდილობთ ერთად ვიყოთ და ვიკრიბებით ხოლმე.

– შეგიძლია, ამოიცნო როდის არიან ადამიანები შენს მიმართ გულახდილები და როდის არა?

– თითქმის ყოველთვის ვხვდები, ადამიანი როგორ არის ჩემს მიმართ განწყობილი. სხვათა შორის, უნივერსიტეტში იურიდიულ ფსიქოლოგიას მასწავლიდნენ, შედეგად, ვისწავლე ადამიანის ამოცნობა სხვადასხვა მოძრაობითა და ჟესტიკულაციით. ვხვდები, ადამიანები როდის არიან ჩემს მიმართ გულახდილები, როდის ან რისთვის მეგობრობენ ჩემთან, არიან რეალურად ჩემი ნამდვილი მეგობრები თუ არა. ამის გარჩევა მარტივად შემიძლია. საერთოდ ცუდი და ბოროტი ადამიანი არ ვარ. ვიღაცამ სიბოროტე რომ გამიკეთოს, შეიძლება, აფექტის მდგომარეობაში რაღაც ვთქვა, ამას გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ რეალურად, არ შემიძლია, მეც იგივე გავუკეთო. პირდაპირ არა, მაგრამ ვცდილობ, ასეთ ადამიანს დროთა განმავლობაში ჩამოვშორდე და აღარ ვიმეგობრო მასთან. ან თუ შევამჩნიე, რომ ვინმე ჩემს მიმართ მართლა ცუდადაა განწყობილი, მაშინვე ვეტყვი, რომ ჩვენს შორის არანაირი ურთიერთობა აღარ არის და აღარც მისი მეგობარი ვარ. ჩემი აზრით, უმჯობესია, ერთი მეგობარი გყავდეს და კარგი, ვიდრე ბევრი და დარწმუნებული არ იყო მათში.

– ხშირად მსმენია საქმიანი მშობლებისგან, რომ მათ საკუთარი შვილებისთვის დრო ნაკლებად რჩებათ, რასაც განიცდიან. ალბათ, შენც ცოტა დროს ატარებდი ინგასთან, რადგან ის წლების განმავლობაში აქტიური ჟურნალისტი იყო.

– მე ბებიამ გამზარდა. მგონი უკვე 11 თუ 12 წელი გავიდა, რაც ინგა ტელევიზიაშია. მთელი ბავშვობა ინგას ერთი საათით ვნახულობდი, ღამით, ან დილით, სკოლაში წასვლის წინ. ვაკოცებდი და მივდიოდი. პატარა რომ ვიყავი, მიჭირდა დედას ხშირად რომ ვერ ვხედავდი, მაგრამ ახლა ვხვდები, ინგას ეს რომ არ გაეკეთებინა, ამდენს ვერ მიაღწევდა. დღეს ძალიან მიხარია ასე რომ იყო, რადგან ვისწავლე დამოუკიდებელი ცხოვრება, რაც ჩემი აზრით, ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დედაჩემი ყოველთვის იმას მეუბნება, ყველაფერს შენით უნდა მიაღწიო, ყოველთვის ინგა არ გეყოლებაო. ასე რომ, მისი დაკავებული ცხოვრება მე თვითონაც გამომადგა. რაც პოლიტიკაში წავიდა, უფრო ვეღარ ვხედავ სახლში, რადგან სულ საკრებულოშია.

– როგორც ვიცი, დედა-შვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ.

– კი. არ არსებობს, მე და ინგამ ერთმანეთს რამე დავუმალოთ. ერთმანეთს აბსოლუტურად ყველაფერს ვუყვებით.

– მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში ინგამ აღნიშნა, რომ ვინც მარიამს მოეწონება, მეც აუცილებლად უნდა მომეწონოს, სხვანაირად არ გამოვაო.

– ასე ხუმრობს ხოლმე, მაგრამ ასე არ არის. რა თქმა უნდა, დედის აზრი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, განსაკუთრებით, პირად ცხოვრებაში. მის აზრს ყოველთვის გავითვალისწინებ, მაგრამ გააჩნია, რას იტყვის (იცინის).

– ცოტა ხნის წინ გავიგე, მარიამი შეყვარებულიაო, მაგრამ ისეთი პიროვნება დაასახელეს, ვერ დავიჯერე...

– ლევან ჯიბლაძე? ეს მეც გავიგე, რაზეც გამეცინა. ლევანი ფანტასტიკური ადამიანია, ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. შეიძლება, ვიღაცას უნდა, ასე რომ იყოს და ის ლაპარაკობს ამის შესახებ, მაგრამ ტყუილია. შეყვარებული მართლა არ მყავს, მით უმეტეს, ლევან ჯიბლაძე ჩემი შეყვარებული ნამდვილად არ არის.

– მკაცრი და მომთხოვნი ხარ მამაკაცების მიმართ?

– კი. თუ მიყვარს, სრულიად სხვანაირი მარიამი ვხდები. ვარ თბილი, წყნარი და განსაკუთრებით მომთმენი. ისეთი რაღაცეების დათმობა შემიძლია, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

– მომთხოვნი ხარ?

– არა, მაგრამ ერთადერთი, რასაც მამაკაცს ვერ ვაპატიებ, ისევე როგორც მეგობარს, ეს ტყუილია. ერთხელ, ან მაქსიმუმ ორჯერ, რომ გიცრუვდება იმედი, მერე ნდობა აღარ გაქვს იმ ადამიანის მიმართ. ამიტომ, ჯობია, ვიდრე უფრო მეტად გატკენენ გულს, პირველ შემთხვევაზევე დაამთავრო ურთიერთობა.

– რა პროფესიის არ იქნებოდი არასდროს?

– ჩემი ოცნება ყოველთვის ჟურნალისტობა იყო, ვგიჟდებოდი ამ პროფესიაზე, მაგრამ გადამაყვარეს. ჩემთვის საქართველოში სიტყვა ჟურნალისტი და თავისუფალი მედია აღარ არსებობს. იმედია, ამას ცუდად არ მიიღებს არავინ. ამიტომ ჟურნალისტი არასდროს ვიქნებოდი. კიდევ არ ვიქნებოდი ექიმი, რადგან სისხლის დანახვაზე შეიძლება, იქვე მოვკვდე, არ შემიძლია. ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერები და ყველაზე მაგრები ექიმები არიან და დიდ პატივს ვცემ მათ, განსაკუთრებით, ქირურგებს. მაგრამ, მე პირადად, ვერასდროს ვიქნებოდი ამ პროფესიის. ასევე, ვერასდროს ვიქნებოდი მასწავლებელი, რადგან ხანდახან ფიცხი და მკაცრი ვარ. ძალიან მომწონს ისტორიკოსობა. არის კიდევ ბევრი პროფესია, რომელიც მომწონს, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მიყვარს, ის პროფესია, ავირჩიე და იმედია, რომ ძალიან მაგარი პროკურორი გამოვალ. ისეთი, როგორიც პირადად მე მინდა, სხვა არ მაინტერესებს.

– იმასაც ამბობენ, რომ ქალი პროკურორი ისეთი ძლიერი ვერასდროს იქნება როგორც მამაკაციო. შენ როგორ ფიქრობ?

– ჩემი აზრით, ქალი ბევრ რამეში ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცი. მაგალითად, ბევრ მამაკაცზე კარგად ვმართავ მანქანას. ნერვები მეშლება, რომ ამბობენ, ქალებმა ტარება არ იციანო. საერთოდ, ქალს ბევრად მეტი რამ შეუძლია, ვიდრე მამაკაცს.

– ისიც მსმენია, რომ მანქანის სწრაფი მართვა გიყვარს.

– კი, ძალიან მიყვარს სწრაფად სიარული, რადგან მანქანის ნელა მართვას, მირჩევნია ფეხით წავიდე. რამდენჯერ დაურეკავთ ინგასთვის, შენმა შვილმა ძალიან სწრაფად ჩაიარაო. ლონდონში რომ იყო, იქიდან მირეკავდა და მიკიოდა, მარიამ ნელა იარე, თორემ მანქანას ჩამოგართმევო. სისწრაფე მართლა მიყვარს, მაგრამ ქალაქში წესებს ვემორჩილები და სწრაფად არ დავდივარ. იურისტი ვარ ბოლოს და ბოლოს და კანონდარღვევები არ მეკადრება.

– რით ჰგავხართ შენ და ინგა ერთმანეთს?

– ხასიათით არ ვგავართ. ინგა სულ ცდილობს, კარგ ხასიათზე იყოს, რაც მე არ შემიძლია. თუ ცუდ ხასიათზე მარ, გამოვხატავ და ვერ ვიღიმები. მე ვერ ვამსგავსებ, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ მე და ინგა ფიზიკურად ძალიან ვგავართ ერთმანეთს. გვაქვს ერთნაირი გემოვნება და ერთნაირი ხმის ტემბრი.

– პოლიტიკაში წასვლა რომ გადაწყვიტა, შენი რეაქცია როგორი იყო?

– ერთი ადამიანი ვიყავი მე, რომელმაც ოფიციალურად ვთხოვე, ეს გაეკეთებინა. ინგას ძალიან ბევრჯერ დაუხურეს გადაცემა. დედაჩემს კარგად ვიცნობ და ვიცი, ის ვერასდროს დაჯდება სახლში, არც კაბინეტში შეუძლია უმოქმედოდ ყოფნა. ის ძალიან აქტიური ადამიანია, ამიტომ უმოქმედობით დეპრესია დაემართებოდა. ზუსტად ვიცოდი, ინგა ან ჟურნალისტიკაში უნდა დარჩენილიყო, რისი შანსიც არ დაუტოვეს, ან პოლიტიკაში წასულიყო. იმიტომ, ვთხოვე, ამ ნაბიჯის გადადგმა, ვიცოდი, ის პოლიტიკაში საჭირო იყო.

– დედისთვის შვილი ყოველთვის პატარაა, შენ თუ გაიზარდე ინგას თვალში?

– კი, აბა?! ჩემთვის მართლა საუკეთესო დაქალია. როცა შვილს პატარად მივიჩნევ, მას ყველაფერს არ მოვუყვები, ინგა კი უკვე მე აზრს მეკითხება. დედაჩემი პატარა ბავშვივითაც მომქცევია, რაზეც ძალიან გავბრაზებულვარ, რადგან მიჩვეული ვყავარ, რომ უკვე დიდი ვარ. ჩვენს შორის ძალიან დიდი ნდობაა. ამიტომ, არც შეზღუდვებია სადმე წასვლაზე. არ არსებობს, მას რამე მოვატყუო. ერთხელ მეგობრები წავედით სადღაც, ღამე იყო, ვიცოდი, ინერვიულებდა და მოვატყუე. ამის გამო, ისე ვინერვიულე, მეორე დღესვე მივედი და ვუთხარი, გუშინ იქ ვიყავი და მაპატიე, რომ არ გაგაფრთხილე-მეთქი. ინგას რომ რამე მოვატყუო, კარგად მართლა ვერ ვიქნები, არ შემიძლია.


скачать dle 11.3