კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბურუსიანი ხელოვნება

ანუ უბრალო არითმეტიკა

თუმცა ქართული დემოკრატია შვიდიოდ წლისაა, საოპერო ხელოვნებისადმი განსაკუთრებული ვნება მხოლოდ ერთიოდე წლის წინათ გამოუმჟღავნდა (შესაძლოა, ადრეც ჰქონდა, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო არ იმჩნევდა), თუმცა, ჯერჯერობით კვლავაც ბურუსითაა მოცული, რა უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს, ესე იგი, საქართველოს მოსახლეობას (რომელსაც აქეთ კომუნალური გადასახადები გასჭირვებია, იქით – საარსებო მინიმუმის მოპოვება) საოპერო ხელოვნების სიყვარული. აჭარელი ოპოზიციონერების მიერ აჭარის საკანონმდებლო ორგანოდან გამოტანილი ინფორმაციით, პლასიდო დომინგოს კონცერტის ჩასატარებლად სარეზერვო ფონდიდან აჭარის ბიუჯეტში მილიონ-ნახევარი გადაირიცხა (ცხადია, არც ისეთი გულუბრყვილონი ვართ, ვიფიქროთ, რომ ეს სრული თანხაა). აქვე დავძენ, რომ ძველებურად არაფერი ვუწყით შარშანდელი საახალწლო ღამისა თუ შაკირას კონცერტის ხარჯთა შესახებ (დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი). ასეა თუ ისე, მხოლოდ ის ვიცით დანამდვილებით, რომ იმ ერთდღიან პიაცას, წყალი არ გაუვა, მილიონ-ნახევარი შეეწირა. ამის პარალელურად, ოთხშაბათობით „რუსთავი-2-ზე“ კვლავ გრძელდება გადაცემა „ვის უნდა 20 000“, რომლის მიზანიც ჩვენი იმ თანამემამულეების დახმარებაა, რომელთაც სიცოცხლის გადასარჩენად ოპერაციის თანხაც არ აქვთ. მოთამაშეები, ძირითადად, მრავალათასიანი ჩინოვნიკები ბრძანდებიან, რომლებიც მოსახლეობას ლარ-ლარის შეწევნისკენ აგულიანებენ (არადა, მე თუ მკითხავთ, ჯანდაცვის ნორმალური სისტემის შექმნისათვის საკუთარი თავის შეგულიანება არ აწყენდათ). ჯერჯერობით აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელთა უმეტესობას თავი გასჭირვებია, ყოველ კვირას ახერხებს საოპერაციო თანხის შეგროვებას. აქედან გამომდინარე (მიუხედავად საოპერო ხელოვნებისადმი ჩემი უზომო თაყვანისცემისა), ერთად დავითვალოთ, რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდა ჩინოვნიკთა გასალაღებლად იმ ერთი დღისთვის გაღებული მილიონ-ნახევარი?!


скачать dle 11.3