კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ადამიანს ზედა ქუთუთოზე დაახლოებით 150-200 წამწამი აქვს, ქვემოთ კი – 50-100. აღსანიშნავია, რომ თითოეული, საშუალოდ, მხოლოდ 150 დღეს ძლებს.

* კოპენჰაგენში 1874 წელს გამართულ არქეოლოგთა საერთაშორისო ყრილობას დანიელებმა ხის ქოხი მიუძღვნეს, რომლის ყველა დეტალი (ხის მოჭრით დაწყებული) ქვის ნაჯახებით იყო გაკეთებული.

* ჩინეთში ერთ-ერთი პოპულარული საყოფაცხოვრებო მოწყობილობა არის სარეცხი მანქანა „აიცი“, რაც ქართულად ნიშნავს რომ მისი შემძენი „ცოლს აღმერთებს“.

* 1941 წელს გამოიცა და სერიულ წარმოებაში ჩაეშვა კონსტრუქტორ ტუპოლევის მიერ შექმნილი მრავალმიზნობრივი თვითმფრინავი ANT-58. „ხუმარა“ კონსტრუქტორმა თვითმფრინავის სახელში იმ სტატიის (58) ნომერი შეიტანა, რომლითაც თავის დროზე ის გაასამართლეს.

* მეცნიერთა კვლევამ ძველ გამოთქმას – „შიშს დიდი თვალები აქვს“, აზრი დააკარგვინა. თურმე, ადამიანს თვალები უფართოვდება მაშინ, როდესაც რაღაც საინტერესოს ხედავს. ამასთან, დადგინდა, რომ მამაკაცებს თვალები ლამაზი ქალის გამოსახულების დანახვისას უფართოვდებათ, ქალებს – ბავშვის ფოტოს.

* ვეშაპებს ქონის მისაღებადაც ხოცავენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანი ვეშაპის მოწველას ისწავლის, მისი მოკვლა საჭირო აღარ იქნება, 80 დღის განმავლობაში მისი რძისგან ისედაც მიიღებს იმავე რაოდენობის ცხიმს.

* კუნძულ ბორნეოზე იმართებოდა ქალთა დუელები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იქაური ქალები ძალიან აგრესიულები იყვნენ. უბრალოდ, მათ ორთაბრძოლებში ქმრები თავიანთ ნაცვლად აყენებდნენ. თვითონ კი მხოლოდ სეკუნდანტების როლში გამოდიოდნენ.

* მარათონთან გამართული ბრძოლის დროს მთვარე უკანასკნელ მეოთხედში იყო, სპარტელებმა ჩათვალეს, რომ ეს ცუდზე მიანიშნებდა და ბერძენთა ლაშქარს გვიან შეუერთდნენ.


скачать dle 11.3