ბრძნული აზრები
გოეთე: ადამიანი რწმენითა და სულისკვეთებით იმარჯვებს ძალზე ძნელ სიტუაციებშიც კი, მაგრამ, თუ იგი შეიპყრო ყველაზე უსუსურმა – ეჭვიანობამ, მაშინ, დაიღუპება.
ლაროშფუკო: ადამიანთა უმრავლესობას, მცენარეებისა არ იყოს, ბევრი ფარული უნარი აქვს, რომლებსაც მხოლოდ შემთხვევითობა ამჟღავნებს.
ჰელვეციუსი: სიყრმიდანვე ჩასახულმა ამაღლებულმა აზრებმა ადამიანს შემდგომ სახელი უნდა გაუთქვან.
***
სიყვარულში დაგამარცხებენ თუ გაიმარჯვებ – ერთნაირი ბედნიერებაა.
ჰერდერი: გენიოსების აზრების გაცნობა ბრწყინვალე ვარჯიშია: ის ანაყოფიერებს და აფართოებს გონებას.
ჭაბუა: უმაღლეს თანამდებობაზე კეთილი განზრახვით ასული ბევრია, სიკეთეშენარჩუნებული – არავინ.
კვინტილიანე: ვინც წერს, ის ორჯერ კითხულობს.
ტურგენევი: გაკიცხვისა და დაგმობის უფლება მხოლოდ მას აქვს, ვისაც უყვარს.
ჰიუგო: ლიტერატურა კაცობრიობის გონების მიერ კაცობრიობის ხელმძღვანელობაა.
კონსტანტინე: ადამიანი უნდა შეეცადოს, მარტოობას შეეგუოს როგორმე, რადგან, ბოლოს და ბოლოს, კაცი მარტო რჩება თავისი ღმერთის წინაშე.
ვახტანგ მეექვსე: ვინც მოწაფედ არ ყოფილა, ის მოძღვარი არ იქნების.
დემოკრიტე: ლხინში იოლია მეგობრის პოვნა, ჭირში კი – ძალიან ძნელი.
პლუტარქე: მე არ მინდა ისეთი მეგობარი, რომელიც ყველაფერზე მეთანხმება, ყველაფერზე თავს მიქნევს – ამას ხომ ჩემი ჩრდილიც აკეთებს.
ფრანკლინი: საკუთარი ექიმისთვის მემკვიდრეობის შეპირება უპატიებელი შეცდომაა.
კაპიცა: უფრო ადვილია, იყო დიდი მეცნიერი, ვიდრე კარგი ადამიანი.
ბუასტი: თუ რაიმეს დამახსოვრება მომგებიანია, არავინ დაივიწყებს.
სენეკა: ვინც ყველგანაა, ის არსად არ არის.
ლეონარდო და ვინჩი: მტერი, რომელიც ააშკარავებს შენს შეცდომებს, უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობარი, რომელიც მათ ფარავს.
უაილდი: ლამაზი ტყუილების თქმა – აი, მიზანი ჭეშმარიტი ხელოვნებისა.
ფოიერბახი: აღფრთოვანებულ მდგომარეობაში ადამიანს იმის გაკეთება შეუძლია, რომელიც საერთოდ შეუძლებელია; ვნებები საოცრებებს ქმნიან, რაც მოქმედებაში გამოიხატება, რომელიც, ჩვეულებრივ, თავისი სისწრაფით ორგანოების ძალებს აჭარბებს.
კენდელ ჰოლმსი: ამ სამყაროში ის კი არ არის მთავარი, სად ვდგავართ, არამედ, რა მიმართულებით ვმოძრაობთ.
ბოკაჩო: ადამიანთა მახინჯი გარეგნობის ქვეშ ბუნებას საოცარი ნიჭიერება აქვს დაფარული.
კანეტი: ყველაფერი ის, რაც იჭმევა, ხელისუფლების საგანია.
მარკესი: მამაკაცის უმაღლესი ღირსება – საიდუმლოს შენახვაა.
ლოიოლა: სიყვარული – ესაა სხვის ბედნიერებაში საკუთარის პოვნა.
მენინგერი: ჩვენს ცხოვრებას აყალიბებენ ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ და ისინი, ვინც უარს ამბობს ჩვენს სიყვარულზე.
ბაირონი: მამაკაცი ღალატობს ქალს მაშინ, როცა უნდა, მეტი სიამოვნება მიიღოს. ხოლო ქალი ღალატობს მამაკაცს, როდესაც ვერანაირ სიამოვნებას ვერ იღებს.