კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ჩამოჰქონდა ჩემოდნით ფული გოგი ცაბაძისთვის და რა ინატრა მან ფეხის მოჭრის შემდეგ

30 ნოემბერს 24 წელი შესრულდა ქართული ესტრადის კლასიკოსის – გიორგი ცაბაძის გარდაცვალებიდან. არ არის პატარა დრო 24 წელი, მიუხედავად ამისა, საცნაურია, რომ დღემდე მოუშუშებელ ჭრილობად რჩება ხალხის უსაყვარლესი კომპოზიტორის სიცოცხლის ბოლო ეპიზოდი, როცა გორში საკუთარ შემოქმედებით საღამოზე გულით უგალობა სიცოცხლეს, სიყვარულს, საქართველოს; მადლობა გადაგვიხადა, შემდეგ დაგვემშვიდობა, გულზე ხელი მიიდო და კულისებს მიეფარა... ჩვენი სტუმარია გოგი ცაბაძის შვილი, კახა ცაბაძე, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, რომელმაც თავისი გამორჩეული სტილითა და ორიგინალური ინტონაციებით დაამახსოვრა თავი გემოვნებიან მსმენელს.

კახა ცაბაძე: მამაჩემი ისეთ უბანში ცხოვრობდა, დღესაც რომ ინარჩუნებს თავის ძველ პეწსა და იერს – ოქროსუბანში, გოგოლის ქუჩაზე. მამაჩემს უყვარდა თქმა – გოგოლევისქუჩელი ვარო... ეს ფრაზა შემდეგ მორის ფოცხიშვილმა თავის ლექსშიც შეიტანა, რომელზეც მშვენიერი სიმღერა დაიწერა. იქ იშვიათად თუ ვინმე დადიოდა მუსიკაზე, საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო. მამაჩემს განსაკუთრებული მოკრძალება და სიყვარული ჰქონდა მშობლებისადმი. იმ ჭირ-ვარამმა, რაც მას ცხოვრებამ ბედად არგუნა, გაუათკეცა ეს დამოკიდებულება.

ბაბუაჩემი არაჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობის ადამიანი იყო. ცნობილი ბიზნესმენი გახლდათ. სხვადასხვა ქალაქში ჰქონდა ღვინისა და ფაეტონების ქარხნები. ბუხარაში უწევდა ხშირად სიარული. ბებიაჩემი იხსენებდა – თბილისში რომ ჩამოდიოდა, დიდი ჩემოდნით ჩამოჰქონდა ფული და სახლში ყველაზე ბოლოს შემოდიოდა: ჯერ მეზობლებს ჩამოუვლიდა, აბა რა გიჭირთ, რით დაგეხმაროთო. ფულსა და ბეწვეულს რომ დაარიგებდა, სახლში მხოლოდ ამის შემდეგ მოდიოდაო. საოცარი სახელი დატოვა გაბო ცაბაძემ.

არაჩვეულებრივი ბებია გვყავდა – ოლია ნაცვალაძე, ბაქოს ქართული გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. ბებოს ჩვენს გაზრდაში უდიდესი წვლილი აქვს. ულამაზესი ქალი გახლდათ. ბაბუაჩემი და ბებიაჩემი თავიანთი სილამაზით თბილისში ცნობილი წყვილი იყო. ცხოვრების ვარამმა თავისი კვალი დაატყო ბებოს გამოხედვას, მის მზერას, რომელიც საოცრად ნაღვლიანი და სევდიანი გაუხდა...

ბებია, ერთი მხრივ, უბედნიერესი დედა იყო, რომ ჰყავდა შვილი გიორგი ცაბაძე, მაგრამ მე იშვიათად მეგულება მასავით უბედური ადამიანი – ერთ დროს უბედნიერესი ოჯახის დედას, ოთხი შვილიდან მხოლოდ მამაჩემი შერჩა. ქმარი გადასახლებაში დაეღუპა, შემდეგ გარდაეცვალა ქალიშვილი – 21 წლის ქეთო; ამას მოჰყვა ორი შვილის – ირაკლისა და გრიშას გაწვევა ომში, საიდანაც ისინი არ დაბრუნებულან. დარჩა ერთადერთი ვაჟი, რომელიც 13 წლის ასაკში ტრამვაის ქვეშ ჩავარდა და ფეხი დაიზიანა.

მამაჩემს რომ ტრამვაიმ ფეხი გადააჭრა, პირველი, რაც უკითხავთ, რა მოგიტანოთ, რაც გინდა, ყველაფერს შეგისრულებთო, – პიანინოო, – უპასუხია. არც არავინ მოელოდა ასეთ პასუხს. თუმცა, ბებიაჩემი იხსენებდა, ეს არ გამკვირვებია, რადგან, სულ ისეთს მღეროდა და ისეთს უსტვენდა, არასდროს არსად რომ არ მქონდა გაგონილიო.

განგებამ ასე ინება, რომ გოგის ბედი მუსიკისაკენ წარიმართა. მამაჩემი სულ ამბობდა, მე რომ ფეხი მქონოდა, ფეხბურთელი ვიქნებოდიო. ვინმეს რომ ენახა, როგორი გულშემატკივარი იყო, არ შეეპარებოდა ეჭვი ამ სიტყვებში.

* * *

ჯერ შუათანა ძმაზე – გრიშაზე მოვიდა ომიდან დაღუპვის უწყება. ერთ დღეში გათეთრდა ბებიაჩემი, მდუმარედ ყოფილა დიდხანს. ასეთი ამბის მერე, როცა მეორე ძმის ირაკლის დაღუპვის სამკუთხა ბარათიც მოსულა, მამაჩემს დაუმალავს ბებიასთვის. ეს იყო ერთადერთი ტყუილი, რაც მამას უთქვამს თავის ცხოვრებაში. ბოლომდე განიცდიდა ამას, არ გაუმხილა დედას ეს უბედურება. აღარ უნდოდა, კვლავ განცდებში ენახა ერთადერთი უსაყვარლესი პიროვნება, რომელიც მას იმ პერიოდისთვის შერჩენოდა.

დედაჩემი იხსენებდა, ცოლად რომ მივყვებოდი, მაშინ მითხრა გოგიმ, დედაჩემს და შენ რაიმე უთანხმოება რომ მოგივიდეთ, იცოდე, მე ყოველთვის დედაჩემის მხარეს დავიჭერ, ერთი დედა მყავსო... ასე, ერთი წინადადებით გადაჭრა მამაჩემმა რძალდედამთილობის პრობლემა. საოცრად მოკრძალებული ურთიერთობა ჰქონდათ დედაჩემსა და ბებოს. ეს იყო ურთიერთპატივისცემის, ურთიერთთანადგომის, ურთიერთსიყვარულის ჭეშმარიტი მაგალითი.

* * *

მამაჩემმა თავიდან სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. თავად იხსენებდა – პირველად მორგში რომ წამიყვანეს პრაქტიკაზე, მივხვდი, ეს ჩემი საქმე არ იყოო... მალევე გამოიტანა საბუთები და კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. ბებიაჩემმა დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა, რომ მამა სამედიცინოზე აღარ სწავლობდა, არ იცოდა იქიდან წამოსული რომ იყო.

გოგიმ კონსერვატორიაში რომ ჩააბარა, მეორე კურსიდან მოუწია სწავლისთვის თავის დანებება. ბებიაჩემს, როგორც „ხალხის მტრის” მეუღლეს, არ ჰქონდა მუშაობის უფლება, ამიტომ, გოგის უნდა შეენახა დედა. საოცარი დედაშვილობა ჰქონდათ – ფაქიზი შინაგანი დამოკიდებულება, ერთმანეთის დარდის უსიტყვო წვდომა... ხედავდა გოგი, რომ დედას უჭირდა, ამიტომაც ყველაფერს თავის თავზე იღებდა, ოჯახის მარჩენალი ის უნდა ყოფილიყო, ის უნდა მდგარიყო ფეხზე დედის იმედად...

იმ პერიოდში ხშირად იქმნებოდა საგასტროლო ბრიგადები ცნობილი მსახიობების მონაწილეობით. ერთად იკრიბებოდნენ: საშა გომელაური, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, ვერიკო ანჯაფარიძე, მერი შილდელი... ამ ბრიგადაში მამაჩემიც იყო. გასტროლებით მოგზაურობდნენ სხვადასხვა ქალაქში და კონცერტებს ატარებდნენ. ეს იყო მაშინ მამასა და ბებიასთვის ერთადერთი შემოსავალი. ამ გასტროლების გამო გოგის კონსერვატორიაში ლექციების გაცდენა უხდებოდა. ერთხელაც, დაუბარებიათ კონსერვატორიის რექტორატში და უთქვამთ: ან კონსერვატორიას აირჩევ და ივლი ლექციებზე, ან შენს კონცერტებს და გაგრიცხავთო. მამას უთქვამს, მე კონსერვატორია უკვე ავირჩიე, მაგრამ, მყავს დედა, რომელიც ჩემს კმაყოფაზეა, რომელსაც მუშაობის უფლება არ აქვს. ამიტომ მე დედა უნდა ვარჩინო, მარტო ჩემი თავი არ მაბარიაო.

მამამ რამდენიმე წლით აკადემიური აიღო. შემდეგ, როცა მოაგვარა ყოფითი პრობლემები, როცა ბაბუაჩემის რეაბილიტაცია მოხდა, შექმნა ოჯაში, ხელახლა ჩააბარა კონსერვატორიაში. მერე ხუმრობდა ხოლმე, ვისთან ერთადაც ვსწავლობდი, მერე ის მასწავლიდაო.

* * *

პატარა რომ ვიყავი, ტრადიციად გვქონდა მე და მამას თბილისში გასეირნება – ჩავსხდებოდით მანქანაში და სანაპიროსკენ მივდიოდით. გააჩერებინებდა მამა მანქანას, გადმოვდიოდით სანაპიროზე და ფეხით ვსეირნობდით. ვხედავდი, როგორ ჩუმად ეფერებოდა ამ ადგილებს, ხმას არ ამოიღებდა, ისედაც არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი და ასეთ სიტუაციაში – მით უმეტეს. ამით იმაზე მეტს ამბობდა, რაც, შეიძლება, სიტყვით ეთქვა. დღესაც თვალწინ მიდგას ეს დაუვიწყარი სურათი – ესიყვარულებოდა თავის ქალაქს მდუმარე მამაჩემი. ეს ყველაფერი უსიტყვოდ ხდებოდა, არადა, რა უნდა ეთქვა იმაზე მეტი, რასაც მე თბილისისადმი მის დამოკიდებულებაში ვგრძნობდი?! ორიოდე საათს ვჩერდებოდით მეიდანსა და მეტეხზე, მერე ცნობილ საკონდიტრო მაღაზია „ფრანციაში” გამოვივლიდით, ავიღებდით ნამცხვრებს და კუს ტბაზე ავდიოდით. იქიდან თბილისის საოცარი პანორამა მოჩანს. ამ რიტუალისას ვგრძნოდი, როგორ იბადებოდა მამაჩემის მელოდიების უკვდავი აკორდები...


скачать dle 11.3