კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ის ისეთია...

ქალს გვერდით იდეალური, ყველაფრით შემკული მამაკაცი სჭირდება. შეიძლება, უნაკლო არა, მაგრამ ოცნებებში, წარმოსახვაში დახატულ სტერეოტიპთან მაქსიმალურად მიახლოვებული. ნაკლის პატიება, მასზე თვალის დახუჭვაც შეიძლება, მაგრამ ნაკლიც არის და ნაკლიც. მაგალითად, როცა მამაკაცი შრომისმოყვარეა, აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და მომავალზეც ფიქრობს (როგორც თავის, ასევე ოჯახის მომავალზეც) მას ასევე აქვს თვისება, იყოს მაქსიმალურად ეკონომიური. წესრიგის მორჩილებაც სისხლსა და ხორცში ექნება გამჯდარი. ფულს ტყუილუბრალოდ არ გაფლანგავს და სიძუნწეშიც ნუ დაადანაშაულებთ. უბრალოდ, მან ფულის ფასი იცის.

მორჩილი და დამთმობი მამაკაცი თუ გჭირდებათ, ანუ თუ თანამგზავრად კაცის ასეთ ტიპაჟს ირჩევთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის დედამისზეც ზუსტად ისევე იქნება დამოკიდებული, როგორც თქვენზე. შესაძლოა, უფრო მეტადაც კი. მორჩილებას ხომ სწორედ იმან შეაჩვია. თუ დედამთილმა მიგიღოთ და „თავისიანად“ მიგიჩნიათ, კიდევ გაგიმართლათ. მაგრამ თუ მისი გულის მოგებას ვერ შეძლებთ, სერიოზული პრობლემები ქმართან ურთიერთობაში გარანტირებული გაქვთ.

სჯობს, თავიდანვე დაინახოთ რეალობა, ხელგაშლილი მამაკაცი, საჩუქრებით კი გაგანებივრებთ, მაგრამ ამ ტიპის მამაკაცებს ერთი „პატარა“ პრობლემა აქვთ. მათ უყვართ ფლირტი. თავისი ხელგაშლილობით თავს სხვა ქალებთანაც აუცილებლად მოიწონებს. მით უმეტეს, თუკი ამისი ფინანსური შესაძლებლობებიც ექნება.

ერთი სიტყვით, თავიდანვე უნდა იცოდეთ, ვისთან მოგიწევთ ცხოვრება. კარგად გაარკვიეთ საკუთარ თავთან, რისი დათმობა შეგიძლიათ, რისი – არა. მერე მის „გადაკეთებაზე“ შრომა მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით. ის ასეთია და მორჩა...


скачать dle 11.3