თამაში თუ რეალობა...
ქალს შეუძლია, თავის შესახებ ყველაფერი მოუთხროს მამაკაცს, თანაც ისე, რომ სიტყვაც არ დაძრას, მთავარია, მამაკაცმა იცოდეს და გაიგოს ჟესტების ენა:
* როცა ქალი თქვენ წინ მშვიდად ზის, სახე კი ხელისგულებში აქვს ჩარგული, ანუ თავი ხელისგულებზე აქვს დაყრდნობილი, ის მზად არის სასიყვარულო ავანტიურისთვის. ყოველ შემთხვევაში, ფსიქოლოგები ამას ამტკიცებენ. ანუ, მამაკაცს თამამად შეუძლია, იაქტიუროს, მას უარს არ ეტყვიან.
* როცა თითები ნიკაპის ქვეშ არის ამოდებული... ამ ჟესტით ტუჩები მკვეთრად არის გამოხატული, მაგრამ ეს მისი მხოლოდ ვიზუალური მხარეა. თქვენ წინაშეა ვნებიანი ქალი, რომელიც აუცილებლად უნდა უყვარდეთ, სხვანაირად მისი ცხოვრება არ იქნება გამართლებული.
იცოდეთ, ის თავის შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
* ტუჩებთან მიტანილი საჩვენებელი თითი – მეტყველებს იმაზე, რომ ქალბატონი ღელავს. ის დარწმუნებული არაა საკუთარ შესაძლებლობებში. მართალია, არ არის წინააღმდეგი ახალი ნაცნობობისა, მაგრამ, წარსულში გადატანილი მარცხის გამო, მაინც უკან იხევს.
* მზერა მთავარია და, ხშირ შემთხვევაში – გადამწყვეტი. ეს არ არის ჟესტი, მაგრამ მამაკაცის დაინტერესების საუკეთესო საშუალებაა. 3-6-წამიანი დაჟინებული მზერა და... მამაკაცი ანკესზეა. „ქალს სიყვარული უნდა!“ – ეს გამოწვევაა და თუ მამაკაცს არ ეშინია სერიოზული ურთიერთობის, ის ამ გამოწვევას მიიღებს.