კაცი თუ გამოცანა...
შეუძლებელია, ყველაფერი იცოდე იმ ადამიანზე, რომელიც გვერდით გყავს. მნიშვნელობა არ აქვს, შენ უფრო გიყვარს თუ იმას უფრო უყვარხარ. ხშირად გაიგონებთ, მამაკაცებზე იტყვიან ხოლმე – მაგათ თვალებით უყვართო, ქალებისთვის კი თითქოს ის არის მთავარი, რას ვისმენთ. თქვენ ამის გჯერათ ან არ გჯერათ, მაგრამ საქმე ამაში არ არის. უბრალოდ, გვინდა, რაღაც ფაქტები გაგაცნოთ. იქნებ, თქვენი მამაკაცი აღარ იყოს გამოცანა და უფრო მარტივად გაუგოთ მას:
მამაკაცი მარსიდან არის, ქალი – ვენერადან. გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს მართლაც ასეა. მაგალითად, ნორმალურ პირობებში ქალს კაცის შეყვარებისთვის მინიმუმ ათი შეხვედრა მაინც სჭირდება, კაცს კი პირველივე პაემანზე შეიძლება დაეხვას თავბრუ.
შეყვარებული ქალისთვის აღარ არსებობს არავინ და არაფერი სხვა, მას მხოლოდ ერთი სურვილი აქვს – მთელი დრო თავისი საყვარელი ადამიანის გვერდით გაატაროს. მამაკაცს კი, როგორც არ უნდა უყვარდეს ქალი, მას თავისი დროის მხოლოდ 30 პროცენტს დაუთმობს და ზუსტად ამხელა ადგილს გამოუნახავს თავის გულშიც.
* ინტიმური სიახლოვისთვის კაცს ნამდვილად არ სჭირდება სულიერი საუბრები და თანამოაზრეობა, რაც ქალისთვის მნიშვნელოვანია. კაცისთვის ინტიმი – ინტიმია, ქალისთვის – კიდევ რაღაც სხვა...
* მამაკაცების მხოლოდ 49 პროცენტს არ რცხვენია, ხმამაღლა და ხშირად თქვას, „მე შენ მიყვარხარ!” ეს არც ისე ცუდი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალებიც არ აქტურობენ ამ მხრივ. სუსტი სქესის წარმომადგენლების 30 პროცენტი თავს იკავების ამის თქმისგან.
* იცით, რომ მამაკაცების მხოლოდ 40 პროცენტია დარწმუნებული საკუთარ მომხიბვლელობასა და განუმეორებლობაში? დანარჩენებს კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ეჭვი ეპარებათ!