კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაატარე „უნიქარდი“ რას კარგავ?

„უნიქარდი“ ყოველთვის გვანებივრებს განახლებული კატალოგებითა და მრავალფეროვანი საჩუქრებით. სრულიად მარტივია‚ თან‚ აზარტულიც‚ როცა რამეს ყიდულობ და თან ბარათის მეშვეობით აგროვებ ქულებს. შემდეგ შეგიძლია, აირჩიო უამრავი საჩუქარი გემოვნების მიხედვით. რატომ არის „უნიქარდი“ ასეთი პოპულარული?! პასუხი მისმა მომხმარებლებმა კარგად იციან.

თუ თქვენ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, სილამაზის სალონების ხშირი სტუმარი ხართ‚ ერთობით ბარებში‚ ღამის კლუბებსა და რესტორნებში‚ დადიხართ პროდუქტების შესაძენად სუპერმარკეტებში‚ საუბრობთ მობილურით და ასხამთ ბენზინს ავტომანქანაში‚ გარდა ამისა‚ მოგწონთ მხიარული შოპინგები და სხვადასხვა მაღაზიის სტუმრობა‚ ან ახლახან იზეიმეთ ახალმოსახლეობა‚ გაარემონტეთ ბინა და გჭირდებათ სასურველი ავეჯი თუ სანათები თქვენი ბინისთვის‚ გაქვთ აქტიური‚ დატვირთული ცხოვრების წესი და ტკბებით კიდეც ამით – ეს უკვე ნიშნავს‚ რომ „უნიქარდი“ თქვენი ბარათია. „უნიქარდს“ ატარებთ საფულით და იყენებთ მას რაიმეს შენაძენის შემთხვევაში‚ თუმცა შეიძლება‚ ისეც ხდებოდეს‚ რომ ბარათს არ იყენებთ‚ გავიწყდებათ ან გეზარებათ ყოველ ჯერზე მისი გატარება. თუ ასეა‚ მაშინ კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი სტატიის დასაწყისს და მიხვდებით‚ რამდენი ქულა დაკარგეთ და შესაბამისად‚ რამდენი საინტერესო საჩუქრის მიღება შეგეძლოთ ამ ქულების სანაცვლოდ.

გუშინწინ – სასაუბრო დრო‚ გუშინ – ბენზინის ტალონი‚ დღეს – სამკაული‚ ხვალ – მობილური ტელეფონი‚ ზეგ – პრაღაში მოგზაურობა... ყოველთვის გაიხსენეთ, რომ გაატაროთ „უნიქარდი”. ამით არაფერი დაგაკლდებათ‚ მხოლოდ მოგემატებათ. მე ბარათის აქტიური მომხმარებელი ვარ და მაშინაც არ მეზარება მისი გამოყენება‚ თუკი რაიმეს ერთი ან ორი ლარის საფასურად ვყიდულობ. „უნიქარდი“ ხომ ერთადერთი ბარათია‚ რომლის გამოყენებაც შეიძლება 1 000-მდე ობიექტში‚ ყოველთვის‚ როცა რაიმეს ყიდულობ. ამიტომაცაა‚ რომ „უნიქარდზე“ ქულები ყველაზე სწრაფად გროვდება. „უნიქარდის“ განახლებული კატალოგიდან ან ვებგვერდიდან www.unicard.ge 2 000-ზე მეტი საჩუქრის არჩევა შეგიძლიათ. „უნიქარდის” მომსახურება ამ მხრივაც გამარტივებულია საჩუქრების მიღება შესაძლებელია როგორც სახლში, ასევე „უნიქარდის“ ახალგახსნილ სერვისცენტრში და სანამ გულმავიწყებს ბარათის გატარება ავიწყდებათ სხვებმა „უნიქარდისგან“ უკვე 120 000-ზე მეტი საჩუქარი მიიღეს. „უნიქარდი“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე და ყოველთვე‚ ხან თვეში რამდენიმეჯერ‚ წამახალისებელ აქციას აწყობს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიასთან ერთად. აქციის პერიოდში გაზრდილ ან გაორმაგებულ ქულებთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ როგორც ფასდაკლებების‚ ასევე საჩუქრების მიღებაც. მოგეხსენებათ‚ სექტემბერში‚ როდესაც სწავლა განახლდა „IKKS junior-ის” მაღაზიებში მისულ „უნიქარდის“ ბარათის მფლობელებს შეეძლოთ გაორმაგებული ქულებისა და საჩუქრების მიღება. ასევე‚ ოქტომბერში ტანსაცმლის მაღაზია „Giordano-ში“ „უნიქარდის“ მომხმარებლებმა 20 პროცენტამდე ფასდაკლება და გაზრდილი ქულები მიიღეს. ნოემბერში კი, ფრანგული ტანსაცმლის მაღაზია „cop-copine-ში“ „უნიქარდის“ ბარათის მფლობელებს 30 პროცენტამდე ფასდაკლებით მოემსახურნენ. ასევე‚ გაზრდილი იყო ქულები და მიიღეს საჩუქრები.

დეკემბერში „უნიქარდის“ წინასაახალწლო, წამახალისებელი აქციებია „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებში, მაღაზიათა ქსელ „ჯინსის გალერეაში“ და საბავშვო მაღაზია „IKKS junior-ში“, სადაც გაზრდილ ქულებსა და ფასდაკლებასაც მიიღებთ.

„უნიქარდი“ ერთგულ მომხმარებელს საახალწლოდ საჩუქრების ყიდვის პროცესსაც უადვილებს. კატალოგის საახალწლო დამატებაში, რომელიც რამდენიმე დღეში გამოვა, უამრავი საჩუქრის შერჩევა შეგეძლებათ საყვარელი ადამიანებისთვის.

„უნიქარდი“ სიახლეებისა და სიურპრიზების ბარათია. ის ყოველთვის სთავაზობს წამახალისებელ აქციებს თავის ერთგულ მომხმარებელს. დაითვალე‚ რამდენი საჩუქარი დაკარგე და დაიწყე ქულების აქტიურად დაგროვება დღეიდან! საჩუქრები შენ გელოდება!


скачать dle 11.3