კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: პერიოდულად მიღიზიანდება კანი და მეწყება ქავილი. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ მგრძნობიარე, ალერგიისა და გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანი. შესაბამისად, მას სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, რომელიც უზრუნველყოფს აუცილებელ დატენიანებას და წყლის ბალანსის აღდგენას. ამასთან, უნდა მოიწესრიგოთ კვება და დააკვირდეთ, რომელი პროდუქტის მიღებისას გიღიზიანდებათ კანი.

კითხვა: ფერისმჭამელების სამკურნალოდ ექიმმა გამომიწერა ლუდის საფუარის მიღება, მაგრამ მე ისედაც ჭარბი წონა მაქვს, გახდომის მიზნით ფიტნეს-კლუბში ვვარჯიშობ და მეშინია, რომ ამ დანიშნულების შესრულებით, ჩემი ვარჯიში წყალში ჩაიყრება. იქნებ, სხვა რამე მირჩიოთ?

პასუხი: თქვენი შიში უსაფუძვლოა. ლუდის სპეციალიზებული საფუარი არ იწვევს წონის მატებას. პირიქით, ის დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, არეგულირებს მას, რის შედეგადაც წონა ნორმალიზდება და უმჯობესდება ორგანიზმის საერთო მდგომარეობა. თქვენი პრობლემის გადასაწყვეტად გირჩევთ, ლუდის საფუარს გოგირდ „ევესენტთან“ ერთად, რომელიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ვიტამინი PP-ს (ეგრეთ წოდებულ წვრილი სისხლძარღვების „მასაჟორს“), გოგირდი კი შედის კოლაგენის სინთეზში და სტიმულს აძლევს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ფერისმჭამელების მკურნალობისას. ეს საფუარი, ასევე, ეფექტურია თმის ცვენის წინააღმდეგ და ფრჩხილების გასამაგრებლად.

კითხვა: გავიგე, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე საკმარისი არ არის კანისთვის დღის კრემით დატენიანება. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, კიდევ რა უნდა „მოვაშველო“ კანს?

პასუხი: ზამთარში ნამდვილად არ არის საკმარისი კანის დღის კრემით დატენიანება. ამიტომ, თუნდაც კვირაში ერთხელ, უნდა გაიკეთოთ მკვებავი და აღმდგენი ნიღბები. მასში შემავალი ვიტამინები და ნატურალური კომპონენტები რამდენიმე წუთში მისცემს კანს ჯანმრთელ იერს. სულ რაღაც 15-20 წუთში თქვენი კანი ახალგაზრდული ელფერით იბრწყინებს.

მოამზადა


скачать dle 11.3