კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ძალა გააჩნია სამუშაო მაგიდაზე დადგმულ სტატუეტებს და რატომ უნდა გააჩუქოთ არასასიამოვნო პიროვნებისგან ნაჩუქარი ნივთები

ამქვეყნად უბრალოდ და შემთხვევით არაფერი ხდება და ამაში ყოველდღიურად მომხდარი ფაქტები და მათი ანალიზიც მოწმობს. როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნუნუ ამბობს, მისთვის მთავარია, ადამიანებს ასწავლოს თავდაცვის ის წესები, რომელიც მან უცხოეთში შეისწავლა შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციით. ასევე, გვასწავლოს, თუ როგორ გავხდეთ უფრო წარმატებული, ბედნიერი და იღბლიანი. მისი თქმით, ნებისმიერი, ჩვენს ირგვლივ არსებული ნივთი, ჩვენზე ზემოქმედებს; სახლის გარკვეულ ადგილას დაკიდებული „ქარის მუსიკა“ ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებისგან გვიცავს და ასევე, არსებობს ნივთები, რომლის ჩუქებაც კატეგორიულად გვეკრძალება საყვარელი ადამიანებისთვის.

– ქალბატონო ნუნუ, ასაკოვანი ადამიანებისგან ხშირად გამიგია, რომ ნაჩუქარ ნივთს მაგიური ძალა აქვს და მისი ზემოქმედებით, შესაძლოა, უბედურება გარდაუვალი გახდესო. თუ შეგიძლიათ, ამ თემასთან დაკავშირებით მოგვაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია?

– რასაკვირველია, შემიძლია და ამაზე, ნამდვილად უნდა გაამახვილოს ნებისმიერმა ადამიანმა ყურადღება და სიფრთხილით მიუდგეს ამა თუ იმ ნაჩუქარ ნივთს. მაგალითად, თუ ვინმეს არ ემეტება და უბრალოდ, იძულებულია გაჩუქოთ, იმ ნივთმა შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენზე. სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ საგნებშიც ხდება ცუდი ზრახვების ტრანსფორმირება და თითოეული იმავე ენერგიას ასხივებს, რასაც მისი ყოფილი პატრონი ავლენდა კონკრეტული ადამიანის მიმართ. ასე რომ, რაც არ უნდა ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ იმ ადამიანისგან, ვისაც გულზე მაინცადამაინც არ ეხატებით, კარგი დღე არ გელით მომავალში მისგან.

– თუ ასეთ ნივთებს გავაჩუქებთ, მაშინ?

– თუ ასეთ ნივთს გააჩუქებთ და ისეთ ადამიანს მისცემთ, ვინც იმ მჩუქებელს არ იცნობს, მაშინ ის ძალას კარგავს. ამიტომ, თუ სახლში ასეთი ნივთები გაქვთ, ნუ დაგენანებათ და სასწრაფოდ გააჩუქეთ. ერთ ამბავს მოგიყვებით. ჩემს სანაცნობოში იყო გოგო, ვისაც ნამდვილად არ ვეხატებოდი გულზე. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ სულ ცდილობდა, ჩემთან ახლოს ყოფილიყო. ერთი სამეგობრო წრეც გვყავდა და ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა. ერთ დღეს, მაჩუქა ბეჭედი. თუ არ ვცდები, ჩემი დაბადების დღე იყო. იმდენი დრო გავიდა, ზუსტად არც კი მახსოვს. მოკლედ, ისეთი ლამაზი ბეჭედი იყო, სულ ვატარებდი. და, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სწორედ იმ პერიოდში დავშორდი შეყვარებულს; მიუხედავად იმისა, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი, გამოცდის ჩაბარება ვერ მოვახერხე და საშემოდგომო გამომყვა; საქმე უკან წამივიდა. ყველაფერში ხელი მეცარებოდა და ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე. სწორედ ამ დროს გავიგე, რომ ნაჩუქარ ნივთებსაც აქვს მაგიური ძალა და უნარი იმისა, ადამიანი უკან დახიოს ცხოვრებაში. ის ბეჭედი გავაჩუქე, ჩემს დეიდაშვილს ვაჩუქე და იმ დღის შემდეგ წინ წავიწიე. გამოცდაც ჩავაბარე, შეყვარებულიც დამიბრუნდა და დღეს მისი ცოლი ვარ. ბევრი ვერ ელევა ნაჩუქარ ნივთებს, და არც კი ფიქრობს, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა ის ნივთები იყოს. ასე რომ, ჩვენს ირგვლივ არაფერი ხდება უბრალოდ, ყველა ქმედებაში გარკვეული კანონზომიერებაა და თუ საღი გონებით დააკვირდებით მოვლენებს, საკუთარ ბედს საფრთხეს არ შეუქმნით. აქვე მინდა გითხრათ, რომ ზოგი ადამიანისთვის კონკრეტული სამკაულის გაკეთება, ერთგვარად წარმატების მომტანია და ეს ბევრს თავის თავზე აქვს დაცდილი. მაგალითად, მე მაქვს ბეჭედი, რომელიც პირველი ხელფასით შევიძინე და დაკვირვებული ვარ, როცა ის მიკეთია, საქმეები იმ დღეს კარგად მიმდის.

– ამბობენ, რომ „ქარის მუსიკა“, რომელიც ჩინურ მაღაზიებში იყიდება, სასურველი ნივთია ყველა ადამიანის სახლში, რადგან ის ცუდისგან გვიცავს და პოზიტიური ენერგიებით გვამარაგებს. რეალურია თუ არა ეს და კონკრეტულად, რისგან გვიცავს?

– „ქარის მუსიკა“, რომელიც ყველა, ასე მომრავლებულ, ჩინურ მაღაზიაში იყიდება და არც ისე ძვირი ღირს, მართლაც სასურველია სახლში დაკიდოთ – მით უმეტეს, თუ ამ ნივთით ახალ წელს დახვდებით. „ქარის მუსიკა“ რკინისა და ბუმბულისგან მზადდება, საკმაოდ სასიამოვნო ხმას გამოსცემს და ნეგატიური ენერგიებისგან გვიცავს – ბოროტ სულებს აფრთხობს თავისი ხმით და უწყობს ხელს პოზიტიური ენერგიების მოზიდვას საცხოვრებელში. თუ გინდათ, მან სიკეთე მოგიტანოთ, სახლის ჩრდილო-დასავლეთის ან ჩრდილოეთის მხარეს უნდა დაკიდოთ. რაც შეიძლება ხშირად შეეხეთ მას, რომ აჟღარუნდეს, ხმა გამოსცეს და ნეგატიური ენერგია გაანეიტრალოს სახლსა თუ ოფისში. მაგალითად, თუ გსურთ, თქვენს მეგობარს ბედნიერება მიანიჭოთ, აჩუქეთ ბაყაყის სტატუეტი, რომელსაც პირში ოქროსფერი მონეტა უდევს. ის სიმდიდრისა და წარმატების მომტანია და მასაც ადვილად შეიძენთ ჩინურ მაღაზიებში.

– სად უნდა დავდოთ, რომ წარმატება და სიმდიდრის ხაზი გაგვიაქტიუროს?

– ბაყაყის გამოსახულება სახლის ან ოფისის შესასვლელში, კუთხეში, კარისკენ ზურგით, იატაკზე უნდა დადოთ.

– ამბობენ, სპილოს სტატუეტსაც მსგავსი მაგიური თვისებები აქვს და მისი სახლში ქონა სიმდიდრეს ნიშნავსო.

– გეტყვით, რომ სპილო ბიზნესის დამცველად მიიჩნევენ და საქმიან ადამიანს ის სამუშაო მაგიდაზე უნდა ედგას. ოღონდ, დააკვირდით, სპილოს ხორთუმი მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული და სახით პატრონისკენ იყოს შემობრუნებული. საერთოდ, ეზოთერიკაში ადამიანის ყველა ქმედებას თავისი შედეგი მოაქვს. მაგალითად, არსებობს ისეთი წესები, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, შესაბამისად, გაითვალისწინოს და ამით თავიდან აიცილოს უარყოფითი მოვლენები ცხოვრებაში. ჩემი აზრით, ყველა იმას ვიმკით, რასაც ვიმსახურებთ და თუ შეგიძლია, რომ უკეთესი დათესო, უკეთესის მოსამკელად, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა.

– მაინც, რა უნდა გავითვალისწინოთ?

– მაგალითად, ის რომ პარასკევ დღეს, არ მორეცხოთ იატაკი სველი ტილოთი. ეს შესაძლოა უფულობის მიზეზი გახდეს. სარკე, ცხვირსახოცი და საპონი არ აჩუქოთ საყვარელ ადამიანს, თუ არ გსურთ მასთან კამათი მოგივიდეთ და ეს თქვენი დაშორების მიზეზი გახდეს. თუ სახლიდან გასულს შემობრუნება მოგიწიათ, სახლში შესვლისთანავე ჩაიხედეთ სარკეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დღეს წარუმატებლობა გარდაუვალია. ახალ ბინაში შესვლამდე, პირველი კატა შეუშვით სახლში. დააკვირდით მის ქმედებებს და სადაც დაჯდება ან დაწვება, იქ დადგით ის სკამი ან სავარძელი, რომელზეც ხშირად დაჯდებით დასასვენებლად. სახლში ცოცხი ყოველთვის ამობრუნებული შეინახეთ, ანუ ტარით ქვევით და უფულობა არასდროს შეგაწუხებთ. საღამოს, როცა დასაძინებლად ემზადებით და ტანსაცმელს იხდით, ნუ მიმოფანტავთ მას ოთახში, თუ გინდათ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. ხელჩანთას და ქუდს ნუ დატოვებთ მაგიდაზე, რომ ბედში არ შეგექმნათ პრობლემა და მეტად გაგიმართლოთ. ეს უმარტივესი წესებია და აბა, ჰკითხეთ, თქვენს ბებია-ბაბუებს, თუ არ ითვალისწინებდნენ მსგავს რამეებს მათი წინაპრები. დარწმუნებული ვარ, დადებით პასუხს მიიღებთ, რადგან ეს უძველესი წესებია და მას გაუთვითცნობიერებლადაც ასრულებს ბევრი. მაგრამ, რომ ჰკითხოთ რატომ, პასუხს ვერ მიიღებთ. უბრალოდ, გეტყვიან, ეს ჩვენმა წინაპარმა გვირჩია, ან ასე ჩვენი რომელიმე ოჯახის წევრი იქცევა და ჩვენც ასე ვაკეთებთ გაუაზრებლადო. ძალიანაც კარგი, თუ ასე გაუთვითცნობიერებლად იქცევით და ამით თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლით. თუ ჯერ კიდევ არ იცოდით იმის შესახებ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მაშინ სასწრაფოდ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების სტილი უკეთესობისკენ.








скачать dle 11.3