კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცისფერთვალება ხალხის სოფელი... ჩინეთში

ჩინეთის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებთა ორი მესამედი, შესაძლოა, ძველი რომაელი ჯარისკაცების შთამომავლები იყვნენ. გენეტიკურმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ამ სოფლის მცხოვრებთა 56 პროცენტს ევროპული წარმოშობა აქვს.

ძველი ლიციანი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, გობის უდაბნოს განაპირას არის განლაგებული. სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა ადგილობრივი ჩინური მოსახლეობისგან არატიპური გარეგნობით გამოირჩევა – მათ ცისფერი ან მწვანე თვალები, გრძელი ცხვირი და ღია ფერის თმა აქვთ.

მეცნიერებს ამ უცნაური მოვლენის რამდენიმე ვერსია აქვთ: ერთ-ერთი თეორია პირველად 1950 წელს პროფესორმა ჰომერ დაბსმა წარმოადგინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩინეთის ისტორიას სწავლობდა. თეორიის მიხედვით, ძველი რომაელი ჯარისკაცები ამ ადგილებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში დასახლდნენ. საქმე ისაა, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 53 წელს შედგა ბრძოლა კარახთან მარკუს ლიცინიუს კრასუსისა და პართიელების არმიებს შორის, რომლებიც რიცხობრივად ბევრად აღემატებოდნენ რომაელთა ჯარს. პართიელებმა შეაჩერეს რომაელთა სვლა აღმოსავლეთისკენ: კრასუსის ლეგიონი განადგურდა. დაიღუპა ათასობით რომაელი. თვით კრასუსი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ 145 მებრძოლი, რომლებმაც თავი დააღწიეს ტყვეობას, აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ, რათა თავი დაეღწიათ მტრისგან. ჩვენს ერამდე 36 წელს ისინი დაიქირავა ხუნუს ხალხმა, რომლებიც ჩინელებს ებრძოდნენ. ჩინეთის ქრონიკებში არის ცნობები ამ ჯარის შენაერთების ტყვედ ჩაგდების შესახებ, რომელთა წყობა თევზის მოხაზულობის იყო. შესაძლოა, ლაპარაკია ფალანგზე, რომელსაც რომაელები იყენებდნენ. შემდგომში რომაელები ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ისინი დასავლეთ ჩინეთის სტეპებში დასახლდნენ და დააარსეს ლიციანი.

სხვა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ სოფლის თანამედროვე მცხოვრებნი ძველი რომაელების კი არა, ხუნუს არმიის სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცების შთამომავლები არიან, რომელთა შორის ევროპელებიც გვხვდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ოდესღაც სწორედ ამ ადგილებში გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა.

არქეოლოგები აპირებენ, ამ ადგილებში გათხრები დაიწყონ, რათა იპოვონ ფაქტები, რომლებიც ძველ ჩინეთსა და რომის იმპერიას შორის ურთიერთობას დაადასტურებს.


скачать dle 11.3