კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საფირმო უხა, დაჭრილი ადმირალი და თევზაობა ბალტიურად

პროფესიით სამხედრო მეზღვაური ვარ და 35 წლის განმავლობაში საბჭოთა არმიაში ვიმსახურე, სადაც კარგიც ბევრი ვნახე, ცუდიც და რა თქმა უნდა, მრავალი კურიოზიც გადამხდა თავს.

გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს, ლენინგრადის მახლობლად, ქალაქ კრონშტადტის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გამამწესეს. ჩვენი ნაწილი მოშორებით იდგა ერთ-ერთ მიყრუებულ ყურეში და არავინ გვაწუხებდა. საჭმელ-სასმელი ჩვენ არ გვაკლდა და საუკეთესო ბალტიური „კილკა“, რომელსაც სემიონ ოსიპოვი ეზიდებოდა ჩვენთვის. ის ბრწყინვალე კულინარი გახლდათ და თევზისგან ათასნაირი კერძის მომზადება იცოდა. განსაკუთრებით კი თევზის სუპი, ეგრეთ წოდებული, უხა გამოსდიოდა კარგად. დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როცა არ უნდა გეთხოვა, ყოჩაღი მიჩმანი დაუზარებლად გაემართებოდა თევზისთვის და მაქსიმუმ, საათ-ნახევარში ბალტიური „კილკით“ სავსე უზარმაზარი კალათა მოჰქონდა. თუ სად და როგორ იჭერდა ამდენ თევზს, არც არასდროს გვიკითხავს და არც თვითონ გვეუბნებოდა. ერთი სიტყვით, ეს პროცესი მიჩმანს გასაიდუმლოებული ჰქონდა.

ერთხელ, ცენტრალური ბაზიდან შეგვატყობინეს, რომ ჩვენთან თვით ადმირალი სმირნოვი უნდა მოსულიყო შესამოწმებლად და გვთხოვეს, ღირსეულად დავხვედროდით საპატიო სტუმარს.

– ადმირალს ერთი უცნაურობა ახასიათებს, – განმიმარტა ჩვენმა კურატორმა ტელეფონით, – ის წყალქვეშა ნავით მოძრაობს, მოულოდნელად უყვარს გამოჩენა და მის ამოყვინთვას მომზადებული შეხვდით.

მე ისიც გავიგე, რომ სმირნოვი გურმანი იყო და კარგ სუფრას პატივს სცემდა. ამიტომ, სათანადოდ მოვემზადეთ და სრული იდილია რომ შეგვექმნა, მიჩმანი ოსიპოვი „კილკისთვის“ გავგზავნეთ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, 2 საათის შემდეგ, ცენტრალურ ბაზაზე გამომიძახეს, მე კისრისტეხით მივედი, იქ კი დაპატიმრებული მიჩმანი ოსიპოვი და ფეხში მსუბუქად დაჭრილი ადმირალი სმირნოვი დამხვდნენ.

როგორც გაირკვა, ამოყვინთვის მოყვარულ ადმირალს, სწორედ მაშინ გაჰკრა ფეხში მიჩმანის მიერ წყალში გადაგდებულმა ხელყუმბარამ, როდესაც ადმირალის წყალქვეშა ნავი ჩვენსკენ მოემართებოდა. სმირნოვი ამ დროს გემბანზე ამოდიოდა. საქმე კი, ის გახლდათ, რომ ოსიპოვი ბრაკონიერული ხერხით ხოცავდა თევზებს, წყალში „ლიმონკებს“ ყრიდა და მისი ბალტიური თევზაობა ლამის ადმირალის სიკვდილით დასრულდა.

პოლკოვნიკ ოთარ კაციას


скачать dle 11.3