კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია მურღულიას კოლექციიდან

რით განსხვავდება კაცის ლოგიკა ქალის ლოგიკისგან?

დავსვათ კითხვა: რა ალბათობაა იმისა, რომ ქუჩაში გასულს დინოზავრი შეგახტეთ?

კაცი უპასუხებს:

– ერთი – ათ მილიარდთან!

ქალის პასუხია:

– 50-50-ზე.

– რატომ?

– ან შემახტება, ან – არა!

***

ქმარი ეუბნება ცოლს:

– ვერ გამიგია, რითი ხარ უკმაყოფილო? ყოველ დილით შენთვის ყავა მომაქვს საწოლში და დაფქვაც აღარ გინდა?!

***

პატარა ბიჭი ეკითხება მამას:

– მამიკო, ეს ამხელა მუცელი ლუდისგან გაქვს?

– დაიმახსოვრე შვილო, მთელი საქმე თანდებულებშია – ლუდისგან კი არა, ლუდისთვის.

***

აბიტურიენტი დაბრუნდა სახლში პირველი ზეპირი გამოცდიდან. დედ-მამა დაფეთებული ეცა და ეკითხებიან:

– აბა, რა ქენი?

– არაფერი ისეთი, უბრალოდ, ძალიან მორწმუნე გამომცდელი შემხვდა, ყოველ ჯერზე, რამეს რომ ვპასუხობდი, ჭერისკენ იხედებოდა და სულ იმეორებდა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!“

***

ქალი გამოცდას აბარებს მართვის მოწმობის ასაღებად.

– ეჰ, – ამოიოხრა გამომცდელმა, – თქვენ ვერ ჩააბარეთ გამოცდა.

– კი მაგრამ, როგორ უნდა ჩამებარებინა, ჯერ ხომ ადგილიდანაც არ დავძრულვართ?! – იკითხა აღშფოთებულმა ქალმა.

– რას დაიძვრებოდით, როდესაც უკანა სკამზე ზიხართ?!

***

გახარებულმა გოგონამ სახლში მიირბინა და დედას ეუბნება:

– დედი, დედი, ნახე, 10 ლარი ვიპოვე!

– რას გეტყვი, იცი?! კაბიდან თივა ჩამოიბერტყე და არასდროს დედა აღარ მოატყუო – შენს ასაკში მე მეტს ვპოულობდი!

***

მომაკვდავი ავადმყოფი მოხუცი კაცი ანდერძს ჰკარნახობს:

– ჩემს ცოლს ვუტოვებ 100 000 ევროს, ბიჭს – 50 000 ევროს, გოგოს – ასევე 50 000-ს, მერე ჩაფიქრდება და ამბობს: ღმერთო, სად ვიშოვი ახლა მე ამდენ ფულს?!

***

ჯონი მოსამართლის შეკითხვებს პასუხობს:

– დაქორწინებული ხართ?

– დიახ.

– ვისთან?

– ქალთან.

– რას ჭკუამახვილობთ, ეგ ყველასთვის ნათელია! – გაბრაზდა მოსამართლე.

– ნუ იტყვით, – გაეპასუხა ჯონი, – აი, მაგალითად, ჩემი და კაცზეა დაქორწინებული.


скачать dle 11.3