კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შუაღამისას მარო მიხოს აღვიძებს:

– კაცო‚ გაიღვიძე! მგონი, ეზოში ქურდები შემოვიდნენ...

– მერე მე რას მაღვიძებ‚ ფანჯარაში გაყავი თავი‚ იფიქრებენ, სახლში ავი ძაღლი ჰყავთო და შეეშინდებათ...

***

– გამარჯობა... ალბათ, იცი‚ ჩვენ მალე დავნათესავდებით ოჯახებით...

– როგორ‚ თქვენი ბიჭი და ჩვენი გოგონა?...

– არა‚ მე და თქვენი ცოლი.

***

– როგორ ხარ‚ რას შვრება შენი გოგო უცხოეთში?

– ენაცვალოს დედა‚ თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა‚ სულ დაბლიდან დაიწყო და უმაღლესს მიაღწია – თავიდან ფეხსაცმლის მწმენდავი იყო‚ ახლა კი პარიკმახერია.

***

ეკლესიის მსახურმა შეამჩნია‚ რომ სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი, უკვე მერამდენედ‚ როდესაც შესაწირის ყუთს მიუტანენ‚ შიგ არაფერს აგდებს და ამბობს: „მე აბონემენტი მაქვს“. დაინტერესდა და ერთხელაც შეეკითხა:

– რას ნიშნავს‚ ბატონო, ეგ სიტყვები?

– ორი თვის წინ შემთხვევით ათლარიანი ჩავაგდე...

***

– რაღაც, თქვენი ყველაფერი დაპატარავდა – ხინკალიც‚ ქაბაბიც‚ მწვადის ნაჭრებიც...

– არა‚ ბატონო‚ როგორ გეკადრებათ?! ეს‚ უბრალოდ‚ ოპტიკური ეფექტია – რესტორნის დარბაზი გავაფართოვეთ...

***

საფრანგეთის ქალაქ კალეში‚ სადაც ხშირად მიდიან უცხოელი სტუმრები, ასეთი აბრა ჰკიდია:

„აქ ესმით ისეთი ფრანგულიც‚ რომელიც თქვენ სკოლაში ისწავლეთ“.

***

ადამიანი‚ რომელიც რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს, პოლიგლოტია.

ადამიანი‚ რომელიც ორ ენაზე ლაპარაკობს – ბილინგი.

ადამიანი‚ რომელიც მხოლოდ ერთ ენაზე ლაპარაკობს – ამერიკელი.

***

სასაფლაო... დაკრძალვის ცერემონიალი... მამაკაცი გამოსამშვიდობებელ ტექსტს კითხულობს:

– ჩვენ დღეს ვემშვიდობებით გამოჩენილ პოლიტიკოსსა და კრისტალურად სუფთა ადამიანს...

– ერთ საფლავში რატომ მარხავენ? – კითხულობს სხვა საფლავზე მისული ჭირისუფალი.

***

– შენ რაზე ზიხარ?

– რავი‚ ცოლს შემოველახე...

– მერე?..

– შემომაკვდა...

***

– დედა‚ სათვალიანი ბაყაყები არსებობენ?

– არა‚ შვილო‚ საიდან მოიტანე...

– ააა‚ ესე იგი‚ ტბაში ბებია ბანაობს...


скачать dle 11.3