კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ჩემმა მეზობელმა იცოდა, რომ ჩემს მეუღლეს ცუდი სიმთვრალე აქვს, მაგრამ, მაინც დაპატიჟა საქეიფოდ, დააძალა ღვინო და მიიყვანა ღრმა თრობამდე. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ჩემმა ქმარმა მას აჩუქა ძვირად ღირებული საათი, რომლის ფასი დაახლოებით 5 000 დოლარია. აქვს თუ არა ჩემს მეუღლეს უფლება, უკან დაიბრუნოს საათი?

პასუხი: არა, რადგან ნების გამოვლენა ბათილად შეიძლება ჩაითვალოს, მხოლოდ ცნობიერების დაკარგვის დროს.

კითხვა: მემკვიდრემ, რომელიც ცხოვრობს უცხოეთში, არ იცის, რომ თბილისში გაიხსნა სამკვიდრო მამის გარდაცვალების შედეგად, ითვლება თუ არა სამკვიდრო მასის მფლობელად?

პასუხი: დიახ, ითვლება, რადგან მფლობელობა მემკვიდრეზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა მამკვიდრებელთან.

კითხვა: მეზობლის ნაკვეთში გადასული რამდენიმე ვაშლის ხიდან ჩამოვკრიფე დაახლოებით 150 კილოგრამი ვაშლი. მეზობელმა მომთხოვა ხილის მისთვის გადაცემა. სწორია თუ არა მისი მოთხოვნა?

პასუხი: ხის ან ბუჩქის ნაყოფი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება მეზობელი ნაკვეთის ნაყოფად, როცა ის იქ, მეზობლის ნაკვეთში ჩავარდება.

კითხვა: საერთო ფართით 10 000 კვადრატულ მეტრ 50-ბინიან სახლში მიკავია ოთხოთახიანი ბინა, 150 მეტრი ფართით. რამდენი წილი მეკუთვნის მრავალბინიანი სახლის საერთო საკუთრებაში?

პასუხი: ერთი წილი, რადგან საერთო საკუთრებაში წილთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად.

კითხვა: ვმუშაობ საწარმოში ელექტროშემდუღებლად, გაფორმებული მაქვს ხელშეკრულება ადმინისტრაციასთან. ხელმძღვანელობა მაიძულებს, რომ დროებით გადავიდე სხვა სამუშაოზე, ბლოკების ჩამოსასხმელად. აქვთ თუ არა მათ ამის უფლება?

პასუხი: 1. საწარმოო აუცილებლობის შემთხვევებში საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს, ერთ თვემდე ვადით გადაიყვანოს მუშები და მოსამსახურეები შრომის ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ სამუშაოზე იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან ტერიტორიულად იმავე ადგილას მდებარე სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში. ამ შემთხვევაში შრომა უნდა ანაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ, არანაკლებ წინანდელი საშუალო ხელფასისა.

2. ამგვარი გადაყვანა დასაშვებია:

ა) სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად თუ სალიკვიდაციოდ ან მათი შედეგების დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად;

ბ) უბედური შემთხვევების, მოცდენის, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განადგურების ან გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში;

გ) სამუშაოზე გამოუცხადებელი მუშისა თუ მოსამსახურის შესაცვლელად.

3. სამუშაოზე გამოუცხადებელი მუშაკის შესაცვლელად სხვა სამუშაოზე გადაყვანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს კალენდარული წლის განმავლობაში.

კითხვა: რა შემთხვევაში შეუძლია საწარმოს ადმინისტრაციას, ვადამდე შეუწყვიტოს მუშაკს შრომითი ხელშეკრულება?

პასუხი: საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია, ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა:

ა) საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის (სტრუქტურული ცვლილებები და სხვა), მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო;

ბ) თუ გამოვლინდა, რომ მუშაკი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, დაკისრებულ სამუშაოს ასრულებს არასაკმარისი კვალიფიკაციით, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

გ) მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ან შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობის, ან, სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თუ მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედებითი ღონისძიება;

დ) სამუშაოზე გამოუცხადებლობისას დროებითი შრომისუუნარობის გამო ზედიზედ ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით მიცემული შვებულების ჩაუთვლელად; აღნიშნული ოთხთვიანი ვადა არ ვრცელდება შრომითი დასახიჩრებისა და პროფესიულ დაავადებათა დროს, აგრევე, იმ დაავადებებზე, რომლებზეც ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ მკურნალობის უფრო ხანგრძლივი ვადაა დაწესებული;

ე) თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღადგენენ მუშაკს, რომელიც ადრე ასრულებდა ამ სამუშაოს; ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია, მუშაკი მისი თანხმობით გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე. ადმინისტრაცია თავისუფლდება ამ მოვალეობისაგან, თუ მას სხვა სამუშაო არ გააჩნია;

ვ) თუ მუშაკი სამუშაოზე გამოცხადდება არაფხიზელ მდგომარეობაში, ნარკოტიკულ ან ტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ;

ზ) სასამართლოს განაჩენის კანონის ძალაში შესვლის გამო, რომლითაც მუშაკი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით (გარდა პირობითი მსჯავრისა და განაჩენის აღსრულების გადადებისა), ან სხვა სასჯელით, რომელიც ამ სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობას გამორიცხავს;

თ) იმ მუშაკის ბრალეული ქმედების გამო, რომელიც პასუხისმგებელია ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს ქმედება ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს, ან სამუშაო ადგილზე ქონების დატაცებისას (მათ შორის წვრილმანი დატაცების დროსაც), რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ან იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება;

ი) სასამართლოს გადაწყვეტილებით სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში მუშაკის იძულებით გაგზავნის გამო;

კ) დადგენილი წესით მუშაკის ქმედუუნაროდ აღიარების გამო;

ლ) იმ მუშაკის მიერ ამორალური გადაცდომის ჩადენის გამო, რომელიც აღმზრდელობით ფუნქციებს ასრულებს და რაც შეუთავსებელია მუშაობის გაგრძელებასთან;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ნ) დაუშვებელია შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა, გარდა ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


скачать dle 11.3