კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროკავშირმა მევალეების მიმართ რესტრუქტურიზაცია ჩაატარა

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში საფრანგეთისა და გერმანიის ორგანიზებით ჩატარდა, განიხილეს ევროს ზონაში მოსალოდნელი ფინანსური კრიზისების პრევენციის გზები. გავლენიანი ბრიტანული გამოცემის „ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, შემუშავდა რამდენიმეპუნქტიანი შეთანხმება. ერთი პუნქტის მიხედვით, ევროკავშირმა უნდა დაუშვას იმ ქვეყნების ვალების რესტრუქტურიზაცია, რომლებიც გაკოტრების საფრთხის წინაშე არიან. ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების მიერ შემუშავებული ახალი სქემა 2013 წლიდან ამოქმედდება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ამჟამად არსებული მექანიზმი შეწყვეტს მოქმედებას. ამჟამად არსებული ფინანსური მექანიზმის მიხედვით, ევროკავშირი იმ ქვეყნებს ეხმარება, ვისი ვალიც 440 მილიარდი ევროს ფარგლებშია. ამ თანხის ნაწილი სპეციალურ ფონდში საერთაშორისო სავალუტო ფონდს შეაქვს. ახალი მექანიზმის ამუშავების შემთხვევაში რისკის ნაწილი ინვესტორებზე გადადის. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო ობლიგაციებზე ფასებს გაზრდის. ახალ მექანიზმში ჩადებული დათქმების მიხედვით, კრედიტორებსა და ვალის ამღებებსაც შეეძლებათ ვალის დაფარვის პირობების გადახედვა. ადრე ევროზონის ქვეყნები საკუთარი წევრების ვალების რესტრუქტურიზაციაზე არ მუშაობდნენ. პრობლემების ამ გზით გადაწყვეტა არ მოხერხდა საბერძნეთისა და ირლანდიის შემთხვევაში. ამ ქვეყნებს ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 150 მილიარდი ევრო გადაურიცხა.


скачать dle 11.3