კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკას გერმანელი ბანკირების დასჯა სურს

ამერიკის ხელისუფლებამ გერმანული „კომერცბანკის“ მიმართ ძიება დაიწყო. ბანკს ბრალად ედება იმ ქვეყნებში ტრანზაქციების განხორციელება, რომელსაც ოფიციალური ვაშინგტონი ბოროტების ღერძის შემადგენელ ქვეყნებად ასახელებს. იმ შემთხვევაში, თუ „კომერცბანკის“ ამ ქვეყნებთან კავშირი დადასტურდება, გერმანიის სიდიდით მეორე ბანკს მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდას დააკისრებენ. ეს ამერიკის ხელისუფლების მხრიდან ბანკების დასჯის პირველი მცდელობა როდია. მანამდე, ამერიკის მთავრობამ ბანკებს – „ბერკლის“, „ლოიდს“, „სტერიდ სვიზზსა“ და „ეი ბი ენ ამროს“ დააკისრა ჯარიმის გადახდა. ამერიკა გააღიზიანა გერმანული „კომერცბანკის“ მიერ ირანთან გაფორმებულმა კონტრაქტმა ტრანზაქციების შესახებ. ამერიკის ხელისუფლებამ უკვე მიმართა „კომერცბანკს“ ამერიკიდან განხორციელებული ტრანზაქციების გამოკვლევის თაობაზე. ბანკის ხელმძღვანელობამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამერიკის თხოვნას გაითვალისწინებს. ბანკი უარს აცხადებს ჯარიმის ოდენობის დასახელებაზე, რომელიც შესაძლოა, მას დაეკისროს და არც იმას აკონკრეტებს, თუ რომელი რეზერვებიდან გადაიხდის მას. ამერიკის სანქციები მოქმედებს ირანის, კუბის, ვენესუელის, სუდანისა და მიანმის წინააღმდეგ. ტრანზაქციები, რომელიც ამერიკის მტკიცებით, „კომერცბანკმა“ ამ ქვეყნებში განახორციელა, 2002-დან 2007 წლამდე მოხდა. გერმანიის კანონმდებლობით, ეს კანონის დარღვევა არ ყოფილა, რადგან ბანკი ამერიკის დეპარტამენტის აკრძალვებს ოფიციალურად მხოლოდ 2007 წლიდან შეუერთდა. ამერიკის წყრომა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნიდან გადარიცხული ფული ირანმა ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენა.


скачать dle 11.3