ამერიკელებმა „შავ პარასკევს“ 10 მილიარდი დახარჯეს
ამერიკელებმა „შავ პარასკევს“ საყიდლებზე 10 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 0,3 პროცენტით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დახარჯული თანხა. „შავ პარასკევს“ ამერიკელები მადლიერების დღის შემდეგ აღნიშნავენ. ეს მონაცემები საკუთარ საიტზე სააგენტო „შოფერ ტრანკმა“ გამოაქვეყნა. ექსპერტები გაყიდვების ასეთ ზრდას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ რიტეილერებმა თავიანთ პროდუქციაზე ადრე არსებული ფასები შეამცირეს. გასულ წელს ნოემბრის პირველ რიცხვებში იყო გაყიდვების პიკი, როცა ამერიკაში გაყიდვების რაოდენობა 6,2 პროცენტით გაიზარდა 2009 წლის ნოემბრის დასაწყისთან შედარებით. ამავე დროს, ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც „შავ პარასკევს“ მაღაზიებში იყვნენ, 2,2 პროცენტით გაიზარდა. 2010 წლის ოქტომბერში ამერიკის საცალო ვაჭრობის ფედერაციამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ნოემბერსა და დეკემბერში 2,3 პროცენტით გაიზარდა საცალო ვაჭრობა. ამ მონაცემებით, ვაჭრობამ 212 მილიონი დოლარი შეადგინა, როცა ანალოგიური შარშანდელი მონაცემებით, ის 195 მილიონი დოლარი იყო. საშუალო მონაცემებით, ყველა მყიდველმა „უიკენდზე“ დოლარი მაინც დახარჯა. გარდა ამისა, ვაჭრობა გაიზარდა ონლაინ მაღაზიებშიც. ანალოგიური ვითარებაა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც „მეგა“ ორშაბათს – 29 ნოემბერს ვაჭრობის საერთო თანხამ 413 მილიონი დოლარი შეადგინა. „მეგა“ ორშაბათს უწოდებენ ნოემბრის ბოლო ორშაბათს.