კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიწერა მაისურზე გია ცინაძემ გვანცა დარასელიას სახელი და როდის იქნება ის უბედური



როგორც ჩანს, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს ძალიან ბევრი საერთო აღმოაჩნდათ. გია ცინაძემ და გვანცა დარასელიამ ბევრი ისაუბრეს გრძნობებზე, ემოციებზე, ურთიერთობებზე, იმაზე, რაც ადამიანს ყველაზე მეტად აინტერესებს. თუ როგორ მეორე ნახევრებს ისურვებდნენ გვერდით ისინი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გია ცინაძე



– სტანდარტულ შეკითხვებს გვერდს ვერაფრით ავუვლი. მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა იმ ადამიანებთან საუბრის და ამბის გაგების საშუალება, რომლებიც ძალიან მიყვარს და ჩემს მეგობრებად მივიჩნევ, მათ შორის ხარ შენ. ვიცი, რომ დილით, ხუთ საათზე გაიღვიძე და ძალიან გეძინება.

– ასეა. ზუსტად ახლა კრიზისული პერიოდი მაქვს, როდესაც ყველაზე მეტად გეძინება.

– ერთი მომენტი მახსოვს, როდესაც ბათუმში „ბიჭებს და გოგოებს“ ვიღებდით, მაშინ რეჟისორის ასისტენტად ვმუშაობდი, „მის საქართველო“ ტარდებოდა. ინტურისტში ვიყავით ჩვენც და სასტუმროში შეგხვდით. იქ გამოგელაპარაკე შენ და მგონი ნემსიწვერიძე იყო ის გოგო გვარად. ორად-ორი გოგო იყო, მართლაც ძალიან ლამაზი, გითხარით კიდეც, რომ პირველ-მეორე ადგილს გაინაწილებთ-მეთქი. და მგონი, ასეც მოხდა. ის გოგო რაღაც სკანდალში გაეხვა და თქვენ გაინაწილეთ პირველი და მეორე ადგილი ხომ?

– კი ასეა, შენი დასმული დიაგნოზი გამართლდა. მეც ძალიან კარგად მახსოვს ეს შეხვედრა.

– იმ კონკურსის შემდეგ რა შეიცვალა, რა მოხდა შენში და არა მხოლოდ შენს ცხოვრებაში?

– ლათინური ამერიკის რომელიმე ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, მაშინ დღესაც კონკურსებში ვიქნებოდი – „მის ევროპა“, „მის ჩხოროწყუ“, „მის შიდა ქართლი“ და სხვა. იქ თუ ერთხელ გადაწყვიტე და ეს გზა აირჩიე, მაშინ მთელი ცხოვრება ამას უნდა აკეთებდე. ერთხელ არ გამოუვა, წავა და რომელიმე ორგანოს ოპერაციას გაიკეთებს. კიდევ არ გამოუვა, კიდევ რაღაცას იკეთებს. ბოლოს ამ კონკურსების გამოცდილებით აღწევს რაღაცას. „მის სამყაროზე“ რომ ვიყავი, ბევრმა მითხრა, მეათეჯერ ვარ ამ კონკურსზეო. სხვათა შორის, ზუსტად ასეთი ადამიანი გახდა „მის სამყარო“. „მის ვენესუელას“ წარმატებისთვის, ვენესუელის პრეზიდენტმაც კი ძალიან ბევრი რამ გააკეთა. რაც შეეხება ჩემს შეცვლას, ვგრძნობ, რომ საგრძნობლად გავიზარდე. იმ მოკლე გამოცდილებით, რომელიც ცხოვრებაში მივიღე, ერთ, მგონი, ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას მივხვდი – ყველაზე მთავარი ახალი ურთიერთობების, ახალი ადამიანების შეძენა და გაცნობაა. მართლა არ ვიყავი მოწოდებული კონკურსისთვის, ეს დედაჩემის იდეა იყო, რომელიც გავითვალისწინე და სწორადაც მოვიქეცი. უამრავი რამ ვისწავლე. უკვე შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ისეთი რაღაცეები მოხდა, რაც ძალიან მომეწონა.

– მხოლოდ მოდელი, რომელიც ვიღაცისთვის მასალაა – არ იყავი. ცხოვრებაში რომ ადამიანები მოგწონს და თან ძალიან ლამაზია, ასეთი აზრი დამრჩა შენზე. მითხარი რითი ხარ დაკავებული, როგორია შენი დღე?

– ყველას ჰგონია, რომ დღეგამოშვებით, დილის ხუთ საათზე ვდგები, მივდივარ სამსახურში სამი საათით, ვიღაცის დაწერილ ტექსტებს ვკითხულობ, მოვდივარ და ვიძინებ. სირთულეს მხოლოდ ადრე გაღვიძებაში ხედავენ, არადა ეს ყველაზე იოლია ჩემს საქმიანობაში. წინა დღით, ღამის პირველ-ორ საათამდეც კი ვარ სამსახურში. ვფიქრობ თემაზე, სტუმრებზე. ნიუსების გარდა, ყველაფერი რასაც ვკითხულობ, ჩემი დაწერილია. ეს უდიდესი შრომაა. უზომოდ მიხარია, როდესაც ამას მიფასებენ. უფრო მეტად მსიამოვნებს, როდესაც მეუბნებიან, რა კარგი თემა გქონდაო, ვიდრე ის, რა კარგად გამოიყურებოდიო.

– მახსოვს, შენთან სტუმრად რომ ვიყავი, ძალიან კარგი აურა დამხვდა, რაღაც შინაურული, რაც შენი დამსახურებაა.

– ძალიან კარგი გამოვიდა. „კოსმო“ რუბრიკაში ცნობილ ადამიანებს საკუთარი თავი უნდა დაეხატათ და ფსიქოლოგებს გაერჩიათ მისი ფსიქოტიპი. შენ და ზალიკო სულაკაური იყავით. მახსოვს, როგორი პატარა და საყვარელი დახატე საკუთარი თავი, ყურები არ გქონდა, ბლანჟე – კი.

– უფრო მეტი რაღაც „გაარტყა“ იმ ფსიქოლოგმა, მაგრამ რაღაცეები ვერ გამოიცნო. იმას რატომ არ ამბობ, მაისურზე რა დავიწერე?

– მაისურზე დააწერა გვანცა (მე მომმართავს – ს.გ.) და იმ ქალმა ამას კომენტარი არ გაუკეთა.

– იმ წუთას მომივიდა ისეთი იმპულსი, რომ შენი სახელი დამეწერა და მგონი, ეს ყველაზე კარგი თემა იყო, რაც ფსიქოლოგს შეიძლებოდა „წამოეკიდებინა“. შეიძლება, ვერც დაინახა.

– ძალიან კარგი ნახატი იყო, პატარა ტანი და დიდი თავი გქონდა. ტრუსები გეცვა. (იცინიან) ერთი სიტყვით თემას დავუბრუნდეთ. გარდა ამისა, ვსწავლობ თეატრალურში, ტელე-რადიოს წამყვანი ჟურნალისტის სპეციალობაზე.

– სიყვარული გიყვარს?

– კი, სიყვარული ძალიან მიყვარს, მაგრამ კონკრეტული პიროვნება – არა. რატომღაც ისე მოხდა, რომ ღრმა და სერიოზული გრძნობა არავის მიმართ მქონია.

– და რატომ, შენ ხომ ლამაზი გოგო ხარ?

– ეს რამე შუაშია ერთმანეთთან?!

– ამ შემთხვევაში გარეგნობა არ მიგულისხმია. შიგნითაც ხომ ლამაზი ხარ.

– ჩემი ბრალია, რომ ასე ხდება. ვერ ვიტყვი, არ გამიმართლა ან რაღაც მსგავსი. მართლა არ ვიცი რატომ ხდება ასე.

– რატომ გგონიათ გოგონებს, რომ თქვენთან ურთიერთობაში მაინცდამაინც ბიჭმა უნდა იაქტიუროს?

– სულაც არ ვფიქრობ ასე. არ მომწონს, როდესაც ამბობენ, ბიჭმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, ბევრი გირეკოს, შენ კი ყურადღება არ უნდა მიაქციოო. პირიქით.

– კარგი, მაგრამ ვთქვათ, ბიჭი მოგეწონა, სახლში მიდიხარ და მაინც მასზე ფიქრობ. იგრძნობს ის შენს ამ დამოკიდებულებას?

– რა თქმა უნდა, აუცილებლად იგრძნობს...

– აბა, მე რატომ ვერ ვიგრძენი დღეს?

– (იცინიან) ჯერ არ წავსულვარ. აი, როგორ იჩქარე. რომ გახვიდოდი, მერე მივხვდებოდი როგორ მომეწონე და შენ ამას იგრძნობდი.

– ვხუმრობ, რა თქმა უნდა, თორემ ჩემი მეგობარი ხარ და შენგან სითბოს სულ ვგრძნობ.

– რაც შეეხება სიყვარულს, რაღაც ეტაპებზე მგონი, ძალიან ბევრი განვსაჯე გონებით, თუ რაღაც მსგავსი გავაკეთე და ის ურთიერთობა დავამთავრე. ახლა ამას საერთოდ არ ვნანობ. არ ვარ იმ ასაკობრივ ზღვარზე, რომ ვინანო, ეს რა დამემართა-მეთქი. თან მგონია, რომ ცხოვრების ჩემს სტილს ვერავინ გაუძლებს. როგორ უნდა აიტანოს ადამიანმა ის, რომ მისი საყვარელი ქალი ღამის ორ საათზე გამოდის სამსახურიდან?!

– მე კიდევ ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვინც შენს გვერდით იქნება და ამ ყველაფერს ვერ გაუძლებს.

– როდესაც ახლობლის გვერდით ვარ, მინდა მასთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო, ხშირად დავურეკო, ესემესი მივწერო. არადა, როდესაც სამსახურში ვარ ჩემს გარშემო ყველაფერი მავიწყდება. სრულიად ვითიშები.

– ეს იმიტომ, რომ შეყვარებული არ ხარ. როდესაც იქნები, შუა მუშაობაში მხოლოდ იმიტომ გახვალ ყავის დასალევად, რომ საყვარელ ადამიანს ერთი დიდი ესემესი მისწერო.

– ალბათ, ასე იქნება, მეც მიფიქრია. ეტყობა, უბრალოდ მიზეზებს ვეძებ, თორემ თუ მართლა შემიყვარდა ყველაფრისთვის ვიპოვი დროს. არაფერსაც არ დავიკლებ. (იცინიან).

– შენთვის რა არის სიყვარული? რას მოიცავს ეს სიტყვა შენში? იქნები სიყვარულში თავისუფალი?

– რთულია ეს კითხვა ჩემთვის, არავინ მყვარებია. წარმოდგენაში კი ისეთ სურათს არ ვხატავ, როგორც კინოებშია. ის, რაც კინოებშია, ძალიან ხანმოკლეა. იდეალური და ყოვლისმომცველი სიყვარული ალბათ არ არსებობს.

– როგორი სიყვარულის დროს იქნები ბედნიერი? ძალიან სასაცილო რაღაცას გეტყვი, ზოგი მაშინ არის ბედნიერი თუ მანქანას აჩუქებენ, ზოგი კი მაშინ თუ ყოველ დილით სახლიდან გასვლის წინ შეყვარებული ისეთი სახით უყურებს ან კოცნის შუბლზე, რომ ყველაფერს ავიწყებს.

– კარგი, თუ ამ მიმართულებით მივუდგებით, მატერიალური თემები აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ. ასეთები ბევრი არიან, მაგრამ ჩემს სამეგობრო წრეში – არა. იცი რა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სითბოა. ძალიან ბევრ სითბოს გავცემ და თუ ის არ დამიბრუნდა, ძალიან ცუდად ვარ. თუ ეს არ მივიღე, მორჩა. ყურადღება, მოფერება – ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია.

– ვფიქრობ, სიყვარული თვალებში ყურება, ხელზე მოფერება, თმაზე კოცნაა და ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სექსი. სექსი ბევრია, სიყვარული ძალიან ცოტა. კონკრეტულად შენზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მგონია, რომ გოგოებს არ შეუძლიათ, იმდენი სითბოს გაცემა რამდენიც ბიჭებს. ან საკუთარი თავიდან გამომდინარე ვამბობ ამას, რადგან ძალიან თბილი და ყურადღებიანი ვარ, უზომოდ. მერე თუ რაღაც მთავრდება, იმ ურთიერთობაში იმდენი ენერგია მაქვს ჩადებული, რომ უზომოდ მტკივნეულად განვიცდი.

– ყოფილან ჩემს ცხოვრებაში ადამიანები, აბსოლუტურად რომ ვერ გამოხატავენ სითბოს. არა იმიტომ, რომ არ უყვარხარ, პირიქით. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია სითბოს გამოხატვა, ასეთი უნდა ამიტანოო. მე ვერ ავიტანე. არ შემიძლია, ასე – ყოველდღე რომ ადამიანს ნახულობ და მაინც ჩახუტება გინდა, რომ არ გყოფნის და უცებ უაზროდ გხვდება, ხელსაც არ შემოგხვევს.

– ჯიგარი ხარ, გვანცა. ძალიან მაგარია. არსებობს ადგილები, სადაც ჯიბეში ხელის ჩაყოფა მიიჩნევა ცუდ ტონად, მაგრამ თუ იქ შეყვარებულთან ერთად ვარ, მავიწყდება სად ვარ და შეიძლება ისეთი რაღაცეები გავაკეთო, რაც მარტო საძინებელში უნდა ქნა. ეს არის მაგარი, როდესაც სიყვარული დროს, ადგილს და რაღაც ქცევის წესებს გავიწყებს.

– ერთი შეხედვითაც შეუძლიათ გაგაბედნიერონ, მაგრამ ის მზერაც, რომ არ არის?! სამაგიეროდ, ასეთი ადამიანები არაჩვეულებრივად გამოხატავენ უარყოფითს. ისეთ სახეს შეგიკერავენ, ჯობდა დანა დაერტყა. ესეც ალბათ კომპლექსია. მაგრამ არ მინდა ასეთი ტიპი გვერდით.

– მართალია. რად გინდა?! შენ გჭირდება ადამიანი, რომლისგანაც შენგან გაცემული სითბოს მინიმუმს მაინც მიიღებ. ეს არის იდეალური სიყვარული, სიცოცხლის ბოლომდე.



ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გვანცა დარასელია



– ბოლოდან დავიწყოთ. ასეთი სიყვარული მართლა სიცოცხლის ბოლომდეა?

– კი. სიბერემდე. ამაში დარწმუნებული ვარ. თუ გოგოსთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, ათი წელია ერთად ვცხოვრობთ და უცებ ვიღაც მომეწონა, შეიძლება გავგიჟდე. ჩავთვლი, რომ ძალიან უბედური ვარ.

– ზღვაზე რა ხდებოდა, გქონდა ახალი ფლირტი?

– ზღვა ის ადგილია, რომელიც ძალაუნებურად განგაწყობს ახალი ურთიერთობებისკენ. ამ ზაფხულსაც მქონდა სიყვარული, რომელიც სხვათა შორის, სხვა ჩემი გრძნობებისგან განსხვავებით, ცოტა გრძელვადიანი ურთიერთობებიდან მოვიდა. არადა, მეგონა კი არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნამდვილი და დიდი სიყვარული ერთი ნახვით მოდის. ზუსტად ასე დაიწყო ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული.

– რამდენი წლის ხარ?

– ოცდათორმეტის.

– რაა?! არ არსებობს.

– აუ, ისე გაუკვირდა, ესე იგი შენთან შანსი აღარ მაქვს. (იცინიან).

– ვერასდროს წარმოვიდგენდი. მართლა არ გეტყობა, ამიტომ ჩემგან ძალიან დიდ კომპლიმენტად მიიღე ეს.

– ამ ბოლო დროს ამას ხშირად მეუბნებიან და მგონი, ვხვდები ამის მიზეზს. ყველა მყუდროსთან მაიგივებს, რომელიც ჩვეულებრივი ბავშვია.

– ოცდათორმეტი წლის მყუდრო არაფერში ჯდება. (იცინიან) არ ჰგავხარ ამხელას. როგორ ხარ ასეთ ფორმაში?

– აუ, საერთოდ არ ვარ ის ტიპი საკუთარ ფიგურაზე და გარეგნობაზე ძალიან რომ ზრუნავს. ვჭამ ძალიან ბევრს, უბრალოდ, არ მეტყობა. გასუქება, რომც დავიწყო მაინც არ გადავალ დიეტაზე. მიმაჩნია, რომ მამაკაცისთვის ფრჩხილების გაკეთება ნორმაა, მე ფრჩხილებსაც არ ვიკეთებ. მშვენივრად მაქვს ისედაც.

– ჭამა გიყვარს?

– ძალიან. გემრიელად ჭამაზე ვგიჟდები. თან მაგარ რაღაცეებს ვაკეთებ. მაგ ამბავში მაგარი ტიპი ვარ და მერე მეგობრებს ვუმასპინძლდები ხოლმე.

– ისევ ასაკიდან გამომდინარე. რატომ ხარ მარტო?

– არ ვიცი. ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ იმაზე, რა მინდა. უფრო სწორად, დიდი ხანია მივხვდი, მაგრამ ამ ბოლო დროს დავიჯერე, რომ ეს ვარ მე და არ არის საჭირო ზედმეტი ენერგიის დახარჯვა ადამიანებზე. ბევრჯერ გამიგია საკუთარ თავზე, რომ არ შემიძლია ერთი ადამიანის სიყვარული, მრავალმხრივი ვარ და სხვა. ეს არ არის სიმართლე. პირიქით, საშინლად „ადნალუბი“ ვარ. როდესაც „ის“ სიყვარული მოვა, შემიძლია, ის ქალი სიკვდილამდე მიყვარდეს. სიბერემდე არ ვუღალატებ. ალბათ, იმიტომაც არ ჩანს ჯერ, რომ ის ისეთი ძვირფასია, ლოდინი სჭირდება. იმ ემოციებს სულ ვიღებ, რაც სიყვარულს მოაქვს, მაგრამ იმ ერთს მაინც ველოდები. შეყვარებული არა, მაგრამ „შეყვარებულიკები“ სულ არიან.

– ეს გარკვეული გამოცდილება არის შენთვის? ანუ ამ ყველაფერში შენ იმ ერთს ეძებ?

– არა, არ ვეძებ. ის ვიცი, როგორიც არის. მას ისევე უნდა შეეძლოს სითბოს გაცემა, როგორც მე შემიძლია. უფრო ღრმა და სასიამოვნო გრძნობაა, რომელიც ურთიერთობიდან მოდის, ეჩვევი და რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ გიყვარს. ეს ურთიერთობები მაინც არის გარკვეული გამოცდილება, რომლითაც ჩემი ცხოვრება იწერება.

– შედარების მომენტი თუ გაქვს ხოლმე?

– არა. ის ადამიანები, ვინც მიყვარს მართლა მიყვარს. ყველაში მიყვარს რაღაც. მხოლოდ ინტიმური ცხოვრება კი არ არის ჩემთვის გამოცდილება, მასთან ურთიერთობაც. მგონი, ამით ვცოცხლობ. ძალიან მიყვარს ის ადამიანი, ვინც ჩემში გრძნობებს გამოიწვევს.

– წეღან თქვი, უბედური ვიქნები, თუ ათწლიანი, ძალიან კარგი ურთიერთობის შემდეგ ვიღაც მომეწონაო. ამ შემთხვევაში რას იზამ, დაანგრევ ამ ურთიერთობას? თან ხვდები, რომ ხარ იმ ასაკში, როდესაც კიდევ რაღაც ახალის თავიდან დაწყება თითქმის შეუძლებელია.

– კი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაშენები გრძნობის დანგრევა საშინლად მტკივნეული იქნება, მაინც დაშორების მომხრე ვარ. ამით საკუთარ თავს კი არ ვუქმნი კომფორტს, უბრალოდ, არ მინდა ტყუილში ვიცხოვრო და ტყუილში ვაცხოვრო ის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა. დაშორება აუცილებელია. თუ აღარ მინდა მასთან ერთად ცხოვრება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ მიყვარს. მიყვარს და პატივს ვცემ, ამიტომ სხვადასხვა გზით უნდა წავიდეთ და ამით ისიც უფრო თავისუფალი გახდება. ამ ტყუილში ცხოვრება უნდა გაფანტო. სულ რომ ათი შვილი მყავდეს, მაინც ასე მოვიქცევი. ეს უპატივცემულობაა. მაგრამ, რატომ ვლაპარაკობთ ამაზე?! არ ჯობია ასი წელიწადი შეყვარებულები ვიყოთ?!

– მოდი, მეგობრებზე მითხარი. ბევრი ვისაუბრეთ სიყვარულზე. პირადად მე თითქმის ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს მეგობრებთან, მათგანაც სიყვარულს, ყურადღებას და სითბოს ვითხოვ, რადგან თავად ასე ვიქცევი. შენ?

– ზუსტად ისეთივე მეგობარი ვარ, როგორიც შენ. ხომ წარმოიდგინე ჩემი ხასიათი? ეს უკვე ხასიათში მაქვს გადასული. ხშირად ისეთი აუტანელი მეგობარი ვარ, იმდენ რამეს ვითხოვ, რომ მეგობრებს ჩემი ატანა აღარ აქვთ. ვჩხუბობთ, ვკამათობთ და მერე რამდენიმე დღე ჩემი დანახვა არ შეუძლიათ. მაგრამ ესეც ძმაკაცობით და სიყვარულით მომდის. როგორც ცოლებს „უხურებენ“ ისე მომდის ხოლმე. (იცინიან) მათ რომ მოუსმინო, ალბათ აუტანელი ვარ. მაგრამ, ცხოვრება რომ მიადვილდება, ჩემი მეგობრების და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც მიყვარს.

სალომე გველესიანი


скачать dle 11.3