კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მაინტერესებს 8-10 წლის მოდელებს შორის – „რავ-4“ და „სუზუკი გრანდ ვიტარა“, რომელს რა უპირატესობები და სუსტი წერტილები აქვს და რომელი უფრო კარგია მოძრაობისას?

პასუხი: არც ერთი ეს ავტომობილი, საერთო ჯამში, ცუდი არ არის. მაგრამ, თუ ამ ორ ავტომობილს ერთმანეთს შევადარებთ, გეტყვით, რომ „რავ 4“ თითქმის ყველა წვრილმანი კომპონენტით სჯობნის. ანუ, „გრანდ ვიტარას“ სუსტი დეტალები აქვს. „რავ 4“ გამძლეობითაც უკეთესია, წვითაც, პრაქტიკულობითაც და სხვა. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, გეტყვით, რომ ხიდის ჩასართავად „გრანდ ვიტარას“ ბამპერში დამატებითი მოწყობილობა აქვს. ეს არის ვაკუუმის ძრავა, რომელიც წინა ხიდის ჩასართავად უნდა ჩაირთოს და მეორე ხიდი წაიყვანოს. ანუ, ეს არის დამატებითი დეტალი, რომლის დაზიანების შემთხვევაშიც, წინა ხიდი არ გვექნება. ელემენტარულად, წინა ბამპერი ოდნავ რომ დაზიანდეს, ეს პრობლემის მანიშნებელია, ანუ დეტალი მწყობრიდან გამოდის. მსგავსი წვრილმანი გაუმართაობა „რავ 4-ის“ შემთხვევაში, წარმოუდგენელია. ეს, სულ ერთი, პატარა მაგალითია და, თუ ამ მაგალითს განვაზოგადებთ, ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას მთლიანად ავტომობილის დასახასიათებლად.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა-სიარვი“, რომელსაც ძრავას ღვედი გაუწყდა. ხომ არ დააზიანებდა ეს ავტომობილის სხვა რომელიმე დეტალს და პრობლემის აღმოსაფხვრელად, საკმარისი იქნება თუ არა მხოლოდ ახალი ღვედის შეძენა და შეცვლა?

პასუხი: თქვენ კითხვა არასწორად გაქვთ დასმული. ძრავას რამდენიმე ტიპის ღვედი აქვს, თითოეული თავისი კონკრეტული დანიშნულებით. ზოგიერთი მათგანის გაწყვეტა ან დაზიანება, ნაკლებ პრობლემას წარმოქმნის, ზოგიერთის კი, ძალიან სერიოზულ პროებლემებამდე მიგიყვანთ. მაგალითისთვის, თუ გაწყდა ღვედი, რომელიც გენერატორს და იმავდროულად, წყლის პომპას აბრუნებს და ეს დროულად შეამჩნიეთ (ამას მიგანიშნებთ ხელსაწყოების დაფაზე წითელი ნათურა, რომელსაც აკუმულატორის გამოსახულება აქვს. სწორედ ეს ნათურა აინთებოდა), მაშინ საპრობლემო არც არაფერია. ღვედის შეცვლით პრობლემა აღმოიფხვრება. იგივე შეიძლება ითქვას, თუკი თქვენი ავტომობილი საჭის ჰიდროგამაძლიერებლითაა აღჭურვილი და მისი ბრუნვაში მომყვანი ღვედი გაწყდება. იმ შემთხვევაში, თუ ეგრეთ წოდებული „ზუბჩატი რემენი“, ანუ ძრავის კბილებიანი ღვედი გაწყდა, მაშინ პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ჟურნალის მთელი ორი გვერდი დასჭირდება იმ დეტალების ჩამოთვლას, რაც ამ შემთხვევაში დაზიანდებოდა. რიგ ავტომობილებში, მაგალითისთვის „ჰონდას“ მოდელების თითქმის 95 პროცენტში ამ ტიპის ღვედის გაწყვეტა თითქმის არაფერს დააზიანებს. უბრალოდ, მის შესაცვლელად, უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე გენერატორის ღვედის შეცვლას მოანდომებდით. ავტომობილის შეძენისას, ჩვენ ასეთ ნიუანსებს, რა თქმა უნდა, არ ვითვალისწინებთ და ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ მანამ, სანამ კონკრეტული პრობლემის წინაშე არ დავდგებით. კარგი იქნებოდა, ამა თუ იმ მოდელის შეძენამდე, ამ საქმის პროფესიონალებს გამოკითხოთ ინფორმაცია მსგავს დეტალებზე. აქვე გეტყვით, რომ ავტომობილის ეკონომიურობა, ანუ იაფი შესანახია ის თუ არა, სწორედ ასეთ ნიუანსებზეა დამოკიდებული.




скачать dle 11.3