კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ასხამენ ძრავაში ზეთის „შეჭმის“ წინააღმდეგ და რა შემთხვევაში მუშაობს ის

მევლუდ მელაძე დღეს იმ ავტომობილებზე ისაუბრებს, რომელთა ძრავასაც გარკვეული რესურსი უკვე ამოწურული აქვს და ძრავაში ზეთი იკლებს. რა იწვევს კონკრეტულად ზეთის კლებას და შესაძლებელია თუ არა ამა თუ იმ „ფხვნილებით“ მისი შეჩერება, ამის შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ.

მევლუდ მელაძე: გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძრავას რესურსი ამოეწურება და მისი დეტალების ცვეთა მიდის. მაგალითად, თუნდაც დგუშის ბეჭდები, იგივე „კოლიცოები“. ისინი ფუჭდება და ძრავა ზეთის „ჭამას“ იწყებს. ასეთი ძალიან ბევრი მანქანა დადის საქართველოში. თავიდან აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ, რაც უნდა ახალი იყოს მანქანა, აუცილებლად, დროულად უნდა გამოიცვალოს ზეთი და თან, ხარისხიანი ჩაასხათ. რეკომენდებულია, რომ ზეთი ყოველი გავლილი 10 ათასი კილომეტრის შემდეგ შეიცვალოს, მაგრამ რეალურად, ხუთ-ექვს ათასზე გამოცვლაა ნორმალური. თან, აუცილებლად, მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული, ანუ სინთეტიკური ან ნახევრად სინთეტიკური ზეთი უნდა მოიხმაროთ. თუ მანქანა უკვე ძველია, 200 ათასი ან მეტი აქვს გავლილი, შესაბამისად 5-6 ათასზე ნორმალური კი არა, აუცილებელია ზეთის შეცვლა. თუმცაღა, ამ დროს უკვე იწყებს ძრავა ზეთის „ჭამას“, ოღონდ, არა ისე, რომ ათას კილომეტრზე ერთი ლიტრი ზეთი მოიხმაროს. ცოტ-ცოტას უკვე „იკლებს“.

ძრავაში მუშაობს დგუში, რომელზეც არის „კოლიცოები“. სწორედ მათ ამოაქვს ზეთი ცილინდრში და ახდენს მათ შეზეთვას. როდესაც ის „კოლიცო“ დამჯდარია, ამოწურული აქვს რესურსი და ცილინდრსა და დგუშს შორის ღარი რჩება, ის ზეთი ამოდის და ფეთქების დროს საწვავთან ერთად იწვება. თავიდან ეს ღარი შესაძლოა, თვალისთვის შეუმჩნეველიც იყოს, მაგრამ ზეთის მალე დაკლებასთან ერთად, მიხვდებით, რომ ძრავაში პრობლემაა. მაგალითად, „ჟიგულების“ ძრავას ჰქონდა 150-ათასიანი გარანტია. ამ მანძილის გავლის შემდეგ, ძრავა გასარემონტებელია – „კოლიცოები“, „ვკლადიშები“ იცვლება. უცხოური – იაპონური, ევროპული მანქანების შემთხვევაში, რესურსი და გარანტია 500 ათასი მაინც არის. თუმცა ზოგ მოდელს, მილიონიც კი აქვთ. იმასაც აქვს მნიშვნელობა თუ როგორ უვლიდა მანქანას ყველა მისი პატრონი. ზეთის დროულ შეცვლას ვერც წარმოიდგენთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს.

– რაც შეეხება სპეციალური სითხეების ჩასხმას, იმ შემთხვევაში, თუ ზეთი ჟონავს.

– თუ ავტომობილს უკვე ის პრობლემები აქვს, რაზეც ზემოთ ვისაუბრებთ, მაშინ ვერანაირი სითხე, „კოლიცოებს“ ვერ გაამთელებს და ძრავაში გაჩენილ ღარს ვერ ამოავსებს. მაგრამ, თუ ზეთი კარტერიდან ჟონავს, ანუ იქიდან, სადაც ზეთი ასხია და მისი ძრავაში ამოტანა ხდება, მაშინ საქმე სხვაგვარად არის. კარტერს აქვს „პრაკლადკა“, რომელიც შესაძლოა, გადაიწვა, ან თვითონ კარტერია გატეხილი და ზეთი იქიდან ჟონავდეს. ანუ, ეს მხოლოდ გარეგნული დაზიანების შედეგად ხდება. ზეთმა შეიძლება გაჟონოს ასევე „სალნიკების“ გამო. ეს არის რკინის შემცველი რეზინის რგოლები, რომლებიც შესაძლოა ჯდება და იქიდან ზეთი ჟონავს. ეს არის შემთხვევები, რისთვისაც ამ სითხეებს იყენებენ. არადა, ბევრჯერ გამიგია, მანქანამ ზეთის „ჭამა“ დაიწყო, რაღაცას ჩავასხამ და უშველისო. ეს მცდარია.

– ანუ, არ ურჩევ მის გამოყენებას მძღოლებს.

– პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ რეალურად ეს არ შველის. რაღაც მომენტში, თუ მაგალითად, ცვეთა ახალი დაწყებულია, მაშინ შეგიძლიათ, ეს საშუალება გამოიყენოთ და რაღაც დროით მაინც გადადოთ შერემონტება. ეს არის კბილის პასტის მაგვარი მასა, რომელიც ლითონის ნაწილაკებს შეიცავს და როდესაც ძრავაში ხვდება, კედლებს ედება და ავსებს. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვეთა ახალი დაწყებულია და თან, დროებითი შეღავათია. „კოლიცოები“ თუ დაჯდა, ის უნდა შეიცვალოს.

– ვიცი, რომ მანქანის ფასი სერიოზულად ეცემა, თუ ძრავა გარემონტებულია.

– ძირითადად, დამოკიდებულება ასეთია, მაგრამ თუ ძრავა კარგად არის აწყობილი, კარგი ხელოსნის ხელში იყო, მაშინ პრობლემა არ არის. გააჩნია, როგორ რემონტზე ვსაუბრობთ. შეიძლება შეკეთების დროს მხოლოდ „კოლიცოები“ შეიცვალოს და არის, როდესაც ცილინდრი იჩარხება. მაგრამ, აქაც არსებობს გარკვეული ზღვარი, როცა, ცილინდრი აღარ იჩარხება. ანუ გათხელებულია. მაგალითად, „ჟიგულის“ ძრავას ცილინდრს სამზე მეტჯერ ვერ გაჩარხავდი. ამის შემდეგ უკვე ბლოკიც შესაცვლელი იყო. ალბათ, აქედან მოდის ეს დამოკიდებულება. რაც შეეხება უცხოურ მანქანებს, მაგალითად „მერსედესს“, რომელიც მილიონი კილომეტრის გავლაზე იძლევა ძრავას გარანტიას, მსგავს შემთხვევაში, სულაც არ სჭირდება რემონტი. მაგრამ, თბილისში მოხმარებული მანქანების შემთხვევაში, ეს ზღვარი იწევს, რადგან ძრავა ძირითადად მაღალ ბრუნზე მუშაობს.


скачать dle 11.3