კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აკეთებს ანუკა ქებურია შვილის გამოვისი მოფერება გაუხდა სანატრელი გიორგი გურგულიას და რას ვერ

ანუკა ქებურიას ცნობილი ოჯახის შესახებ, სადაც ყველა წარმატებული და ნიჭიერია, ხშირად გიამბობთ, თუმცა ამ ოჯახში კიდევ ერთი ადამიანი აღმოვაჩინე – გიორგი გურგულიაა ანუკას ბიძა თუ ანუკაა გიორგის დეიდაშვილის შვილი... მოკლედ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ერთმანეთთან ბევრი აქვთ სასაუბრო.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ანუკა ქებურია

– შეიძლება, ცოტა ბანალური კითხვით ვიწყებ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველას აინტერესებს: რა ხდება შენს ცხოვრებაში შემოქმედებითი თვალსაზრისით, ამჟამად რაზე მუშაობ და, საერთოდ, რა გეგმები გაქვს?

– საინტერესო კითხვაა, რადგან თვითონ არ ვიცი. ბოლოს იყო ფილმი, რომელზეც სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში ვიმუშავე მოსკოვში – კომედიაში ვითამაშე ერთ-ერთი მთავარი როლი. ჩემთან ერთად იყო მიშა მესხი და გიალია – არის ჩვენი ერთი სარდაფის მსახიობი, რომელიც ახლა მარჯანიშვილში მუშაობს. მოსკოვში რეჟისორები არიან ძმები, ვინც ცნობილი ფილმი – „ჩორნი ბუმერი“ გადაიღეს. მათი გვარი არაფერს არ გეტყვით. იმდენად დავშორდით რუსულ კინოს, ვიღაცაზე რომ მეტყოდნენ – აუ, ეს ისეთი ცნობილი მსახიობიაო, – გონზე არ ვიყავი, ვინ იყო. დღევანდელ რუსულ კინოში ვინ თამაშობენ, საერთოდ არ ვიცი.

– რატომ გადაწყვიტეს, რომ სამი ასეთი სახასიათო ქართველი აეყვანათ როლებზე?

– ქართველებს ვასახიერებთ. თავიდან სცენარი გაკეთებული იყო ისე, რომ სომხები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მათი წაყვანა უფრო ადვილია იქ. მერე გადაწყდა, რომ ქართველები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ტიპაჟები ვერ იპოვეს, ჩამოვიდნენ აქ და მაგრად იწვალეს ჩვენს წაყვანაზე – მგონი, პრეზიდენტის ბეჭედი სჭირდება, საქართველოდან მსახიობის გაყვანას. ამდენს არავინ არ წვალობს ხოლმე და, უბრალოდ, სცენარს ცვლიან. მოკლედ, იწვალეს და წაგვიყვანეს. ეს არის ფილმი კომედია, „ბაბლო“ ჰქვია, ფულიდან („ბაბკი“) მოდის ეს სახელწოდება. სცენარის მიხედვით, ბოროტი ქართველები რუსულ მილიციას მილიონ ევროს – დანომრილ ფულს ჰპარავენ, რომელიც „ვზიატკაზე“ მიაქვთ ვიღაცეების დასაჭერად. ერთ-ერთი „პრასტიტუტკა“ მძღოლს გაართობს და ესენი ფულს იპარავენ. იპარავენ და იქ იწყება საგიჟეთი. მე ვთამაშობ მათ „კრიშას“.

– გაი რიჩის სტილის კრიმინალური კომედიაა, როგორც მივხვდი.

– ზუსტად.

– ქურდების „კრიშა“ ხარ?

– (იცინის) ჰო, ქურდების ქურდი ვარ. სხვათა შორის, ფინალი მოჭრეს. ისე გამოდიოდა, რომ ლონდონში ჩამყავდა ეს მილიონერი, ჩემს „ნაშას“ ჩამოჰყავდა და მე ტაქსისტის ადგილას „ვეჩითებოდი“, ანუ, ყველაზე „კრუტოი“ ქართველი გამოდიოდა და ეს უკვე აღარ აწყობდათ. თან ვიღაცამ აღარ დააფინანსა და ლონდონის გადაღებაც ჩაიშალა. თორემ, ნინასთანაც ჩავიდოდი (ანუკას დეიდა – ავტორი).

– ნინასთან ძალიან ხშირად ჩავდივარ.

– იყო პერიოდი, მეც ხშირად ვაკითხავდი. ამერიკაში ჩამომაკითხა, ხომ იცი?! ნიუ-იორკში ჩავედით მერე ერთად, ჩემს მილიონერ ბავშვობის ძმაკაცთან, რომელიც იქ ცხოვრობს დიდი ხანია.

– ახლა არ გაქვს რამე საინტერესო შემოთავაზება?

– ახლახან სერიალიდან დამირეკეს, „კა-17-დან“, რომელიც „პირველ არხზე“ გადის. საერთოდ, ბოლო ხანს ქართულმა კინომ, რაღაც, დამივიწყა, ამასაც თავისი მიზეზებიც აქვს, ალბათ.

– უცხოელებისგან შენს ტიპაჟზე ასეთი მოთხოვნაა და ქართველები რას შვრებიან ამ დროს?

– არ ვიცი. ლენინგრადელებმა რომ გაიგეს მოსკოვში ვიყავი, ეგრევე დამირეკეს და მთხოვეს როგორც კი მოიცლი, იქნებ ჩამოხვიდეო. მაგარი საჩუქარია ჩვენთვის, აქ რომ ხართ და ჩამოდითო. დიდი ბიუჯეტი არ ჰქონდათ, მაგრამ მაგარ სასტუმროში მაცხოვრეს და თან გადამყვნენ. იქ, საერთოდ, იციან მსახიობის მოვლა – კარგად გექცევიან და გრძნობ, რომ შენს შრომას აფასებენ. არადა, მართლა კოშმარული შრომაა, ყინვებში გვქონდა გადაღებები.

– რამდენ ხანს გრძელდებოდა გადაღებები?

– ორი თვე. ნიუ-იორკიდან ჩამოვფრინდი თბილისში და იმ დღესვე გავფრინდი მინსკში, მინსკიდან კი – მოსკოვში. ორმოცი საათი ვიყავი ცაში და შემდეგ სამდღიანი გაუჩერებელი გადაღება მქონდა. საშინელება იყო, მკლავთ თუ რას მიშვრებით-მეთქი? ზომბივით ვიყავი, რომ ჩავედი: აეროპორტებში ჯდომა, აკლიმატიზაცია, წნევების ცვლა და ყველაფერი უბედურება მქონდა გადატანილი. ამათაც, დილის რვიდან რომ დამიწყეს გადაღება, შუაღამისას დავამთავრეთ.

– მსახიობის ცხოვრების ხიბლიც ალბათ ესაა – შეიძლება, დიდხანს არაფერს აკეთებდე და ერთ კვირაში სიქა გაგაცალონ.

– ზუსტად. შეიძლება ოთხ კინოში მიყოლებით გადაგიღონ. მერე ისმის დაპირებები, რაც ლენინგრადშიც იყო: „აი, დიდ კინოს რომ დავიწყებ, აუცილებლად დაგირეკავთ...“ საერთოდ, ლენინგრადელებს ყოველთვის ნაკლები ფული აქვთ მოსკოველებთან შედარებით.

– ახლა გამახსენდა ჩემი პირველი ჩვენება, შენ რომ ზრუნავდი მის მუსიკალურ გაფორმებაზე. გიორგის ძალიან უყვარს მუსიკა (მე მომმართავს – ავტორი), გადასარევად ერკვევა ამაში, აქვს ძალიან სერიოზული დისკები. რუსულ სილუეტზე სწორედ გიორგიმ შემირჩია მუსიკა და მაგარი იყო. ახლაც მინდოდა, მაგრამ, არ იყო თბილისში, არ ეცალა.

– ძალიან მაგარი რაღაცეები მაქვს ლეპტოპში, რომელსაც რაღაც სჭირს. ვერც ვანებებ თავს და ვერ ვაგდებ. ლონდონის ბოლო მუსიკები მაქვს იქ და, თან, ვერც ვიცლი ამისთვის. ამ კომპიუტერულ ტექნიკებში ხომ საერთოდ ვერ ვერკვევი და, მოკლედ, მჭირს ერთი უბედურება.

– არადა, მეგონა, მაგრად ერკვეოდი. სულ ისეთი ტექნიკა გქონდა სახლში, რომ ვგიჟდებოდი. ჯერ მარტო ოთახისხელა დინამიკები გედგა. მუსიკის მოსმენა თუ გიყვარს, თან ხარისხიანად უნდა მოუსმინო, ასე არაა? (იცინიან).

– ასეა. თან, მაშინ სახელოსნოს ტიპის სახლი მქონდა და ყველა იქ მოდიოდა. მერე, ვინ რჩებოდა და ვინ მიდიოდა, ვეღარ გაიგებდი. ერთი პერიოდი ეს კლუბური ცხოვრება ძალიან მოგვწონდა.

– ამ სახელოსნოს ინტერიერზე ხომ საერთოდ ვგიჟდებოდი – ულამაზესი, ძალიან საინტერესო იყო.

– ჩვენს მეგობრებს სულ ვიღაცეები მოჰყავდათ ინტერიერის სანახავად. ჯერ მარტო ჭაღი იყო ისეთი, რომ ყველა გიჟდებოდა – ძალიან მაგარი. იდეაში „აფრიკული ჭაღი“ ერქვა. აფრიკიდან მილიონი სუვენირი ჩამოვიტანეთ, საიდანაც ბევრი რაღაც ამ ჭაღზეც ეკიდა. ამ ჭაღის შექმნა ჩემი და თამრიკოს იდეა იყო: ვთქვათ, გავიდა აფრიკელი ქუჩაში, იპოვა კოკა-კოლის ქილა, ვერ მიხვდა, რა იყო, მოიტანა სახლში და დაკიდა; მერე კიდევ უცნაური რაღაც იპოვა და ისიც დაკიდა... ასეთი მილიონი რაღაც შევაბით: გაწყვეტილი მძივი, ბოთლის თავსახური, რაღაც შუშები. მერე, ვინც კი სტუმრად მოდიოდა, ყველა რაღაც ნივთს კიდებდა. ზოგი „ბრელოკს“, ზოგი საყურეს იხსნიდა, ზოგი ბეჭედს. ამ ნივთების მფლობელებიდან ძალიან ბევრი გარდაიცვალა და ყველა დეტალმა მნიშვნელობა შეიძინა. თან, რაღაც უცნაური ენერგეტიკა აქვს ამ ჭაღს – დაკიდებ თუ არა, სახლი ხალხით ივსება.

– ულამაზესი იყო ის ჭაღი!..

– დაკეცილი მაქვს – ცოტა ხანს ვისვენებ. ბოჰემური ცხოვრება ძალიან რთულია: ღამით სულ ფეხზე ხარ, მერე მთელი დღე საქმეებია... ერთი სიტყვით, სრული სიგიჟეა. ისე, ნიუ-იორკი და მოსკოვი როგორი რიტმის ქალაქებია, ხომ იცი, მაგრამ, იქ უფრო ვისვენებ ხოლმე.

– ამერიკაში ხომ აპირებდი დიდხანს დარჩენას?

– ვაპირებდი, მაგრამ, ოჯახური ამბები ამერია, მერე ჩემი სიმამრი გარდაიცვალა და ჩამოვედი. ნიუ-იორკის კინო-აკადემია დავამთავრე, უნდა გადამეღო ათწუთიანი ფილმი. თუ ის მოეწონათ, უკვე ერთსაათიან ფილმს აკეთებ. თუ ისიც კარგი გამოვიდა და პროდიუსერები დაინტერესდნენ, შეგიძლია, უკვე მთელი ცხოვრება მაგრად გაატარო. ადამიანი არ შემხვედრია ჩემს სფეროში, ვინც, შეიძლება, რაღაც დაიზაროს შენთვის. ყველანაირად გეხმარებიან. თუ შეგატყვეს, რომ რაღაცეები თან გინდა და თან გეზარება, ყურადღებასაც არ მოგაქცევენ. ახლა იანვარში ისევ უნდა წავიდე. რადიოში უნდოდათ წამყვანი და, თუ იანვარში ვინმე არ ეყოლებათ აყვანილი, მივალ.

– სამი ბიჭი გყავს და ერთი შვილიშვილი ბიჭი. სულ ბიჭების გარემოცვაში ხარ.

– და ჩემს ცოლსაც ჰყავს შვილი – ბიჭი. ერთი გოგო არ მეღირსა, ცოტა რომ მომეფეროს. ესენი ყველანი სულ მეჭიდავებიან, დავიღალე. სულ კისერზე შესმული დამყავდა და დამყავს ყველა.

– გგონია, გოგო არ მოგთხოვს კისერზე შესმას?

– გოგო მჩატეა, ესენი მუტრუკები არიან. ეტყობა, ასაკშიც შევედი. ადრე სულ თან დავაპროწიალებდი, თან დამყავდა, ახლა უკვე მიჭირს. მაგრამ, უმცროსის დამტოვებელი არ გვყავს და ძიძის როლში ვარ – დედაჩემი მუშაობს, ცოლი მუშაობს და ბავშვთან მე ვრჩები. იმ დღეს გადაღებაზე წავიყვანე და არ გადამაღებინა – ფეხზე რომ შემომეხვია და მომეწეპა, არ მომშორდა. როგორც ჩანს, მონატრებამ იცის. ამერიკაში რომ ვიყავი, დადიოდა და ქუჩაში თურმე ყველა კაცზე ამბობდა – მამაა, მამააო. ტელეფონზე არ მელაპარაკებოდა, ჩახუტება უნდოდა. ალბათ, ამის ბრალიც იყო, რომ ჩამოვედი. მერე მოსკოვში წავედი. ახლაც სულ მეკითხება, ხომ არ დამტოვებ, ხომ არ წახვალო. სულ შიშშია.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გიორგი გურგულია

– პირველ ყოვლისა, მაინტერესებს, შენს შემოქმედებით საქმიანობაში რა ხდება?

– ეს ბოლო პერიოდი ძალიან წარმატებული იყო. მოდის კვირეულებმა პოპულარულები გაგვხადეს ქართველი დიზაინერები, რაც ძალიან მიხარია, რადგან ჩვენი სფერო ყველასთვის უფრო საინტერესო გახდა. ადრე ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობდით ჩაკეტილად და მხოლოდ ვოცნებობდით უცხოეთში ჩვენი შემოქმედების გატანაზე, რაც, რეალური კი იყო, მაგრამ, ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მოდის კვირეულების მეშვეობით კი მოგვეცა საშუალება, გავაკეთოთ ზუსტად ის, რაც ჩვენ მოგვწონს და, თან, ყველა ის ადამიანი, ვისაც იქ შეეძლო ამ ყველაფრის ნახვა, აქ ჩამოდის და აქ აფასებს. დიდი მადლობა ორგანიზატორებს ამისთვის.

– ძალიან მაგარია.

– თბილისის მოდის წინა კვირეულის შედეგად, ჩემი ფეხსაცმელები იტალიურ „ვოგში“ მოხვდა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებაა. „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“ ჩამოსული სტუმრებიდან „რაიუნოს“ პროდიუსერმა შეიძინა ჩემი ფეხსაცმელი, ასევე, ფრანგული მოდის საიტებზეც დაიდო ჩემი ფეხსაცმელები. „ჯორჯიან ფეშენ-ვიქმა“ ჩამოიყვანა პრანოის შოუ-რუმის ორგანიზატორები. პარიზშია ეს „შოუ-რუმი“ და იქ მოხვედრა ძალიან რთულია, არადა, ისინი პირიქით, აქეთ ჩამოდიან და სურვილი აქვთ, საინტერესო ადამიანები იპოვონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ამ „შოუ-რუმთან“ მოლაპარაკება მიმდინარეობს, ვნახოთ რა იქნება.

– ყველაზე მეტად ის მინდა, ქართული გავიდეს უცხოეთში, რომ ხელოვნებამ ფული მოიტანოს. რით არსებობს ინდური კინო? – იმით, რომ მილიარდობით არიან და იმისმა ათმა პროცენტმაც რომ ნახოს, მოხსნილია კინოგაქირავების რეკორდები. ჩვენ კი, ისეთი რაღაცაც რომ გავაკეთოთ, რომელსაც ქართველების ორმოცდაათი პროცენტი ნახავს, მაინც ვერ ამოიღებს იქ ჩადებულ თანხას.

– უამრავი ისეთი რაღაც კეთდება ამ ქვეყანაში, რომელიც, მინდა, სხვებმაც ნახონ და არ ჩაიკეტოს ასე ლოკალურად. სპექტაკლები კიდევ შედარებით გადის, ქართულ ცეკვაზეც ლეგენდები დადის მთელ მსოფლიოში და, თუ მოდის სფეროშიც დაიწყება ეს ძვრები, ძალიან სასიხარულო იქნება.

– მახსოვს, ძველი ჩვენებები, „ვედეენხაზე“ ცელოფნებისა და მავთულებისგან რომ აკეთებდნენ რაღაც ავანგარდულ მოდას.

– და მივედით იქამდე, რომ ფრანგულ და იტალიურ მოდის ჟურნალებში ქართული სახელები ფიქსირდება. ეს სერიოზული ნაბიჯია. ალბათ, წავალთ და იქიდანაც ვეცდებით, სახელი მოვუტანოთ ჩვენ ქვეყანას. მაგალითად, შენ თუ გაქვს შანსი, ითამაშო ჰოლივუდში, აუცილებლად უნდა გააკეთო ეს. შენს შვილსაც, დამიჯერე, ეს უფრო მეტად გაუხარდება. ჩემს შემთხვევაშიც ეს მომენტია – როდესაც გყავს შვილი, სხვა ქვეყანაში წასვლა ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი უკვე 11 წლისაა, ანუ, დიდი გოგოა, მაინც მიჭირს მისი დიდი ხნით დატოვება. თავიდან ბოლომდე ჩემი გაზრდილია, ერთი დღე არ მყოლია ძიძა, სულ გვერდით მყავს და ნატუკას გარეშე სადმე წასვლა გამორიცხულია, ვერ დავტოვებ.

– მერე, უნდა წაიყვანო!

– კი, მაგრამ, ეს უკვე ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. იქ საკუთარი თავიც შეინახო და შვილიც, იქირავო სახლი, იპოვო სკოლა, თავი დაიმკვიდრო და თან, შენი საქმე აკეთო, ურთულესია.

– როცა მიდიხარ, როგორ ძლებს?

– ხშირად მიწევს უცხოეთში სიარული, მაგრამ დიდი ხნით არა. ერთკვირიანი, ორკვირიანი საქმიანი ვიზიტებია. მართალია, ამ დროს ძალიან ვენატრები, სულ ტელეფონზეა ჩამოკიდებული, მაგრამ, ძლებს, სხვა გზა არც აქვს. შარშან უფრო ხშირად მიწევდა სიარული, კონკრეტულად ლონდონში, რადგან ვთანამშრომლობდი დევიდ კომასთან – მისი კოლექციებისთვის ფეხსაცმელებს ვაკეთებდი. ეს ხდებოდა, სანამ საკუთარი ბრენდის პოპულარიზაციას დავიწყებდი. აქედან გამომდინარე, ხშირად ისეთი სიტუაციაც იყო, საღამოს გადამიწყვეტია, რომ ღამით ლონდონში უნდა გავფრინდე-მეთქი და ტურისტულ სააგენტოში შვიდ საათზე მივსულვარ (იცინიან). ახლა ვიყავი იტალიაში სამი კვირით, იქაც „ვორქ-შოპი“ მქონდა, პარალელურად ტყავებთან და მასალებთან დაკავშირებით რაღაც მოლაპარაკებებიც შედგა.

– არა, პატარას წაყვანა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუ მართლა ჰოლივუდში არ მოხვდი.

– ნატუკა სულ ჩიოდა, მე როდის უნდა წამიყვანოო. ერთხელ კი ისე მოხდა, რომ მის დაბადების დღეს დაემთხვა, რომ პარიზში ვიყავი, თანაც, მაინცდამაინც „დისნეი ლენდში,“ მეგობრებთან ერთად. ეს რომ დავაფიქსირე, სად ვიყავი და ამ დროს ნატუკა ბებოსთან და ბაბუსთან ერთად წყნეთში იყო და ვენატრებოდი, ძალიან ბევრი ვიტირე. თან, მაშინ მეც პატარა ვიყავი. ჩამოვედი თუ არა, შევპირდი, წაგიყვან-მეთქი და შარშან მყავდა კიდეც წაყვანილი. ახლა ცოტა ხანს წყნარადაა, ჩემს გამგზავრებას აღარ აპროტესტებს. ვნახოთ, როდემდე ეყოფა.

– დღეს შენი საქმე უკვე ბიზნესად იქცა: თანამშრომლები გყავს, იქ გადასახადებია, ოფისი გაქვს, მთელი ამბავი...

– ეს ჩემთვის პრობლემური საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წელია, ჩემი სამკერვალო მაქვს, მასშტაბები, რა თქმა უნდა, მაინც გაიზარდა. ძალიან მიყვარს ხატვა, ესკიზების კეთება და ამ ყველაფერს უფრო შემოქმედებითი კუთხით ვუყურებ. ძალიან დიდ რაოდენობაზე ჯერჯერობით არ გავსულვარ, მაგრამ, ვხვდები, რომ ამ საქმეში უკვე დამხმარეც მჭირდება და, თან, ფინანსების გაზრდაც, რა თქმა უნდა. ბავშვიც იზრდება, მოთხოვნილებები ეზრდება და, ვფირობ, ჩემი ხელოვნებაც უფრო მასობრივი გავხადო. ამ ეტაპზე მაინც არ ვარ იმ რაოდენობაზე გასული, რაც ბიზნესისთვის არის საჭირო. ამ ბიზნესში არც მაქვს შესაბამისი განათლება, მაგრამ, ალბათ, ამასაც ვისწავლი. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ, რაც მომწონს, იმას ვაკეთებ და ეს მოთხოვნადიც გახდა.

– დამოუკიდებლად ზრდი ბავშვს?

– დიახ, და, არა მარტო ფინანსური კუთხით. ფინანსებს რაც შეეხება, გარდა ყოფითი საკითხებისა, მთავარია კარგი განათლება, რასაც სერიოზული თანხები სჭირდება. მაგრამ, ამავდროულად, ბავშვს ძალიან დიდი დრო და ურთიერთობა უნდა იმისთვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს, მით უმეტეს, ახლა ზუსტად ამ ჩამოყალიბების ასაკშია. მინდა, მასთან ბევრი დრო გავატარო, რომ ბევრი რაღაც ისწავლოს. მეც დედის და მამის გაზრდილი ვარ, თუმცა, ბებიასთან და ბაბუასთან ყოფნაზე ვგიჟდებოდი, სადაც სულ ხალხმრავლობა იყო.

– თენგიზ არჩვაძეზე მაგარი მსახიობი დღეს არ მეგულება. ესეც ანომალიაა ჩვენი – ასეთი ადამიანი გყავდეს და არ იყენებდე – არ მესმის, რა ლოგიკაა!

– ეს იყო საოცარი ადამიანი. თუ რამე ლექსი ვიცოდი ბავშვობაში, თუნდაც ჩემი სიყვარული ქვეყნის, ბუნების მიმართ, თენგიზისგან მოდის. შაბათ-კვირას სულ ფეხით დავყავდი, მასეირნებდა, ვაჟას, გალაკტიონს მიკითხავდა და ამან უდიდესი როლი შეასრულა ჩემს განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. რეალურად, ჩემთვის არის საამაყო ბაბუა, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ადამიანობის მაგალითი იყო, არის და იქნება.


скачать dle 11.3