ფიფამ წლის საუკეთესო ათი გოლი დაასახელა
ფიფამ 2010 წლის ათი საუკეთესო გოლი დაასახელა და სწორედ ამ გოლების მიხედვით 2011 წლის 1 იანვარს, 2010 წლის საუკეთესო გოლის ავტორი დასახელდება. საუკეთესო გოლების ავტორები არიან: თურქი ჰამიტ ალტინტოპი, ჰოლანდიელები – არიენ რობენი და ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, შვედი ლინუს ჰალიენუსი, ფრანგი სამირ ნასრი, არგენტინელი ლიონელ მესი, ბრაზილიელი ნეიმარი, სამხრეთაფრიკელი სიფივე ჩაბალალა, ჩრდილოირლანდიელი მეთიუ ბეროუზი და იაპონელი ქალი-ფეხბურთელი კუმი იოკოიამა. სწორედ კუმის მოხვედრა ამ სიაში იყო მთავარი მოულოდნელობა. ჩამოთვლილი გოლების ხილვა და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლება.