კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელობა ალკოჰოლის დაძალების გამო

უკრაინელ ძიუდოისტს, ქვეყნის არაერთგზის ჩემპიონსა და პეკინის ოლიმპიადის მონაწილეს ევგენი სოტნიკოვს 18 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინულმა მართლმსაჯულებამ. გასული წლის დეკემბერში ევგენიმ 18 წლის ახალგაზრდა მხოლოდ იმის გამო გამოასალმა სიცოცხლეს, რომ მან უარი თქვა ჩემპიონთან ერთად ალკოჰოლის დალევაზე. სოტნიკოვს მანამდეც ჰქონდა შეხება უკრაინელ ძალოვნებთან და სხვადასხვა სახის დანაშაულებში ედებოდა ბრალი. კერძოდ, თავის ერთ-ერთ მეგობარს ზურგში დანა დაარტყა; ქუჩაში უცხო გამვლელს კი იმის გამო, რომ მან ვერ იცნო სპორტსმენი და არ მიესალმა, ფეხში ესროლა. სოტნიკოვი მარიხუანის მოყვარულიც აღმოჩნდა. სასამართლო სხდომა თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული სპორტული მედია სოტნიკოვისთვის გაცილებით მსუბუქ განაჩენს ელოდა, სასამართლომ კანონის სრული სიმკაცრით, სამაგალითოდ დასაჯა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.


скачать dle 11.3