შევჩენკო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა
ბოლო პერიოდის საუკეთესო უკრაინელი ფეხბურთელი – „მილანის“, „ჩელსის“, კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ვარსკვლავი, ანდრეი შევჩენკო დიდი ფეხბურთიდან წასვლაზე ალაპარაკდა.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ „ევრო-2012-ის“ დასრულების შემდეგ ბუცებს ლურსმანზე დავკიდებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, – ასეთი განცხადება გააკეთა შევჩენკომ თავის ინტერნეტ-ბლოგზე. შეგახსენებთ, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში პოლონეთ-უკრაინაში გაიმართება. შევჩენკო უკრაინის ნაკრების ამჟამინდელი კაპიტანი და ჭეშმარიტი ლიდერია.