არ მისცეთ გონებას მოდუნების საშუალება
თუ ვერანაირად ვერ ახერხებთ კონცენტრირებას, ყურადღება გეფანტებათ, ვეღარ მუშაობთ, ყველაფერი ხელიდან გიცვივდებათ, მაშინ სასწრაფოდ დაეხმარეთ საკუთარ ორგანიზმს.
მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ცივი და ცხელი წყლის ტემპერატურის მოქმედება სისხლძარღვებზე, გააძლიერებს სისხლის მიმოქცევას, მათ შორის თავის ტვინშიც. ჟანგბადის გაძლიერებით მიღების შემდეგ, თავის ტვინი ორმაგი ძალისხმევით იწყებს მუშაობას.
მაგრად დაიზილეთ ყურის ბიბილოები. ყურზე მოთავსებულია წერტილები, რომლებიც არეგულირებს თითქმის ყველა ორგანოს მუშაობას.
თუ გრძნობთ, რომ აზრი გეფანტებათ, ღრმად ისუნთქეთ. ასევე, სანამ საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებას შეუდგებით, ათჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ეს ხელს უწყობს ყურადღების გამახვილებას და აზრის კონცენტრირებას.