კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა მოერიდოთ სტრესულ სიტუაციებს ზამთრის პერიოდში და რა დაავადებაა კუჭ-ნაწლავის სეზონური გრიპი

ზამთრის დადგომასთან ერთად მთელი რიგი დაავადებები იჩენს თავს. ცივ სეზონზე ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტი საგრძნობლად ქვეითდება, შედეგად კი ბევრი დაავადება ადვილად იკიდებს ფეხს დასუსტებულ ორგანიზმში.

რომელი დაავადებებია ზამთრის სეზონზე მეტად საშიში და აქტუალური, რა საფრთხეს გვიქმნის ცივი სეზონი ჯანმრთელობის მხრივ და რა გართულებებს იწვევს უყურადღებოდ, თვითნებურად მიშვებული, ერთი შეხედვით უბრალო დაავადებაც კი, ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბატონ შოთა ცანავას.

– ბატონო შოთა, აცივებასთან დაკავშირებით, მთელი რიგი დაავადებები იჩენს თავს. კერძოდ, რომელი დაავადების გამწვავებაა საშიში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ამ სეზონზე?

– ზამთრის სეზონზე იმ დაავადებების გამწვავება ხდება, რომელიც ამ პერიოდში შემთხვევების მატებით გამოირჩევა. ზოგადად, რესპირატორული დაავადებები ზამთარში საქართველოში ყოველთვის იმატებს და ამას სპეციალისტები ჩვეულებრივ სეზონურ მოვლენად მივიჩნევთ. სურდო და გაციება ყურადღებას იპყრობს არა კლინიკური სურათის სიმძიმით, არამედ შემდგომი გართულებებით. ამ მხრივ, ისინი ნამდვილად საშიში დაავადებებია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ყველას ვაფრთხილებ, რომ ზერელე დამოკიდებულება რესპირატორული დაავადებების მიმართ ყოვლად დაუშვებელია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობა ამ დროს, შესაძლოა, ფატალური შედეგითაც კი დასრულდეს. პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიიღეთ ზომები და ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ სიცოცხლეს.

– კერძოდ, რომელი სიმპტომებია ამ მხრივ განსაკუთრებით საშიში ზამთრის პერიოდში?

– თუ ტემპერატურამ მოიმატა, აგტკივდათ თავი, სუსტად ხართ, გაქვთ გამონადენი ცხვირიდან, ხველა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მაშინ აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს და ნუ დაიწყებთ მასთან თქვენი მეთოდებით ბრძოლას. გაციება კი გრიპს არ ნიშნავს. გრიპის ვირუსი და მისი გამომწვევი სულ სხვაა. გრიპის გარდა, დაახლოებით ორასი ვირუსი არსებობს, რაც იწვევს ზედა სასუნთქი გზების გაციებასა და დაზიანებას. გრიპის ვირუსსა და ამ ვირუსებს შორის, რასაკვირველია, არსებობს ნათესაური კავშირი, მაგრამ სიმძიმით ეს დაავადება საგრძნობლად განსხვავდება ერთი მეორისგან. გრიპი, შეიძლება ადამიანს ერთი კვირა ჰქონდეს, გაციება კი, შესაძლოა, ტემპერატურული ცვლილებების, გადაციებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სტრესის შედეგიც კი იყოს და ამან ქრონიკული ხასიათი მიიღოს. ამიტომ, ამ სეზონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ბანალური რჩევების გათვალისწინებას, მაგალითად, ოთახის განიავებას, ორგანიზმის გაკაჟებას, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებას, ყურადღების კონცენტრაციას და ასე შემდეგ. სწორედ ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რომ პრობლემებისა და გართულებებისგან დაიზღვიოთ თავი.

– სტრესული სიტუაცია თუ უწყობს ხელს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას და რომელი საკვები უნდა მიიღოს ადამიანმა ზამთარში დიდი რაოდენობით, რომ დაიცვას საკუთარი ორგანიზმი შესაძლო დაავადებებისგან და, შესაბამისად საფრთხეც აიცილოს თავიდან?

– სტრესული მდგომარეობა ხელს უწყობს ორგანიზმზე ვირუსების ზემოქმედების გაძლიერებას. კერძოდ, სტრესის დროს იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ამ დროს კი ნებისმიერი დაავადება ადვილად ერევა ორგანიზმს. რაც შეეხება კვებას, ზამთარში უნდა ჭამოთ ის, რაც ამ სეზონზეა მარგებელი – აუცილებლად უნდა მიიღოთ ვიტამინებით მდიდარი საკვები, განსაკუთრებით C ვიტამინს აკისრია ორგანიზმისთვის დამცველობითი ფუნქცია. დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმუნიტეტის ამაღლებას, მიიღოთ ანტივირუსული საშუალებები, ასევე, კარგია ვაქცინაცია. ამ დროს ანტისხეულები დასუსტებულია და ორგანიზმს არ აძლევს საშუალებას, დაავადებას საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს. ამ სეზონზე უნდა მოერიდოთ დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს, არ უნდა გახვიდეთ გარეთ ახალდაბანილი. ჭამეთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ხილი, სვით ახალგამოწურული წვენები. შეეცადეთ, ზამთრის ყოველდღიური მენიუ მრავალფეროვანი და ვიტამინებით მდიდარი იყოს. იკვებეთ მსუბუქად. თუ თავი აგტკივდათ, სახსრებიც გაწუხებთ, კუნთებიც გტკივათ და ტემპერატურაც მატულობს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

– ცივ სეზონზე მენინგოკოკური მენინგიტით დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია და, შესაბამისად, იზრდება მისი გავრცელების საშიშროება. როგორ დავიცვათ თავი და რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს მას?

– როგორც გითხარით, ზამთრის პერიოდში მთელი რიგი დაავადებები იჩენს თავს, ამიტომ, საჭიროა, ადამიანმა ზუსტად იცოდეს, რომელ დაავადებას რა გამოვლინებები აქვს, რა სიმპტომები ახასიათებს და ამით სავალალო შედეგები აიცილოს თავიდან. ნებისმიერი დაავადება, თუ მას დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას, შესაძლოა, სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს და გამოიწვიოს სხვა ორგანოების დაზიანება, გაამწვავოს ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები და ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. რაც შეეხება მენინგიტს, ესაა თავის ტვინის გარსის ანთება. მისი გამომწვევი, შესაძლოა, სხვადასხვა ბაქტერია და ვირუსი იყოს. მართალია, მენინგოკოკით გამოწვეული დაავადებები ძალიან მძიმეა და სერიოზული, მაგრამ, დროული სამედიცინო ჩარევა პრობლემებს აგარიდებთ თავიდან. მენინგოკოკცემიის დროს ზიანდება პერიფერიული სისხლძარღვები, აღინიშნება სისხლჩაქცევები. დაავადების სეზონი კი, შემოდგომის ბოლოდან ადრეულ გაზაფხულამდეა. მენინგოკოკური მენინგიტის დაავადების ინკუბაციური პერიოდი ერთიდან ათ დღემდეა. მძიმე ფორმებს ახასიათებს მწვავე დასაწყისი: ცხელება, შემცივნება, თავის ძლიერი ტკივილი, ასევე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი და ღებინება. დროული მკურნალობა პრობლემა არ არის და არც შემდგომ ტოვებს რაიმე კვალს. გართულებული ფორმა ანუ მენინგოკოკცემია კი სწრაფად პროგრესირებს – შესაძლოა, ერთ დღეშიც კი განვითარდეს. მკურნალობის დაწყება შეიძლება, უშედეგო აღმოჩნდეს და ადამიანი გარდაიცვალოს. მენინგოკოკცემიის სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, თავის გაუსაძლისი ტკივილი, სისხლჩაქცევები ტანზე. ამიტომ, დაიცავით თავი და ნუ გახვალთ ქუჩაში დაბანილი, სველი თავით, მით უმეტეს – სიცივეში; მას, ასევე იწვევს სტრესი და ავიტამინოზი, ანუ ბევრი მიზეზი არსებობს ამ დაავადების გასააქტიურებლად. აქვე მინდა აღვნიშნო ნორო-ვირუსი, რომელიც ნაწლავთა ინფექციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია. მას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: პირღებინების შეგრძნება, ფაღარათი, სისუსტე. ესეც ამ სეზონის დაავადებაა და მისი ინკუბაციის პერიოდი დაახლოებით ორ დღეს გრძელდება. ეს ვირუსი არ არის საშიში და ადვილად ემორჩილება მკურნალობას. მთავარია, დროულად მიაქციოთ ყურადღება. ამ დროს ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს და ის აუცილებლად უნდა შეივსოთ წვენებით, მინერალური წყლით, ჩაით. მას კუჭ-ნაწლავის გრიპსაც უწოდებენ, რადგან, ნებისმიერი ვირუსი, რომელიც იწვევს კუჭ-ნაჭლავის გასტროენტერიტსა და კუჭ-ნაწლავის ანთებას, კუჭ-ნაწლავის გრიპად მოიაზრება. მისგან რომ თავი დაიზღვიოთ, ხშირად დაიბანეთ ხელები და მაქსიმალურად მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტს – ეს პროფილაქტიკის ყველაზე კარგი საშუალებაა.


скачать dle 11.3