კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორია ჭეშმარიტი ლოცვა?

პასუხი: ამის პასუხად გთავაზობთ წმიდა ნიკოლოზ სერბის ნააზრევს: „ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის სიკვდილთან ბრძოლა და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიცოცხლის დამტკიცებაა. თუკი ლოცვის შემდგომ საკუთარ თავში ჩაიხედავ და კვლავ წინანდელ სიკვდილის შიშს დაინახავ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი არ იყო. მაცხოვარმა ჯერ კიდევ ჯვარცმამდე დაამარცხა სიკვდილი, როდესაც გეთსემანიის ბაღში ლოცულობდა“.

კითხვა: საკუთარ თავს ვამჩნევ, რომ სხვისი ცოდვები განსაკუთრებით მხვდება თვალში და მათზე ბევრს ვფიქრობ. ამით ვცოდავ?

პასუხი: რადგან ამაზე დაფიქრდით, ესე იგი თქვენი დამოკიდებულება სხვების ცოდვებისადმი ჯანსაღია. თუმცა, ფრთხილად იყავით, არ ჩავარდეთ განკითხვის ცოდვაში. სხვების ცოდვები, ისევე, როგორც საკუთარი, უნდა გძულდეთ, მაგრამ სხვისი ცოდვები ისევე უნდა დაივიწყოთ, როგორც საკუთარი კეთილი საქმეები და უფალიც დაივიწყებს თქვენს ცოდვებს.

კითხვა: ბევრი ადამიანი მუდმივად იტანჯება, რადგან უფლისგან ბევრ განსაცდელს იღებს. რატომ ხდება ასე?

პასუხი: მებაღე ტოტებს იმიტომ ჭრის ხეს, რომ ის სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი გამოიღოს. ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ მისი ტანჯვა საზღვრებს არ გასცდება, რადგან ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი გულმოდგინებით ზრუნავს ადამიანზე. აი, რას ამბობს ამის შესახებ ღირსი ნილოს სორელი: „თუ მექოთნემ თიხის ცეცხლში გაჩერების ზომა იცის, რათა იგი არ გასკდეს, ნუთუ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვის საზღვრები?“

კითხვა: როგორ უნდა უყურებდეს ადამიანი თავის სიცოცხლეს?

პასუხი: წმიდა მამათა გადმოცემით, ჩვენ ამქვეყნად იმისთვის მოვდივართ, რომ მისგან თავი ვიხსნათ, ისევე, როგორც ადამიანები ომში მიდიან, არა თავის შესაქცევად, არამედ იმისთვის, რომ მისგან თავი დაიხსნან. ომში ჯარისკაცები უკეთესი ცხოვრებისთვის, მეტი მადლისთვის მიდიან. ჭეშმარიტი ქრისტიანებიც, თავიანთ ცხოვრებას ჯარისკაცებივით უყურებენ. როგორც ჯარისკაცები ითვლიან თავიანთი სამსახურის დღეებს და სიხარულით ფიქრობენ შინ დაბრუნებაზე, ასევე ქრისტიანებს მუდმივად ახსოვთ საკუთარი სიცოცხლის დასასრული და ზეციურ სამშობლოში დაბრუნება.


скачать dle 11.3