კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გარეშე არ შეიძლება ქრისტიანის ცხოვრება და როდის ეხმარებიან მორწმუნეებს წმიდანები

ხშირად სახლში ძალიან ბევრი სიწმიდე გვაქვს, თუმცა, არ ვიცით, როგორ მოვექცეთ მათ, როგორ ვილოცოთ, როგორ მოვუფრთხილდეთ. ამიტომ, ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– ეკლესიის ისტორია და ზოგადად ეკლესია აგებულია და დაკავშირებულია სიწმიდეებთან, მის თაყვანისცემასთან. ეკლესია, როგორც იცით, შენდება მაცხოვრის, დედა ღვთისმშობლისა და სხვადასხვა წმიდანის სახელზე და, გარდა იმისა, რომ ტაძარი არის სულიწმიდის, მასში აუცილებლად უნდა იყოს დაცული სიწმიდე, ანუ ეკლესიის, საკურთხევლების აგების ტრადიცია ყოველთვის იყო დამყარებული და მჭიდრო კავშირში წმიდანებთან და მათ სხეულებთან. ძველად ტაძარი შენდებოდა იქ, სადაც რომელიმე წმიდანი იყო გარდაცვლილი ან დასაფლავებული, უკავშირდებოდა მისი მოღვაწეობის, მარტვილობის ხანას. წმიდა წერილში, კერძოდ კი იოანეს სახარებაში, უფალი მიმართავს მოწაფეებს: თქვენ აღარ ხართ მონები, არამედ ხართ ჩემი ძმები, ძეები, ახლობლები, მეგობრები. ეს ნათქვამი იყო არა მხოლოდ მოციქულების მისამართით, არამედ ყველა მორწმუნის მიმართაც. თუ არის ძეობა და არ არის მონობა, ესე იგი, გარკვეულწილად, არის მემკვიდრეობაც. ანუ ეს ადამიანები, წმიდანები, მოწამე-მარტვილები, რომლებმაც თავიანთი საქმით, მოწამეობით დაამტკიცეს საკუთარი სარწმუნოება და ეს აღიარეს მაცხოვრისა და ადამიანების წინაშე, ისინი გარკვეულწილად უფლის მემკვიდრეებიც არიან. ამიტომ, ყველა ქრისტიანს გვმართებს, მათ სათანადო პატივი მივაგოთ და წირვის, ლოცვის აღსრულებაში ზომიერება დავიცვათ. წმიდანებთან, წმიდა ნაწილებთან ურთიერთობის, პატივისცემის ხარისხს საეკლესიო კანონიკა განაჩინებს: უპირველესი პატივისცემა მიეგება უფალს და შემდეგ, რა თქმა უნდა, წმიდანებს. დღეს ქრისტიანები აცნობიერებენ იმას, რომ პატივი ჯერ უფალს მიეგება, მერე მის წმიდანებს, რადგან უფალი არის პატრონი, ხოლო ჩვენ გავხდებით მისი ძეები, მემკვიდრეები. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წმიდანების პატივისცემის, თაყვანისცემის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია, რადგან ისინი არიან მაგალითი სარწმუნოებისა, სიყვარულისა, თავდადებისა და მოწამეობისა. იმ დღიდან, როცა ეკლესია დაარსდა, დაიწყო მისი დევნა, შევიწროება, მაგრამ, უწყვეტი იყო კავშირი ზეციურ წმიდანებსა და დედამიწის მკვიდრებს შორის და ეს ახლაც გრძელდება. სწორედ მაშინ, როდესაც ეკლესია განიცდიდა შევიწროებას, ყალიბდებოდა ზეციური დასი მოწამეებისა, წმიდანებისა, რომელიც თავად უფალმა დაადგინა ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ისინი ჩვენი მეოხები არიან, შეგვეწევიან, ლოცულობენ, უფალს შესთხოვენ ჩვენს კეთილდღეობას. წმიდანები, მათი უხრწნელი სხეულები, სხვა საეკლესიო სიწმიდეები აღასრულებენ ჩვენთვის უდიდეს სასწაულებს; მათი მეშვეობით მოგვემადლება წყალობა, მადლი, კურთხევა. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ წმიდა სხეულები კი არ აღასრულებენ სასწაულებს, არამედ ისინი იარაღი არიან უფლის წინაშე და მათი დახმარებით უფალი აღასრულებს ამა თუ იმ სასწაულს.

– ხშირად ნაკლებად მორწმუნენი ამბობენ, რა საჭიროა წმიდანებისთვის თაყვანისცემა, მათ წინაშე ლოცვა, ვედრება, უფალს ხომ ისედაც ყველაფერი ესმისო.

– არსებობს სპეციალური ტროპარი, ლოცვა, საგალობელი, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ წმიდანის მიმართ. ამ ლოცვის დახმარებით ჩვენ შევთხოვთ წმიდანებს, გვიშუამდგომლონ უფლის წინაშე. ბევრი იმასაც ამბობს, რატომ უნდა ვცეთ ხატებს თაყვანი, რატომ უნდა მივაგოთ უფალს პატივიო. იყო პერიოდი, როდესაც ხატის თაყვანისცემა იკრძალებოდა – თავად ქრისტიანები არ მიაგებდნენ მას პატივს. ხატებთან, სიწმიდეების მიმართ ურთიერთობასთან დაკავშირებით უამრავი ნაშრომი არსებობს. უნდა ვიცოდეთ, რომ, როდესაც ხატს ვცემთ პატივს, ამ დროს ჩვენ არც ხეს, არც საღებავს არ მივაგებთ პატივს, მათ არ ვეთაყვანებით, არამედ, ჩვენი პატივისცემა მიმართულია იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გამოსახულია ხატზე – ეს არის სულიერი კავშირი მატერიასა და სულს შორის. როგორც იოანე დამასკელი ამბობს, ეს არის რეალობის მატერიალიზაცია. როდესაც ადამიანი უყურებს ხატს, სულიერი ჭვრეტით ჭვრეტს მასზე გამოსახულ ადამიანს, აღიქვამს მის მდგომარეობას. ჩვენ ხშირად გვავიწყდება უფლის ვნებები, მაგრამ, როდესაც შევხედავთ ჯვარცმის ხატს, მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგება ის მდგომარეობა, რომელსაც უფალი განიცდიდა ჯვარცმის დროს, ანუ, როდესაც ვლოცულობთ წმიდანების წინაშე, ჩვენ მათთან ვამყარებთ სულიერ კავშირს და ისინიც შეგვეწევიან, მათი დახმარებით ჩვენი სულიერი მდგომარეობა ამაღლდება ზეცამდე, ან – კონკრეტული წმიდანის ცხოვრებამდე, თავგანწირვამდე.

– ადრე ეკლესიები წმიდანების საფლავებზე შენდებოდა, ახლა, რა თქმა უნდა, ასეთი ადგილები აღარ არის, მაგრამ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა ეკლესიაში აუცილებლად უნდა ინახებოდეს გარკვეული სიწმიდე, წმიდანის უხრწნელი სხეულის ნაწილი...

– თითქმის ყველა ძველ ტაძარშია დაცული ძალიან ბევრი სიწმიდე. ეს შეიძლება, იყოს წმიდანების უხრწნელი ნაწილები, სხეული, ასევე, წმიდა დანიშნულების საგნები: ჯვარი, ბარძიმ-ფეშხუმი... ძველად ეკლესიები, საკურთხევლები შენდებოდა გარდაცვლილი წმიდანის საფლავზე, ნაწილებზე და ეს ტრადიცია დღესაც არის დაცული.

დღეს ძალიან ბევრი ტაძარი შენდება, შეიძლება, იქ რომელიმე წმიდანი არ გარდაცვლილა, რადგან პირველ საუკუნეებს, როდესაც იყო ეკლესიების დევნა, ბევრი წლები გვაშორებს. მაგრამ, როდესაც ხდება ეკლესიის კურთხევა, განახლება, იმ ტაძარში აუცილებლად უნდა იყოს სიწმიდე დაცული. სიწმიდის დაცვა ამ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ, თუ იქ არ იყო წმიდანის საფლავი, არც ძველი ეკლესიის ნაშთი, საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ტრაპეზზე, სადაც შეიწირება უსისხლო მსხვერპლი, წირვა-ლოცვას აღავლენს სასულიერო პირი, ხდება პატარა ადგილების ამოჭრა, იქ ჩააბრძანებენ სიწმიდეებს და დაბეჭდავენ სპეციალური სითხით. ტრაპეზზე დასვენებულია ტილო, რომელსაც ჰქვია ოდიკი და მის გარეშე წირვა-ლოცვა დაუშვებელია. ოდიკზე გამოსახულია ჯვარცმის, გოდების კომპოზიცია, ასევე, ჯვარი, რომლის შუაგულში, უკანა მხრიდან, მოთავსებულია ამა თუ იმ წმიდანის ნაწილი ან სხვა სიწმიდე. ანუ შეიძლება, ტაძარში არ იყოს წმიდანის საფლავი, მაგრამ ოდიკი – წმიდა ტილო – თავისთავად არის სიწმიდის მატარებელი და ეს თავისთავად განასახიერებს საფლავს.

– როგორ უნდა მოექცნენ ადამიანები სახლში დაცულ სიწმიდეებს?

– ნებისმიერ სიწმიდეს დიდი მოფრთხილება სჭირდება. დღეს ადამიანებს საეკლესიო ნივთების მიმართ გაუბრალოებული მიდგომა აქვთ, რაც ძალიან ცუდია. სიწმიდე არ არის მარტო წმიდა მოწამის უხრწნელი ნაწილი ან უფლის წმიდა სისხლი და ხორცი. ყველა ის ნივთი, რომელიც მსახურებისთვის არის განკუთვნილი, სიწმიდეა, რადგან, ეკლესიაში, უფლის კანონებზე დაყრდნობით, ყველაფერი წმიდაა. ხშირად ადამიანები მიდიან სხვადასხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში სიწმიდეების მოსალოცად და იქიდან მოაქვთ წმიდა ნივთები, მაგრამ ამ საკითხის მიმართ მიდგომა არასწორია. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს წმიდა ნივთები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სახლში, მაგრამ მათ არ იყენებენ, არ უფრთხილდებიან. უპირველეს ყოვლისა, ადამიანს გულში უნდა სწამდეს, სჯეროდეს უფლის, მიაგებდეს პატივს და მერე უნდა მიაგებდეს პატივს სიწმიდეებს, მათ სათანადოდ ექცეოდეს. თუ ჩვენ სახლში სიწმიდე გვაქვს, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სალოცავი კუთხის დამამშვენებელი, მათი გამოყენება უნდა შეგვეძლოს ოპტიმალურად. სახარება, ბიბლია კი არ უნდა გვედოს, უნდა წავიკითხოთ, ზეთი კი უნდა ვიცხოთ საკურნებლად და, თუ მათით მხოლოდ თავს მოვიწონებთ, არ გამოვიყენებთ, სიწმიდეებთან ჩვენი დამოკიდებულება არასწორი იქნება.


скачать dle 11.3