კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაადგეს რქები, ამოსვარეს ტალახში და გაუკეთეს ხელზე „შანელის“ 100-ათასევროიანი საათი ეკა ბუაძეს და როგორ უწევს მას მენეჯერობას ფრანგი მეუღლე

„ვიცე მის საქართველო“ – ეკა ბუაძე, რომელიც მშვენიერი გარეგნობითა და კარგი ხასიათით გამოირჩევა რამდენიმე წელია, საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში ცხოვრობს. ეკა სამოდელო კარიერას წარმატებით აგრძელებს და მას მენეჯერობას ფრანგი მეუღლე – ყოფილი ფეხბურთელი უწევს.

ეკა ბუაძე: პარიზში ვცხოვრობ მეუღლესთან და ძაღლთან ერთად. საკმაოდ დაკავებული ვარ, ყოველდღე მაქვს ქასთინგები და მერე – სამუშაო. კვლავ აქტიურად განვაგრძობ სამოდელო კარიერას. რამდენიმე ხნის განმავლობაში ვიყავი სამოდელო სააგენტო „ფორდის“ მოდელი, ახლა ვარ „მადმუაზელში“, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი, პრესტიჟული სააგენტოა. ახლახან კონტრაქტი გავაფორმე ცნობილ ბრენდთან „გაი ლაროშთან“. საკმაოდ ბევრი საქმე მაქვს, კონტრაქტის ვადა არ არის განსაზღვრული. რადგან სხვადასხვა ბრენდების „შოუ-რუმები“ ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ გადავწყვიტე, მხოლოდ ამ ფირმასთან ვითანამშრომლო. აქედან უფრო კარგი შემოსავალი მაქვს.

– როდის გადახვედი „მადმუაზელში“?

– დაახლოებით 6 თვის წინ. „ფორდში“ ბევრი ქასთინგი არ იყო, ამიტომ ამ სააგენტოსთან თანამშრომლობა გადავწყვიტე. ჩვენთან ძალიან ბევრი რუსი და ბრაზილიელი მოდელია. ქართველი მარტო მე ვარ. რაც უფრო კარგ სააგენტოში მიდიხარ სამუშაოდ, მით უფრო კარგი „ბუქი“ უნდა გქონდეს. თუ მათ შენი მონაცემები, ფოტო-მასალა აკმაყოფილებთ, მიგიღებენ, თუ არადა, უარით გამოგისტუმრებენ. მე 6 წელია ამ ბიზნესში ვარ და უკვე ისეთი „ბუქი“ მაქვს, თამამად შემიძლია ცნობილ სააგენტოში მივიდე.

– 6 წლის განმავლობაში, ალბათ, ბევრ ცნობილ სამოდელო სახლთან თანამშრომლობდი?

– კი. ესენია: „ნინა რიჩი“, „ჟან პოლ გოტიე“, „დიორი“, „მორგანი“, „ლევისი“, „ერიკ ბომპარდი“, „ეტამი“ და ასე შემდეგ, ბევრი აღარც მახსოვს. ჯერ კიდევ საბერძნეთში ვცხოვრობდი, როდესაც ათენის მოდის კვირეულში მივიღე მონაწილეობა და „ფეშენ-თივიზეც“ ვიყავი. პარიზის „ფეშენ-ვიქებშიც“ ვიღებ მონაწილეობას. მაგალითად, გაგიკვირდებათ და, გამოვდიოდი მომღერალ ბოი ჯორჯის ჩვენებაზე, ასევე, ერიკ ბომპარდის, ლონგ ჩამპსის ჩვენებებზე. „გოტიესთან“ ერთხელ მივიღე მონაწილეობა, ძალიან საინტერესო იყო. კარგად მახსოვს „დიორის“ „შოუ-რუმები“ – ჟენევასა და ციურიხში ვიყავით, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, კმაყოფილი დავრჩი, მათთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. „დიორთან“ ქასთინგზე მივედი, ჩემი „ბუქი“ შეამოწმეს, ნახეს, როგორ დავდიოდი და მერე ამირჩიეს ჩვენებისთვის. ეს იყო დაახლოებით 4 თვის წინ. „ნინა რიჩისთან“: უფრო ადრე ვთანამშრომლობდი და დაახლოებით, 6 თვის წინ, გავწყვიტე კონტრაქტი. სხვათა შორის, მათი გამორჩეული მოდელი ვიყავი. ყველას ძალიან ვუყვარდი, დიდ პატივს მცემდნენ, 2 წელი ვიმუშავე მათთან. ახალი ჩამოსული ვიყავი პარიზში, „ნინა რიჩისთან“ ქასთინგი ჩემი პირველი ქასთინგი იყო. საღამოს ჩემმა „ბუქერმა“ დამირეკა და მითხრა, ხვალ „ნინა რიჩისთან“ იმუშავებო. „შოუ-რუმი“ მქონდა და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ბოლოს უკვე ქასთინგების გარეშე მირჩევდნენ. ამ ხნის განმავლობაში „ნინა რიჩის“ თითქმის ყველა „შოუ-რუმში“ ვიღებდი მონაწილეობას. მათთან მუშაობით ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე, კონტაქტები დავამყარე, უკვე თამამად შემიძლია, ვინმესთან მისვლა. თან, ამ ბიზნესში აუცილებლად გჭირდება პატრონი, თუ არადა, შეიძლება, თავი დაჩაგრულად იგრძნო.

– ვინ არის შენი პატრონი?

– ჩემი პატრონია მეუღლე. ხანდახან მომდის „მეილები“, მუშაობის შემოთავაზებას რომ ეხება და ჩემი მეუღლე აკონტროლებს მათ, მენეჯერობას მიწევს. თუ მოეწონება, მერე მიშვებს ქასთინგზე.

– რატომ გაწყვიტე „ნინა რიჩისთან“ ურთიერთობა?

– უფრო უკეთესი კონტრაქტი შემომთავაზეს და რადგან ამ ორი ბრენდის „შოუ-რუმი“ ერთმანეთს ემთხვეოდა, ამიტომ მეორე ვირჩიე.

– ჟურნალებთანაც თანამშრომლობდი?

– მაქვს გადაღებები, სხვადასხვა ჟურნალთან ვითანამშრომლე, ისეთებთან, როგორიცაა: „გლამურ“, „ვოტღე ბოუტე“ და ასე შემდეგ. ჩვენებები უფრო მიყვარს. ჩემთვის გადაღებები უფრო დამღლელია. ერთხელ ძალიან საინტერესო გადაღება მქონდა – ვითომ ჯუნგლებში დაკარგული გოგონა ვიყავი. ტალახში ამოსვრილი, თავზე კი ხან თხის, ხან ძროხის რქები მედგა. ხელზე მეკეთა 100 000-ევროიანი შანელის საათი. პირველყოფილი ადამიანის სახე მქონდა. ხშირად მქონია შეხება საიუველირო ნაწარმთან. „დიორის“ ძვირად ღირებული სამკაულები მეკეთა, რომელსაც ჩვენების შემდეგ მე ვერ მოვიხსნიდი, რომ ხელით არ შევხებოდი. სამკაულებს თვითონ გვხსნიდნენ, ხელზე სპეციალური ხელთათმანები ეკეთათ. გვერდით კი დაცვა იდგა. ასე ვთქვათ, ყველაზე უბრალო ბეჭედიც კი 100 ათასი ევრო ღირდა.

– პარიზში შენს სფეროში ძალიან დიდი კონკურენცია იქნება...

– ძალიან დიდი კონკურენციაა. თუ დაეცი, შენს ზურგს უკან უკვე ვიღაც სუნთქავს და ის დაიკავებს შენს ადგილს. რაც მთავარია, უნდა იყო ფორმაში. ვერ ვიტყვი, რომ აქ ძალიან დიდ ყურადღებას, სილამაზეს აქცევენ. მთავარია იყო მაღალი, გამხდარი და გქონდეს კარგი პორტფოლიო. ამას აქცევენ, უპირველეს ყოვლისა, დიდ ყურადღებას.

– როგორც ვიცი, შენი მეუღლე ყოფილი ფეხბურთელია.

– კი. თუმცა, ამჟამად მენეჯერია. მეუღლე ძალიან მიწყობს ხელს. იმის გამო, რომ ხშირად ვარ გარეთ, არასდროს შემქმნია პრობლემები. იცის, რომ ჩემი საქმე მიყვარს და სულ მეხმარება. საქართველოშიც იყო და ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით საჭმელები. ერთი დიდი ხაჭაპური რომ დაუდო, სულ შეჭამს. ერთხელ მეც ვცადე, გამომეცხო ხაჭაპური, მაგრამ ბოლოს პიცად გადავაკეთე და ის პიცაც საშინელი გამოვიდა. როგორც კი დრო გვაქვს, ვცდილობთ, ვიმოგზაუროთ, განსაკუთრებით ალპებში გვიყვარს წასვლა. ასევე, საფრანგეთის ბევრ ქალაქში. რადგან ორივე დაკავებული ვართ, უფრო მეტ დროს პარიზში ვატარებთ. მიუხედავად იმისა, რომ პარიზულ ცხოვრებას შევეგუე, თბილისი სულ მენატრება. მეუღლე როგორც კი მიხვდება, რომ ძალიან მინდა თბილისში წამოსვლა, მაშინვე ბილეთს მიღებს და მიშვებს.

– რა გაქვს ახლო მომავალში დაგეგმილი?

– ჯერჯერობით ისევ ვაგრძელებ მოდელობას და ერთ მშვენიერ დღეს, მინდა, რომ სამოდელო სააგენტო გავხსნა, ოღონდ სად, ჯერ არ ვიცი.


скачать dle 11.3