კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ოდეს ტურფა გაიაფდეს...“



ბრიტანელი მოდელი და ყოფილი ტელეწამყვანი სოფი ანდერტონი, დიდი ხანია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ მოქცეულა, ახლა კი სკანდალური განცხადება გააკეთა და პრესის ფურცლებზე ისევ მოხვდა. სოფი თავის დროზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის – მარკ ბოსნიჩის მეგობარი გახლდათ და მასზე მთელი ინგლისის ელიტა ნადირობდა. მერე ბოსნიჩი გუნდიდან კოკაინის მიღების გამო გააგდეს და სოფიც დაიკარგა.

„სამწუხაროდ, ბოსნიჩმა კოკაინს მეც მიმაჩვია და მთელი ჩვენი შემოსავალი სწორედ ამ ფხვნილს შეეწირა. მერე კი, როცა ფული აღარ დაგვრჩა, ანუ, როცა საერთო ჯამში, სამ მილიონამდე დავხარჯეთ, მივხვდით, რომ რამე უნდა გვექნა. მარკმა არაფრის კეთება არ იცოდა, მე კი... მე სოფი ანდერტონი ვიყავი, ყველასთვის სასურველი ქალი და, რადგან ფულიან ხალხთან კავშირები გვქონდა, ხელი პროსტიტუციას მივყავი. ჩემთან საათის გატარება თავიდან 15 ათასი ფუნტი ღირდა, მერე კი, როცა გემო ყველა მსურველმა „გამისინჯა“, ჩემი ფასი დაეცა და ბოლოს ქუჩაშიც კი გავედი რიგითი მეძავივით. საბედნიეროდ, ბოსნიჩს დავშორიდი, ვიმკურნალე და ახლა ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ცხოვრებას კოკაინის გარეშე“, – განაცხადა სოფიმ.



გვერდები მოამზადა

არმაზ ხარძიანმა


скачать dle 11.3