კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოუსმინეს ნუკი ცარელაშვილს „მეტროპოლიტენ ოპერის“ დირექტორმა და „ბი-ბი-სის“ წარმომადგენელმა და რატომ გადაუხადა მას მადლობა მონსერატ კაბალიემ

ყოფილი ჯეოსტარელი ნუკი ცარელაშვილი, რომელიც ამ კონკურსში 2004 წელს იღებდა მონაწილეობას, ამჟამად საოპერო კარიერას აგრძელებს და ამ მხრივ წარმატებაც ბევრი აქვს და გეგმაც. ნუკი საკუთარ კარიერაზე ზრუნვის გარდა, შვილის, პატარა და ძალიან საყვარელი, ანასტასია მიქიაშვილის აღზრდითაც არის დაკავებული. თუმცა, ამაში მას ძალიან ეხმარება ბავშვის მამა, მსახიობი კახა მიქიაშვილიც.

ნუკი ცარელაშვილი: მუსიკალური შვიდწლედის მერე, დავამთავრე კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული ვოკალური სკოლა, შემდეგ ბაკალავრიატი და ახლა მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. „ჯეოსტარის“ შემდეგ ჩემი პირველი სოლო კონცერტი გავაკეთე ორკესტრთან ერთად. კონცერტში ასევე, მონაწილეობდნენ ახლა უკვე დიდი თეატრების სოლისტები. მაისში მეორე სოლო კონცერტი მქონდა. ვიყავი მონსერატ კაბალიეს საერთაშორისო კონკურსზე. ახლახან დავბრუნდი ბაქოდან, საერთაშორისო კონკურსში ვმონაწილეობდი. მიუნხენშიც ვიყავი, წამყვანი სააგენტოდან მქონდა მოწვევა. ასევე აქტიურად ვმონაწილეობ საოპერო სტუდიის სპექტაკლებში. 29 ნოემბერს ვერდის ოპერა „რიგოლეტოში“ ჯილდას როლი შევასრულე. პერიოდულად, სულ დავდივარ კონკურსებზე, მასტერ-კლასებზე, მინდა, უფრო მეტი განათლება მივიღო და გამოცდილება შევიძინო. რამდენიმე დღის წინ მქონდა „ბი-ბი-სის“ მოსმენა. წარმომადგენელი იყო ჩამოსული, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ყველა ქვეყნიდან თითო კანდიდატს არჩევს. 50 კონკურსანტიდან 18 საუკეთესოში გავედი და იქიდან ერთი უნდა აირჩიონ. მიჰყავთ ის ერთი კონკურსანტი და მის კარიერაზე თავიდან ბოლომდე ზრუნავენ. შენ უკვე აღარაფერზე გიწევს ზრუნვა. პასუხი იანვარში იქნება. ჩემი პედაგოგი, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი – ანა ჩიხრაძე, რომლის დამსახურებაა ყველაფერი, ცხოვრებაში თუ რამეს ვაკეთებ, ძალიან კმაყოფილი იყო ჩემი ნამღერით. „ბი-ბი-სის“ წარმომადგენელს ძალიან მოეწონა ჩემი შესრულება და, მითხრა, რომ ძალიან ლამაზი ხმის ტემბრი მაქვს. ასევე, ვიყავი მონსერატ კაბალიეს ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე, პირადად შევხვდი მას და ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო. კონკურსს ადრე გამოვეთიშე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. როგორც ცნობილია, ეს კონკურსები, ძირითადად, კორუმპირებულია. მაგრამ მე ისეთი ვარ, არასდროს, არც ერთ კონკურსს არ ჩავაწყობ. მინდა დამსახურებულად მივიღო. თუმცა, არც ერთი კონკურსიდან არ დავბრუნებულვარ ისე, რომ იქ კარგი შთაბეჭდილება არ დამეტოვებინოს. რაც შეეხება ქალბატონ მონსერატს, მას პირადად შევხვდი და გადავეცი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მოკითხვის წერილი და საჩუქარი. მანამდე ჩვენს პატრიარქს შევხვდი, დამლოცა, გადმომცა საჩუქარი და მოკითხვის წერილი. ქალბატონი მონსერატი აღფრთოვანდა, თბილად ჩამიხუტა გულში და დიდი მადლობა გადამიხადა, ფოტოებიც გადავიღეთ. ასევე, შევხვდი ელენა ობრაზცოვას, მასთანაც გადავიღე ფოტო, ვკითხე რჩევები. მითხრა, კარგი გოგონა ხარო და რჩევაც მომცა.

– რა ხდებოდა ბაქოს საერთაშორისო ფესტივალზე?

– როდესაც მივდიოდი, ვიცოდი, როგორი კონკურსიც იყო, მართლმადიდებელს არასდროს აძლევენ გრან-პრის. მაგრამ, შემოქმედებითი ზრდისთვის ძალიან კარგია. ჟიურის შემადგენლობა იყო ძალიან კომპეტენტური „მეტროპოლიტენ ოპერის“ დირექტორიც ერთ-ერთი წევრი გახლდათ. ბევრმა აგენტმა, ჩაიწერა ჩემი მონაცემები და დიდი შანსია, დამიკავშირდნენ. გაზაფხულზე ჩვენთან იქნება რესპუბლიკური კონკურსი და ამ კონკურსისთვის ვემზადები, შეიძლება, უახლოეს მომავალში წავიდე ჩაიკოვსკის კონკურსზე პეტერბურგში. ძირითადად, სადაც ჩემს მონაცემებს ვაგზავნი, მოსწონთ და მოწვევას მიგზავნიან, ცოცხლად უნდათ, რომ მომისმინონ. მიუნხენში ვიყავი ერთ-ერთი ცნობილი სააგენტოს მიწვევით. ვიმღერე მოცარტის „ღამის დედოფალი“. ძალიან მოეწონათ და ახლა სააგენტოდან ველოდები შემოთავაზებას. ძალიან ბევრგან გავაგზავნე ჩემი მონაცემები, მოწვევებიც ჩამომივიდა, მაგრამ, ყველაფერს ჩემი ფინანსებით ვერ ვახერხებ, ძალიან ძნელია. ჯერჯერობით ოჯახი მეხმარება. იმედია, მომავალში სპონსორიც გამომიჩნდება.

– არ უფრთხილდები ხმას?

– მე ვარ ვოკალისტი, რომელიც არასდროს დადის კაშნეთი, არასდროს ვარ თბილად ჩაცმული. სამი წლიდან ვმღერი და ხმა ღვთის საჩუქარია. ერთ-ერთი კონკურსანტი სცენაზე გასვლის წინ ჩაის სვამდა. მე კი ჩანთიდან კოკა-კოლა ამოვიღე და დავლიე. გაოცებული მიყურებდა, როგორ მღერი ამის შემდეგო. ჩემზე კარგად მოქმედებს. მოთხოვნილება მაქვს, რომ გასვლის წინ, ყოველთვის დავლიო კოკა-კოლა და შავი ღვინო, ტონუსს მაძლევს და კარგ განწყობაზე მაყენებს. დღეს ოპერათა დიდი ნაწილი ბელკანტოა, ყველა სხვადასხვანაირად მღერის, ევროპაში არავის აინტერესებს ის, რაც უკვე დაწერილია. ყველას უნდა ბელკანტო, რაღაც ახალი და მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევენ, ძლიერი ხმა გაქვს თუ არა. ყველას აინტერესებს მსახიობური მონაცემები, სილამაზე სცენაზე და სიგამხდრე. ყველგან მეკითხებიან წონას. როდესაც მიუნხენიდან ჩამომივიდა მოწვევა, თან მკითხეს, უკაცრავად, რამდენი კილოგრამი ხართო. რომ მივწერე, ძალიან ცოტა, 47 კილოგრამი-მეთქი, გაოცდნენ.

– სახლში თუ მღერდები ხოლმე?

– სახლში ვერ ვმღერდები, რადგან მთელი კორპუსი მიტინგს მომიწყობს. აბაზანაში რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ მომიკაკუნეს. ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც ტემბრალურად მაღალი ხმა გაქვს – კოლორატურული სოპრანო, ქალის ყველაზე მაღალი ხმა. ამიტომ, მეზობლებს ვინდობ.

– ვიცი, რომ შვილი გყავს.

– მყავს 4 წლის ანასტასია, ულამაზესი გოგონა, რომელიც იმდენად შეყვარებულია საოპერო ხელოვნებაზე, რომ მის გარეშე ვერ დავდივარ სპექტაკლებზე. სულ მთხოვს, წამიყვანეო. ის არიები, რომლებსაც მე ვმღერი, ზეპირად იცის. სიმღერის ნიჭი აქვს და არა მგონია, ჩემი შვილი ექიმი გამოვიდეს, აუცილებლად, მომღერალი იქნება. თუმცა, თვითონ ბალერინობა უნდა და სულ მთხოვს, ბალეტზე მატარეო. არაჩვეულებრივი ხმა აქვს და ორ ხმაში ვმღერით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, რომ შემეძინა, სულ მე ვზრუნავდი მასზე, არასდროს მყოლია ძიძა. არაჩვეულებრივად ვართმევდი საქმეს თავს. ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს. შვილი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სტიმულია და მარტო იმიტომ გავაკეთებ ყველაფერს, რომ მან ჩემით იამაყოს.

– როგორც ვიცი, მისი მამა მსახიობი კახა მიქიაშვილია.

– კი. მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ანასტასია კახას ძალიან ჰგავს. მსახიობური ნიჭიც აქვს და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება მომღერლისა და მსახიობის შვილი. ძალიან ბედნიერია, რომ ხან ჩემთან დადის კონსერვატორიაში და ხან მამასთან – თეატრში.

– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

– ეს არის თემა, რომელზეც არასდროს ვლაპარაკობ მე და არც კახა. ეს ხომ ძალიან პირადულია. უბრალოდ, ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგად დაიწყო და არც დამთავრებულა, კარგად გრძელდება. არაჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და ვზრდით შვილს დიდი სიყვარულით, სითბოთი და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. მშობლების უთანხმოება შვილის ფსიქიკაზე, არც აღზრდაზე არასდროს არ უნდა აისახოს. ამიტომ, ანასტასიას ძალიან გაწონასწორებული ფსიქიკა აქვს. ჩვენ ორივე ვინაწილებთ მშობლების როლს. როდესაც მე მივდივარ გასტროლზე, ანასტასია მამიკოსთან რჩება. მოკლედ, მის აღზრდას ორივე კარგად ვართმევთ თავს.

– ვის ჰგავს ანასტასია ხასიათით?

– ბოლომდე კახაა – ძალიან ჰგავს ხასიათითაც და ფიზიკურადაც. ვცდილობთ, კარგი ხასიათი ჩამოუყალიბდეს, ამიტომ, მის აღზრდას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჯერჯერობით ორივე კომპლიმენტს ვიმსახურებთ. ვცდილობთ, კარგი განათლება მივცეთ, უკვე ორ ენაზე ლაპარაკობს. გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ, აზრებს ვაჯამებთ და მგონი, ანასტასიასთვის საუკეთესოს ვარჩევთ. შედეგიც შესანიშნავია, ძალიან კარგი გოგონაა.


скачать dle 11.3