კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ბრიტანელ ექს პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს წითელ პომადასა და „ცხოველურ სექსთან“ და მუშაობდა თუ არა მისი მეუღლე შიშველ მენატურედ

მართალია, იგი კარგა ხანია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აღარ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი პერსონის მიმართ მაინც გაათმაგებულია ყურადღება. ლეიბორისტი ტონი ბლერი ათი წლის განმავლობაში ედგა სათავეში დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტს და მარგარეტ თეთტჩერთან ერთად, ერთადერთი მამაკაცი პრემიერია, რომელმაც სამ საარჩევნო კამპანიაში მოიპოვა გამარჯვება. ამჯერად გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ბრიტანეთის ექს-პრემიერის – ტონი ბლერის საინტერესო და სკანდალური ცხოვრებიდან.

* ედინბურგის ფეტეს-კოლეჯის კერძო სკოლაში სწავლის პერიოდში ტონი ბლერს ჰქონდა თიკუნი – „მირანდა” გრძელი თმისა და ღაჟღაჟა ლოყების გამო.

* ერთხელ ტონი ბლერი ოქსფორდის სეინთ-ჯონსის კოლეჯის დეკანმა თავის კაბინეტში დაიბარა. დეკანი აღშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ ბლერს ოთახში დაუშვებელ დროს სტუმრობდა მანდილოსანი. ამ ფაქტის მტკიცებულებად კი, დეკანმა ბლერის საწოლზე აღმოჩენილი წითელი პომადის კვალი დაასახელა, რაზეც ბლერმა უპასუხა – „პატივცემულო დეკანო, ეს ჩემი პომადაა, მე მას ხშირად ვიყენებ”.

* 80-იანი წლების ბოლოს ტონი ბლერს საკუთარი სვეტი ჰქონდა გაზეთ „ზი თაიმსში”. სვეტი ორ კვირაში ერთხელ იბეჭდებოდა გაზეთის ფურცლებზე და დიდი პოპულარობით სარგებლობდა მკითხველთა შორის.

* ბრიტანული „სანდი თაიმსის” ცნობით, ექს-პრემიერმა ტონი ბლერმა საკუთარი მინი-ბანკი დააფუძნა, რომელიც მხოლოდ შეძლებულ კლიენტებს მოემსახურება. ლონდონში დარეგისტრირებულმა კომპანიამ – „ტონი ბლერის კომპანიონები” მიიღო შესაბამისი უფლება ფინანსური ზედამხედველობის სამსახურიდან, რათა საბანკო ოპერაციები განახორციელოს. ცნობილია, რომ 2007 წელს პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ, ბლერის პირადი კაპიტალი დაახლოებით 20 მილიონ გირვანქა-სტერლინგს შეადგენდა. თავდაპირველად, ამ ფულით ბლერი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევას აპირებდა, თუმცა შემდეგ შეცვალა გეგმები და საბანკო სფეროთი დაინტერესდა.

* პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ტონი ბლერმა თან წაიღო 76 საჩუქარი, რომელიც მან პრემიერობის 10 წლის განმავლობაში მიიღო. თავდაპირველად, ბლერმა მხოლოდ 22 ნივთი წაიღო თან. თუმცა, ბრიტანელი ოპოზიციონერის, ლი როტერჰემის დაჟინებული მოთხოვნით ბლერი იძულებული გახდა, წაღებული ნივთების სრული სია გამოემზეურებინა. საჩუქრებს შორის აღსანიშნავია 12 მაჯის საათი, რომელთაგან ცხრა სილვიო ბერლუსკონის ნაჩუქარია და გიტარა „იუთუს” ლიდერის ბონოს ავტოგრაფით. დაუნინგ-სთრიტზე დატოვებულ საჩუქრებს შორის, რომელთა წაღება ბლერმა არ ინება, არნოლდ შვარცენეგერის ნაჩუქარი „აიპოდი” და იასირ არაფატის მიერ მირთმეული საშობაო სურათია აღსანიშნავი.

* ტონი ბლერის მემუარების წიგნი წარდგენილია ცნობილ ბრიტანულ პრემიაზე „ბედ სექს ევორდს” – ნომინაციაში – „ყველაზე ცუდად აღწერილი სექსის სცენა წიგნში”. ეს ნომინაცია დაწესებულია ჟურნალ „ლითერარი რევიუს” მიერ და ანტი-პრემიის სახელს ატარებს. ზოგადად, ეს პრემია მხოლოდ მხატვრულ ნაწარმოებს გადაეცემა, თუმცა ბლერს იმდენად ცუდად ჰქონდა აღწერილი სექსი თავის ბიოგრაფიულ წიგნში, რომ იგი უკონკურენტოა წლევანდელ დაჯილდოებაზე. პრემიის ავტორთა ყურადღება კი, წიგნის იმ ნაწილმა მიიპყრო, სადაც ბლერს დეტალურად აქვს აღწერილი ცხოველური სექსის ღამე, რომელიც მან თავის მეუღლე – შერისთან ერთად გაატარა. ტონი ბლერის მემუარების წიგნი გაყიდვაში 2010 წლის პირველ სექტემბერს გამოვიდა და უმალ მიიპყრო მსოფლიო საზოგადოების ყურადღება. წიგნი 15 ენაზე ითარგმნა და დაახლოებით, მილიონიანი ტირაჟით, მხოლოდ ევროპის ტერიტორიაზე გაიყიდა.

* ტონი ბლერმა აღიარა, რომ პრემიერ-მინისტრობისას ბევრს სვამდა. ბლერის თქმით, პრემიერობის ბოლო წლებში იგი ყოველდღიურად, არცთუ მცირე დოზით მიირთმევდა ვისკის და ჯინს ტონიკით, ხოლო სადილზე უარს არ ამბობდა რამდენიმე ჭიქა ღვინოზე. ბლერის ალკოჰოლიკობაზე ლონდონში დღემდე ლაპარაკობენ, თუმცა ოფიციალურად ეს ფაქტი არ დადასტურებულა. მემუარების წიგნის გამოცემის შემდეგ, კი, სადაც აღწერილია კიდეც ბლერის ლოთობის ისტორია, ყველა დარწმუნდა, რომ ტონი ბლერი ალკოჰოლის დიდი მოყვარულია.

* ერთ-ერთ რადიოინტერვიუში ტონი ბლერმა აღიარა, რომ მისი უსაყვარლესი როკ-ჯგუფი „ბლექ საბათია”, ხოლო ჯგუფის ლიდერი – ოზი ოსბორნი სულაც მისი კერპია. ახალგაზრდობაში მისი პოსტერებით ჰქონდა აჭრელებული თავისი ოთახის კედლები. რადიოეთერში ბლერმა განაცხადა, რომ „ბლექ საბათის” მუსიკა მას ახალგაზრდობას, სკოლის წლებს ახსენებს და გახარებულია, რომ მისი ვაჟი იუენიც, მამის მსგავსად, როკ-ჯგუფით არის დაინტერესებული. საინტერესოა, რომ დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი – დევიდ კამერონი უფრო მსუბუქ მუსიკას უსმენს – „მორისის” და „არიემს”.

* პოლიტიკაში წასვლა ტონი ბლერმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საბჭოთა რევოლუციონერის – ლევ ტროცკის ბიოგრაფიული წიგნი წაიკითხა. „ჩემი პოლიტიკით დაინტერესება და პოლიტიკური კარიერის არჩევა ლევ ტროცკიმ მაიძულა. უბრალოდ, არ შემეძლო, რომ მისი ცხოვრების შესახებ დაწერილი წიგნის წაკითხვის შემდეგ, პოლიტიკოსი არ გავმხდარიყავი”. ლევ ტროცკის ბიოგრაფია სამ ტომად ისააკ დოიჩერის დაწერილია და დღემდე ეს წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრიტანეთში.

* ტონი ბლერის მეუღლე – შერი ბლერი ახალგაზრდობაში მენატურედ მუშაობდა და საათში 5 ფუნტს იღებდა. ამბობენ, რომ იმ პერიოდში შერი შეყვარებული იყო მხატვარზე, 46 წლის იუენ აგლოუზე, რომლის წინაშეც შერი კვირაში ოთხ საათს პოზირებდა. სწორედ ამ მხატვრის წინაშე პოზირებდა მომავალი მისის ბლერი შიშველი. აგლოუს დახატული პორტრეტები დღემდე ინახება ბლერების ოჯახში, ხოლო უფროსს ვაჟიშვილს შერიმ და ტონიმ, სწორედ აგლოუს საპატივსაცემოდ დაარქვეს იუენი.

* დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერი – ტონი ბლერი ლიბიის ჯამაჰირიის ლიდერის, ქარიზმატული – მუამარ ყადაფის ახლო მეგობარი და მრჩეველია. ამის შესახებ ბრიტანელ ჟურნალისტებს მუამარის უფროსმა ვაჟმა, საიფ ალ-ისლამ ყადაფიმ განუცხადა. უმცროსი ყადაფის თქმით, ტონი ბლერი ლიბიის სახელმწიფო ფონდის კონსულტანტია, რომელიც ლიბიური ნავთობის გაყიდვას აკონტროლებს. ამ ინფორმაციამ მწვავე გამოხმაურება ჰპოვა ბრიტანეთში, ხოლო პოლიტიკურ წრეებში ბლერის ნაბიჯს არაპოპულარული და ამორალური უწოდეს. საქმე ისაა, რომ წლების წინ ლიბიელმა ტერორისტებმა ააფეთქეს ამერიკის კუთვნილი თვითმფრინავი ბრიტანეთის ცაში და აფეთქებული თვითმფრინავი ლოკერბის დასახლებას დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.

* ტონი ბლერი იმ პოლიტიკოსთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც მონაწილეობის მისაღებად პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ სერიალ „სიმფსონებში” მიიწვიეს. ტონი ბლერმა მულტსერიალის სამ ეპიზოდში საკუთარი თავი გაახმოვანა. აღსანიშნავია, რომ ბლერი პირველი ბრიტანელი პოლიტიკოსია, რომელიც „სიმფსონებში” მიიწვიეს, მანამდე კი სერიალში – ჯორჯ ბუში, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და სხვა პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ.


скачать dle 11.3