ანი სირაძე “ჯეოსტარიდან„ წასვლას განიცდის
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ანი სირაძე, რომელიც „ჯეოსტარიდან“ თავისი სურვილით წავიდა და მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა, საკმაოდ ცუდად გრძნობს თავს. მომღერალი ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში ხშირად ამბობდა, რომ პროექტის დატოვება უნდოდა, რადგან შენიშვნებსა და კრიტიკას ვეღარ უძლებდა, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ მუდმივად ესემეს-ლიდერი იყო. ანიმ პროექტი დატოვა, თუმცა, როგორც მისი ახლობლებისგან შევიტყვეთ, ამან მომღერალში მძაფრი ნერვული აშლილობა გამოიწვია. უხასიათობა და დაძაბულობა ანის აგრესიაში გადაუვიდა, მას მუდმივად კონფლიქტი აქვს დედასთან და ოჯახის წევრებთან. არ ვიცით, მისი ეს მდგომარეობა რა დონემდე მივა, მაგრამ, ერთი რამ ფაქტია: 16 წლის გოგონასთვის, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, მსგავსი დაძაბული კონკურსი ძალიან სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა.