ზალიკო ბერგერის აქსესუარების გამოფენა “ბამბა ლაუნჯში„
2 დეკემბერს ზალიკო ბერგერმა საზოგადოებას აქსესუარების ახალი კოლექცია წარმოუდგინა. „ბამბა ლაუნჯში“ შეკრებილ თბილისურ ბომონდს საინტერესო, ფერადი და ყველა სახის აქსესუარი დახვდა, რომლის შეძენის მსურველიც საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. გამოფენის შემდეგ სტუმრებმა „ავთარ-ფართიზე“ გადაინაცვლეს კლუბ „ბამბა რუმსში“, სადაც ზალიკოს აქსესუარებში გადაღებული ცნობილი მოდელების ფოტოები იყო გამოფენილი. ფოტოების ავტორი აკო ხარისთვალაშვილია. ფოტოგამოფენა ღამის 11 საათზე დაიწყო. გართობა თითქმის გათენებამდე გაგრძელდა, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე ზალიკო ბერგერის მიერ ორგანიზებულ საღამოებზე.