კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის კოლექციას აგროვებს ზაზა იაქაშვილი და რა არის მისთვის მამაკაცის მინიმუმი

მარჯანიშვილის მსახიობი ზაზა იაქაშვილი ყოველთვის მაყურებლის ყურადღების ცენტრშია. მის სამსახიობო კარიერაში არის როლები, რითიც ყურადღებას იქცევს და მაყურებლის სიმპათიასაც იმსახურებს. ბოლო დროს წარმატებულ სერიალში – „დეტექტივებში“ გამოჩნდა და საკმაოდ საინტერესო სახე შექმნა უფროსი დეტექტივის სახით.

ზაზა იაქაშვილი: ძალიან მიხარია, რომ ხალხს მოსწონს „დეტექტივები.“ თავიდან ვნერვიულობდით, რადგან აბსოლუტურად, სხვა ფორმატი და განსხვავებული სერიალია და არ ვიცოდი ეყოლებოდა თუ არა მასობრივად მაყურებელი. ახლა კი, ძალიან მიხარია, რომ ყველა ასაკის ხალხი უყურებს და ჩართულები არიან სერიალში.

– მთავარი დეტექტივის ამპლუაში როგორ გრძნობ თავს?

– ძალიან საინტერესოა, ასეთი როლი ნამდვილად არ მქონია. განსაკუთრებით საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც ჩემს გმირში ადამიანი გამოჩნდა და არა მშრალი პროფესიონალი. პირველი რამდენიმე სერია, სიტყვა – სავარაუდოს გარდა, არაფერს გავიძახოდი. მერე კი, ჩემი გმირი თანდათან უფრო და უფრო საინტერესო გახდა.

– დღეს თუ შედიხარ დეტექტივების მდგომარეობაში?

– ვხვდებოდი, რომ მარტივი პროფესია არ გახლდათ, მაგრამ თუ ასეთი უძირო, საინტერესო და სპეციფიკური იყო, ნამდვილად არ მეგონა. ძალიან რთული პროფესიაა. დღეს უკვე დეტექტიური ჟანრის ფილმებს სხვა თვალით ვუყურებ და თუკი ამ პროფესიის ხალხთან სადმე მიწევს ურთიერთობა, გაფაციცებით ვაკვირდები, მაინტერესებს, როგორ იქცევიან, როგორი გამომეტყველება აქვთ, რას ფიქრობენ, რა დასკვნებს აკეთებენ და ასე შემდეგ.

– სერიალში ცოტა ასაკი მოგიმატეს და თმაც გაგიჭაღარავეს.

– კი, რადგან იგულისხმებოდა რომ დეტექტივების ჯგუფის უფროსი კოორდინატორი, ასაკითაც ყველაზე უფროსი უნდა ყოფილიყო. ამასობაში, მეც გავჭაღარავდი და თმის გათეთრება დიდად აღარ მჭირდება. კოსტიუმიც ორი-სამი ზომით დიდი მაცვია, ცოტა მხარბეჭიანი რომ გამოვჩნდე.

– 15 და 11 წლის ქალიშვილები გყავს. მკაცრი მამა ხარ?

– არის მომენტები, როცა სახლში საკმაოდ რთული ასატანი ვარ. ნუ გავიწყდება, რომ კახელი ვარ, რასაც არაფერი შველის. როგორც იტყვიან, ოთხბორტიანი კახელი ვარ. სხვათა შორის, შვილებიც საკმაოდ პრინციპულები არიან. უმცროსი უფრო დიპლომატია, უფროსი – ძალიან პირდაპირი. ის საკუთარ პრინციპებს არასდროს ღალატობს. ჩვენ, უპირველესად, მეგობრები ვართ, მაგრამ იმდენი ჭკუა ყველას გვყოფნის, რომ ზღვარს არ გადავცდეთ, რადგან რაღაც ზღვარი მაინც უნდა იყოს მამასა და შვილებს შორის.

– იმ აზრს როგორ ეგუები, რომ გავა რამდენიმე წელი და სიმამრი გახდები.

– ვაიმე, მინდა, რაც შეიძლება ბევრი დრო გავიდეს, მაგაზე ფიქრიც კი მზარავს. რა თქმა უნდა, ოჯახები უნდა შექმნან, მაგრამ ძალიან არ მინდა, ეს მალე იყოს. რაღაც ავადმყოფურად მიყვარს ჩემი შვილები და მათაც ტკივილამდე ვუყვარვარ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

– მოსწონთ სერიალი?

– კი, ძალიან მოსწონთ, მაგრამ მინდა, აღვნიშნო, რომ ისინი როგორც კინოში, ასევე თეატრში, ჩემთვის ძალიან საინტერესო, ძალიან საჭირო და ობიექტური მაყურებლები არიან, არ გეგონოს, იმიტომ შემაფასონ დადებითად, რომ მამა ყველაზე კარგი, ჭკვიანი და ნიჭიერია. ფრჩხილისოდენასაც არ გაპატიებენ. მინდა გითხრა, საკმაოდ კარგი და საინტერესო ხედვა აქვთ. შეიძლება, პარადოქსად მოგეჩვენოს, მაგრამ ძალიან კარგი მრჩევლები არიან. ჯერ ეს ერთიც, ერთმანეთთან დამალული არაფერი გვაქვს, ისინი ყველაფერს მიყვებიან, მეც თითქმის ყველაფერს ვუყვები. ისიც იციან, რომ ადამიანის შინაგან სამყაროში არის რაღაც, სადაც ჭიანჭველაც კი ვერ შეძვრება, მაგრამ მაინც ბოლომდე მენდობიან და ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ ჩემთან საუბარი.

– მაყურებლის რეაქცია როგორია, როცა ქუჩაში გცნობენ?

– მაგალითად „ჟამი ყვავილობისას“ დროს, ნახევარ ქალაქს, ვინც არ მიცნობდა, ისეთი ვეგონე, ახლა ვატყობ, რომ ნახევარ ქალაქს ისეთივე ვგონივარ როგორიც „დეტექტივებში“ ვარ, არადა, კარგად მიცნობ და იცი, არც ერთთან და არც მეორესთან კავშირი საერთოდ არ მაქვს. ცხოვრებაში საკმაოდ მხიარული ვარ, სულ ვხუმრობ, ცხოვრება მიხარია, მიყვარს ყოველი დღე. მიუხედავად იმისა, რომ „ჟამი ყვავილობისაში“ უარყოფით გმირს ვთამაშობდი, მაყურებლისგან დიდ სიმპათიას ვგრძნობდი, ახლაც ასეა, ცნობის გარდა, დადებით განწყობას და სიყვარულს ვგრძნობ უცნობი ადამიანებისგან.

– ხარ მსახიობი, რომელიც შეუძლია რეჟისორმა ბევრ რამეში გამოიყენოს – მღერი, ცეკვავ და ხარ კარგი არტისტი.

– მსახიობს ყველაფერი უნდა ჰქონდეს, უპირველესად, კი, მდიდარი სულიერი სამყარო. ხალხისთვის საყვარელი მსახიობი ერთია, პოპულარული კი – მეორე და ასე შემდეგ.

– ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს მანდილოსნების სახით. როგორ ფიქრობ, რა არის ზაზა იაქაშვილის მთავარი ხიბლი, რითიც ის მანდილოსნებს აინტერესებს?

– არ ვიცი, ეს მანდილოსნებს უნდა ჰკითხოთ.

– არ გიფიქრია ამაზე?

– თუკი ეს მართლა ასეა, ძალიან მიხარია და მადლობელი ვარ ყველა მანდილოსნის, ვინც სიმპათიით არის ჩემდამი განწყობილი. მე კოლექციონერი ვარ. ზოგი მარკებს აგროვებს, ზოგი მონეტებს, მანქანებს, იახტებს და ასე შემდეგ. მე მაგალითად, ჩემს გულში ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვაგროვებ. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, არც განსაკუთრებული გარეგნობა მაქვს და, არც განსაკუთრებული თანამდებობა. ალბათ, თვითონ მამაკაცი უნდა იყოს საინტერესო და ქარიზმატული. რაღაც უნდა ჰქონდეს შიგნიდან ისეთი, რაც მანდილოსანს ნებისმიერ ასაკში დააინტერესებს. მართლა არ ვიცი, ეს მაქვს თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს თუ ასეა, ათმაგად ბედნიერი ვარ.

– ბევრი მანდილოსანი შედის შენს კოლექციაში?

– მე ამას კოლექციას ვერ დავარქმევ. ჩემთვის ძვირფასი ადამიანების კოლექციონერი ვარ. დანარჩენი, პირადულია და მას იმიტომ ჰქვია პირადული, რომ მხოლოდ ჩემია. ძალიან მომწონს ფანტასტიკური მსახიობის რობერ ოსეინის გამონათქვამი. ამ კაცს არც აღნაგობა აქვს გამორჩეული და არც გარეგნობა. ის არც ბრეტ პიტია და არც ალენ დელონი, მაგრამ ყოველთვის საოცარი პოპულარობით სარგებლობდა მანდილოსნებში. რომ ეკითხებოდნენ, ამას როგორ ახერხებო, პასუხობდა, სულ უბრალოდო. „ვთქვათ, ქალს სულ 15 წუთით ვხვდები საქმეზე და ზუსტად ვიცი, რომ მეორედ ვერასოდეს ვნახავ. ისეთი დამოკიდებულება მაქვს ამ ქალის მიმართ, თითქოს მთელი ცხოვრების მასთან გატარებას ვაპირებდე.“ არ ვიცი, გამომდის, თუ არა ეს, მაგრამ ვცდილობ, რადგან ეს აზრი ძალიან მომწონს.

– რომანტიკოსი ხარ?

– რომანტიკოსი ვარ, მაგრამ რეალობასთან ურთიერთობას არ ვწყვეტ. რომანტიკოსობასთან ერთად რეალისტიც ვარ, მაგრამ არც იმ დონეზე, რომ რომანტიზმი ჩავკლა ჩემში.

– ბევრჯერ გაგიოცებია მანდილოსანი?

– ყოველ შემთხვევაში, ბევრჯერ მიცდია, რამდენჯერმე გამომსვლია.

– ხშირად ხარ შეყვარებული?

– ჩემი აზრით, ადამიანი სულ შეყვარებული და გატაცებული უნდა იყოს.

– როგორი ხარ, შეყვარებული?

– შეყვარებული ადამიანი უკეთესობისკენ იცვლება, უფრო გახსნილი, ზეაწეული, ამაღლებული, ბედნიერი და მხიარული ხდება. გულიც სხვანაირად უძგერს, ყველას სხვანაირად ეფერება და ეკონტაქტება. მე სულ მიყვარს, მაგრამ არ არის აუცილებელი, ეს ვინმე, კონკრეტული პიროვნება იყოს. შეიძლება, გამოვიდე და უცებ მივხვდე, რომ ძალიან მიყვარს მზე, ღრუბელი, რომელიმე მუსიკა. შეიძლება, შემხვდეს მეგობარი და მივხვდე, რომ ისიც ძალიან მიყვარს. შეიძლება, უცნობმა გოგონამ ჩამიაროს და დავტკბე მისით, როგორც უნიკალური ხელოვნების ნიმუშით. ცუდია? ჩემი აზრით, ნებისმიერმა ადამიანმა ასეთი მდგომარეობა უნდა შეინარჩუნოს. ვიღაცა დაინახავს ამას, არ დაინახავს, დააფასებს, არ დააფასებს, – ეს უკვე მეორე საკითხია, რაზეც იმ წუთში არ უნდა იფიქრო. თუმცა, რეალობის შეგრძნებაც არ უნდა დაკარგო.

– რა პრინციპები გაქვს?

– მაგალითად, მას შემდეგ, რაც მეგობრების დაჟინებული თხოვნით, „ფეისბუქზე“ ჩემი გვერდი გავხსენი, ასეთი სტატუსი დავაყენე, „ყველაფერი, რაც შენ გჭირდება, ეს არის სიყვარული!“ ჩემთვის მამაკაცური მინიმუმია – აკეთო საქმე, შენი სიტყვის ფასი იცოდე და ფლობდე დუმილის ხელოვნებას. სათქმელი ყოველთვის უნდა ითქვას. არასოდეს არ უნდა გქონდეს გულში იმის ხინჯი, რომ შეგეძლო რაღაცაზე დაფიქრებულიყავი და არ დაფიქრდი; შეგეძლო, რაღაც გეთქვა და არ თქვი; შეგეძლო რაღაც გაგეკეთებინა და არ გააკეთე. ამის უკმარისობის გრძნობა ღმერთმა ნურავის მისცეს. ჩემი აზრით, ცხოვრების თითოეული დღე, როგორც უკანასკნელი ისე უნდა გაატარო.

– საკუთარ პრინციპებს ყოველთვის იცავ?

– ვცდილობ, მით უმეტეს ახლა ისეთ ასაკში ვარ, უხერხულიც არის რაღაც პრინციპებს გადავუხვიო. საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი და სუფთა. უპირველესად შენი თავის არ უნდა მოგერიდოს. ადამიანი ჯიუტი კი არა, პრინციპული უნდა იყო. პინციპულობა შენი პიროვნებიდან და „მე“-დან მოდის, სიჯიუტე კი უცოდინრობიდან.


скачать dle 11.3