კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის ცხოვრობს ბესო ზანგური ამაზრზენი ცხოვრებით და რაში არ შეცვლის მას მეასე ცოლიც კი




რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური არა მხოლოდ სცენაზე აოცებს მაყურებელს, არამედ მის მიღმაც. ეს არის ადამიანი, რომლის შესახებ ყოველთვის ბევრს ჭორაობენ. ჭორის თემა განსაკუთრებით მის პირად ცხოვრებასა და 28 წლის ასაკში სამ ქორწინებას შეეხება. ამჟამად ბესო მარტოა და თავს იმაზე კარგად გრძნობს, ვიდრე წარმოედგინა.

– ბესო, ამჯერად რა ხდება შენს ცხოვრებაში, რით გაგვახარებ?

– ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, უბედნიერესი ადამიანი ვარ: მყავს ორი ბიჭი, მაქვს საყვარელი პროფესია, სადაც წარმატებით ვმოღვაწეობ. მოკლედ, იმაზე კარგად ვარ, ვიდრე ოდესმე მეგონა, რომ ვიქნებოდი.

– ანუ, გაცილებით კარგად გრძნობ თავს მარტო?

– მარტო, ანუ ცოლების გარეშე?

– სწორედ ამას ვგულისხმობდი.

– რა თქმა უნდა, კარგად. ცხოვრებაში ყველა პერიოდს თავისი ხიბლი აქვს.

– 28 წლის ხარ. ვისთან ერთად აღნიშნე წელს ოქროს დაბადების დღე?

– ოქროს დაბადების დღე მარტომ აღვნიშნე და ვიყავი ძალიან ბედნიერი – უცხოეთში წავედი და მარტომ ვიქეიფე.

– შენზე ბევრ ჭორ-მართალს ყვებიან. ეს ყველაფერი როგორ მოქმედებს შენზე?

– უსაქმური ხალხის დრო დადგა და ისინი ლაპარაკობენ. ვისაც საქმე გვაქვს, არავის ვაწუხებთ და ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ და სწორედ ჩვენზე ლაპარაკობენ.

– თუ მოქმედებს შენზე, რას იტყვის ხალხი?

– აბსოლუტურად არ მაინტერესებს არც კარგი და არც ცუდი მხრიდან. რა თქმა უნდა, ხალხმა უნდა ილაპარაკოს – ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მე მაინტერესებს ის ადამიანი, ვინც მოვა და პირში მეტყვის სათქმელს. მინდა, ზურგს უკან კი არ ილაპარაკონ ან ჩუმად მომწერონ, არამედ, მოვიდნენ და პირისპირ მითხრან სათქმელი. როგორც ვიცი, ბევრი ადამიანია აღელვებული, რომლებიც ამბობენ, რომ ამაზრზენი ცხოვრებით ვცხოვრობ.

– რატომ ცხოვრობ ამაზრზენი ცხოვრებით?

– არ ვიცი. იმ დღეს ერთმა მითხრა, შენზე თქვეს, ამაზრზენია, ამაზრზენიო.

– რატომ, 28 წლის ასაკში სამი ცოლი რომ გყავდა?

– მოდი, ასე ვიტყვი, რა: მე სამი კი არა, ორი ცოლი მყავდა. ერთ-ერთ ცოლზე საერთოდ არ მინდა ვილაპარაკო, რადგან ის არ იყო ჩემი მეორე ნახევარი. ცოლები ჩემი შვილების დედები არიან. ამაზრზენობას რაც შეეხება, ერთ რამეს ვიტყვი: ყველამ თავის გულში ჩავიხედოთ. სხვაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ საკუთარ ცხოვრებაზე არავინ ფიქრობს. შემოდგომის აზნაურებით არის გატენილი დღევანდელი თბილისის ბომონდი. ნუთუ ასეთი ადვილია ადამიანის ცხოვრებაზე ლაპარაკი? მეც შემიძლია, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაზე ძალიან ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ, რა ხელს მაძლევს ეს? ბევრი კარტის გახსნა შემიძლია, თუმცა, ამას არ გავაკეთებ, რადგან ჩემი შვილების მომავალზე უნდა ვიფიქრო და ამით ნუ ისარგებლებენ. ვინც კარგად მიცნობს, მათ იციან, რომ, გარდა მსახიობობისა, სხვა ცხოვრებაც მაქვს. ამიტომ, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს ის ადამიანი, ვინც ჩემზე ზურგს უკან ჭორაობს. პირდაპირი მუქარით არ ვამბობ, მაგრამ, ყველა ცოტა ფრთხილად იყოს ზედმეტი ჭორიკნობისგან.

– და, რა ცხოვრება გაქვს კიდევ?

– ჩემი კაცური მენტალიტეტი გამაჩნია, თან, ცოტა ნერვიული ადამიანი ვარ და ჩემი ისტორიები მაქვს გამოვლილი, რომლებიც ხელწამოსაკრავი არ არის. ერთი რამ მინდა, ვთქვა: არასდროს არავისი და არაფრის შემშინებია და არც შემეშინდება. პირდაპირ ვეტყვი ადამიანებს, რომლებიც ჩემზე ზედმეტს ლაპარაკობენ: შეიძლება, ერთი დღე გათენდეს და კარზე დავუკაკუნო. ამოვიდა ყელში ყველაფერი. ზედმეტ თითლიბაზობას, ჯობია ვის რისი თქმაც უნდა, მოვიდეს და პირში მითხრას. ხომ შეიძლება, ერთმა მაინც გადადგას ღირსეული ნაბიჯი?! აბსოლუტურად ყველა ჭორი მოდის ჩემამდე, რადგან ვიღაცეებს რაღაცაში ძალიან მაგრად ვჭირდები. ამიტომ მეც შევქმენი ჩემი „ჭორ-ნიუსი”, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს.

– ასაკი გემატება, მაგრამ ფეთქებადობა მაინც არ ქრება შენში.

– ფეთქებადობა არც არასდროს გაქრება ჩემში. მინდა, ყველა დავამშვიდო: მეოთხე კი არა, შეიძლება, მეასე ცოლი მოვიყვანო, მაგრამ, ვერ შევიცვლები. ადამიანები, რომლებსაც ჩემი ლოგინი აქვთ გამოცვლილი და ჩემს ხელში გაიარეს, ახლა ჩემს ბედსა და მომავალზე ზრუნავენ და თან ზურგს უკან ჭორაობენ – ეს ყველაფერი მაგიჟებს.

– უფრო ზუსტად ამიხსენი რას გულისხმობ?

– მაგალითად, გოგო, რომელიც ჩემთან იწვა და მეუბნებოდა ჩემს ერთ-ერთ მომავალ მეუღლეზე, არ მოიყვანო ცოლად, საზიზღარი ადამიანიაო და ასე შემდეგ, ახლა მისი დაქალი გახდა. ცოტა მაღალ რანგში მაინც ითამაშონ და, თუ ცუდ რაღაცას აკეთებენ, მაღალი კლასით გააკეთონ, რადგან, ვიღაც „ფრაერთან” და „ფარჩაკთან“ არ აქვთ საქმე. თუ მმტრობ – ღირსეულად მიმტრე, თუ გიყვარვარ – ღირსეულად გიყვარდე!

შეიძლება, ერთი ხუშტური შემისრულო და დაწერო, რომ ძალიან მიყვარს ჩემი სვანი ძმაკაცები? ვგიჟდები პაკელიანების ჯიშზე. ეს ოჯახი ჩემი უსაყვარლესი ოჯახი გახდა. მომავალში, თუ ცოლს მოვიყვან, აუცილებლად ჩემი მეჯვარე იქნება და ჩემი შვილის ნათლია.

– ახლო მომავალში კიდევ ხომ არ უნდა გაგვაოცო?

– არა, ცოლის მოყვანას არ ვაპირებ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.

– ძალიან გამაცინა შენმა ერთმა ნათქვამმა, ტელეფონის ნომრებსა და ცოლებს ძალიან სწრაფად ვიცვლიო. ტელეფონის ნომრებს რატომ იცვლი?

– მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, გიორგობა დღეს, მესიჯი მივიღე, რომელშიც შვილებს მიწყევლიდნენ. მთელი დღე ფეხზე ვერ ვდგებოდი ნერვიულობისგან. ამიტომ, იძულებული ვარ, ნომერი გამოვცვალო. ძალიან უბრალო ხალხით აივსო ჩემი ცხოვრება და ახლა ვცხრილავ ყველას, რადგან ეს ძალიან დამღლელი გახდა ჩემთვის.

– ახლა ის მითხარი, ცოლებს რატომ იცვლი ასეთი სიხშირით?

– პირველი ცოლი რომ მოვიყვანე, ძალიან პატარა ვიყავი. მერე, ხუთი წელი გავიდა და – მეორე მოვიყვანე. მესამეზე, უბრალოდ, არ მინდა ვილაპარაკო, რადგან მასთან ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არსებობენ. პირველი და მეორე ცოლების ოჯახების ნებისმიერ წევრზე მკითხე, რაც გინდა, მაგრამ მესამის ოჯახს ვერ შევეხები, რადგან ხელშეუხებელი თემაა ჩემთვის.

– როგორი მამა ხარ?

– ცუდი.

– რატომ ცუდი?

– შვილებს ვნახულობ, ჩემგან არც ერთ შვილს არ აკლია არაფერი, მაგრამ, მაინც ცუდი მამა ვარ.

– გავა დრო და მერე იტყვი, რომ კარგი მამა ხარ.

– ამას მაშინ ვიტყვი, როცა გოგო მეყოლება. ძალიან მინდა, პატარა მარიამი მყავდეს. აი, მის დედას არასდროს არ გავშორდები. მოკლედ რომ ვთქვა, გოგოს ვინც გამიჩენს, ის იქნება ჩემი სამუდამო ცოლი.

– შენი ქორწინებების შემდეგ გოგონები შენთან ურთიერთობაში არ ფრთხილობენ?

– ვინც მიცნობს და ურთიერთობაში შემოდის, ხვდება, რომ ეს ჭორები ყალბია და იმათგან მოდის, ვინც ჩემთან რაღაცეებს ვერ მიაღწიეს. ერთი რამე მინდა ვუთხრა ჩემს არაკეთილის მსურველებს: რაც მეტ ცუდს ლაპარაკობენ, მით უფრო დიდი ინტერესი ჩნდება ჩემს მიმართ. ამიტომ, ცოტა მეთოდები შეცვალონ, დაუძველდათ.

– შენ ყოველთვის წესების დაცვით თამაშობ?

– თუ რამეს ვთამაშობ, ბოლომდე ამყავს „კლასში” და ბოლომდე ვიხარჯები.


скачать dle 11.3