კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

ლარი კინგმა პუტინთან ახალი ინტერვიუ ჩაწერა

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მორიგი ინტერვიუ მისცა ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვანს ლარი კინგს. ინტერვიუ 30 ნოემბერს ტელეხიდის მეშვეობით ჩაიწერა და დაახლოებით 40 წუთს გრძელდებოდა. შეგახსენებთ, რომ პუტინი და კინგი პირველად 2000 წელს შეხვდნენ და მაშინდელი ინტერვიუს დროს, რომელიც „სიენენის“ ნიუ-იორკის სტუდიაში ჩაიწერა, პუტინმა „ფრთიანი“ ფრაზით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს. კინგის კითხვაზე, თუ რა მოუვიდა წყალქვეშა გემ „კურსკს“, პუტინმა ირონიულად უპასუხა – „ის ჩაიძირა“.

ობამას ბებია შვილიშვილის გამუსლიმანებაზე ლოცულობს

ბარაკ ობამას კენიელმა ბებიამ, 88 წლის სარა ომარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუდის არაბეთში, კერძოდ, წმიდა ქალაქ მექაში ყოფნის დროს, შვილიშვილის მუსლიმანურ რელიგიაზე გადასვლისთვის ლოცულობდა. სარა ომარმა საუდის არაბეთში შვილთან, საიდ ჰუსეინთან და ოთხ შვილიშვილთან ერთად იმოგზაურა. ისინი, ყველანი ისლამის მიმდევრები არიან და იმავე რელიგიის მიღებას ბარაკ ობამასაც მოუწოდებენ. მათი თქმით, კაცობრიობის ხსნა მხოლოდ ისლამშია. ობამას საარჩევნო კამპანიის პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ისლამის მიმდევარია. თუმცა, არჩევის შემდეგ, თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ბარაკ ობამა მორწმუნე ქრისტიანია.

ფიდელ კასტრომ ობამას „გველების შემლოცველი“ უწოდა

კუბის ყოფილმა ლიდერმა, ფიდელ კასტრომ თავის სტატიაში, რომელიც ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდა, ამერიკის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას „გველების შემლოცველი“ უწოდა, ხოლო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაცია, „გამანადგურებლად“ მოიხსენია. თავის სტატიაში კასტრომ „მტაცებელ ფრინველს“ შეადარა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და მათ ყველა დაპირებას აბსურდული უწოდა. კასტროს სტატია ლისაბონში გამართული ნატოს სამიტის საპასუხოდ გამოქვეყნდა. „დადგება დრო, როდესაც ნატოს ჯარები აღიარებენ დამარცხებას და ხელისუფლება უძლეველი ავღანელი ხალხის ხელში გადავა“, – ამ ფრაზით ასრულებს თავის სტატიას კუბური რევოლუციის კომანდანტე.

პატრიარქმა კირილმა კოსმოსში გაფრენის სურვილი გამოთქვა

მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა კოსმოსში გაფრენის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ „როსკოსმოსის“ უფროსმა ანატოლი პერმინოვმა განაცხადა. პერმინოვის თქმით, პატრიარქს გავლილი აქვს 19-დღიანი მომზადება „მიგ“ თვითმფრინავით და იგი უმაღლესი პილოტირების ყველა ნორმას აკმაყოფილებს. ასევე, პატრიარქი კირილი დაინტერესებულია კოსმონავტების მომზადების ცენტრით და არ გამორიცხავს, რომ დედამიწის ორბიტაზე მოუწევს მღვდელმსახურება.

ტრაიან ბესესკუ მოლდავეთის რუმინეთთან შეერთებას 2035 წელს გეგმავს

რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლდავეთის რესპუბლიკას უახლოესი 25 წლის განმავლობაში შეეძლება რუმინეთის შემადგენლობაში შესვლა, რის შემდეგაც ევროკავშირის საზღვარი მდინარე დნესტრის ნაპირზე გაივლის. ბესესკუს თქმით, მოვლენების ასეთი განვითარება წაადგება უკრაინის დემოკრატიზაციას და კიევის სწრაფვას გაერთიანდეს ევროკავშირში. გარდა ამისა, ბესესკუმ დაამატა, რომ სრულიად არ ენდობა მოსკოვს, რადგან რუსეთის ჯარი მობილიზებულია ეგრეთ წოდებულ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში.

ჯორჯ ბუშმა „ფეისბუქის“ აუდიტორიას კითხვებზე უპასუხა

ამერიკის ექს-პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსმა) თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის, „გადაწყვეტილებების მომენტის“ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში „ფეისბუქის“ დამაარსებელთან – მარკ ცუკერბერგთან ინტერვიუ ჩაწერა და წიგნზე დასმულ კითხვებზე უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს ონლაინ-ტრანსლაცია ხორციელდებოდა „ფეისბუქ ლაივის“ სერვისით და სოციალური ქსელის მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, ბუშისთვის ნებისმიერ თემაზე დაესვათ კითხვები. ინტერვიუს ტრანსლირება „ფეისბუქის“ ჰედ-ოფისიდან, „პალო-ალტოდან“ ხორციელდებოდა. კითხვაზე თუ რატომ აირჩია ბუშმა მაინცდამაინც „ფეისბუქი“, ექს-პრეზიდენტმა უპასუხა – „ფეისბუქს“ ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს პლანეტაზე.

უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3