კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აუნაზღაურებელი დანაკლისი



თავშესაფარი

აშკარაა, ქართული ელქტრონული მედიასივრცე აუნაზღაურებელ დანაკლისს განიცდიდა, ჯერ ერთი, „ვიკილიკსი“ რომ არ ყოფილიყო და, რაც მთავარია, მას აშშ-ის სახდეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტები რომ არ გამოექვეყნებინა. და კიდევ უფრო აუნაზღაურებელს ხდის ის ჩვეული მოვლენა, რომ ჩვენი საერთო მაუწყებლები მხოლოდ პოზიტიურ ინფორმაციას გვაწვდიან (ყურის სასიამოვნოდაც და გულიც მოსაფხანადაც), რომ ცოცხალი ნერვული უჯრედებით წარვდგეთ იმქვეყნიურ სამსჯავროზე! მეტიც, ჩვენს თვალში თვით ნიკოლა სარკოზიც კი გაათეთრა: რაც მართალი, მართალია, არა მხოლოდ მოკვდავი ქართველები, საქართველოს მაღალჩინოსნებიც ფრიად ამრეზით მოიხსენიებდნენ ხოლმე საფრანგეთის პრეზიდენტს. დალოცვილი „ვიკილიკსის“ წყალობით კი შევიტყვეთ, რომ საქართველოზე საუბრისას სარკოზი ლავროვს არათუ პიჯაკში სწვდა და დაუყვირა, მატყუარაც უწოდა (რატომ არ გაგყავს ჯარები საქართველოდანო!). ეს ამბავი ამერიკელი დიპლომატისთვის მის ფრანგ კოლეგას უამბნია და ისიც დაუძენია, რომ „სარკოზი რუსეთის პირველ დიპლომატს ულტიმატუმის ტონითა და კონფლიქტური მანერებით ესაუბრებოდა“ (მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ რფ-მ მაინც არ გაიყვანა ჯარი, არც მაშინ, არც ახლა, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ვიცით, რომ ლავროვს სარკოზის ყვირილისა არ შეშინებია).

ასეა თუ ისე, სანამ არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო მედია პოლიტწრეებს „ვიკილიკსის“ მასალები სულს უფორიაქებს, მის დამფუძნებელზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვუწყით (და არც არავინ გვაუწყებს), ვის ინტერესებს ემსახურება გამოქვეყნებული საიდუმლო მასალები და გულწრფელობის რა მარცვალი ურევია „ვიკილიკსის“ დამფუძნებლის დაჭერის ინტერპოლურ სურვილში, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ჯულიან ასანჟი სწორედ საქართველომ უნდა შეიფაროს, მადლიერების ნიშნად! ვითომ ვცდები?!


скачать dle 11.3