კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამემორანდუმებულები



იმას გარდა, რომ საქართველოში აგრარული ტრადიციის სულ-სულ თავიდან ასაღორძინებლად სამხრეთ აფრიკიდან ბურების ჩამოყვანა მოეგუმანა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროსთან მემორანდუმიც გააფორმა. ამ მემორანდუმს ზემოხსენებული უწყებების პირველი პირები: ქ-ნი ხათუნა კალმახელიძე და ბ-ნი პაპუნა დავითაია აწერენ ხელს. გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმმა ფრიად შორს მიმავალი და ფართო სპექტრის პრობლემები უნდა მოაგვაროს. სახელდობრ, ქ-ნი კალმახელიძის უწყება ბ-ნი დავითაიას უწყებას იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს: უცხოეთში მყოფი თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და ეკლესიების დასახმარებლად (გუმანით ვგრძნობ, „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებში“ ბურებიც იგულისხმებიან).

მეორე მხრივ, ისიც ცნობილია, რომ ქართულ ციხეებში არსებულ იდილიას (ყოველ შემთხვევაში, იმით, რასაც და როგორც ჩვენი ელმედია აშუქებს) მნახველები (ძირითადად, უცხოტომისანი) აღტაცებაში მოჰყავს (საბედნიეროდ, ქართულად არ უბნობენ, თორემ ევროსტანდარტებით ნაგები ქართული ციხეების ნახვისას, უდავოდ, ამოეთქმევინებოდათ: „კარგად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა…“).

ასეა თუ ისე, ქართული ციხეების დიდება (ოღონდ მხოლოდ ისეთების, ძროხა კამელიას ფუნქციას რომ ასრულებენ) შორსაა გავარდნილი. ჰოდა, რაკი გავარდნილა, მართალია, მემორანდუმში ამის შესახებ არაფერი წერია, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ზემონახსენებ ამ ორ უწყებას შორის დახურულ კარს მიღმა ისეთი მოლაპარკებაც შემდგარიყო, რის მიხედვითაც, ამ ჩვენს დიასპორას ქ-ნი კალმახელიძის საჩვენებელ დაწესებულებაში უპირებდნენ მოთავსებას, რა თქმა უნდა, პოსტრევოლუციური ერთ-ერთი მთავარი მონაპოვრის, ევროსტანდარტებით ნაგები ქართული ციხის პოპულარიზაციის დიადი მიზნით!


скачать dle 11.3